მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
მოვაჭრეთა პრეტენზიები ადგილობრივი ხელისუფლებისკენ მიდის
თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ოზურგეთის აგრარულ ბაზარში ვაჭრობა აკრძალული იქნა. Bბაზრის დემონტაჟის შედეგად, მოვაჭრეთა ნაწილი ახალ სავაჭრო ცენტრში გადავიდა. Nნაწილმა კი კვლავ შეჩვეულ ადგილზე ირჩია მუშაობა. რამაც გამოიწვია დაპირისპირება მათ შორის. მოვაჭრეთა პრეტენზიები ადგილობრივი ხელისუფლებისკენ მიდის. ამაში გასაკვირიც არაფერია, რადგან სწორედ ხელისუფლების პრეროგატივაა მათი პრობლემების მოგვარება.
Mმარიამობის წინა საღამოს, ძველი ბაზრის ტერიტორიაზე კვლავ აიღეს სახელდახელოდ მოწყობილი დახლები და ტერიტორია შემოღობეს. მოვაჭრეებმა დახლები ფიცრული ღობის გასწვრივ მოაწყვეს და მუშაობა კვლავ გააგრძელეს. Mისინი კატეგორიულად უარყოფენ ახალი ბაზრის, ან სხვა ტერიტორიაზე გადასვლას და აცხადებენ, რომ არ ცნობენ კერძო ბაზარს და ურჩევნიათ სახელმწიფო ბაზარში იმუშაონ. მათი თქმით, ბაზარი ორსაუკუნენახევარს ითვლის და იგი ახლაც აქ უნდა დარჩეს. რომ მზად არიან თავადაც დადონ გარკვეული რაოდენობის თანხა, რითაც ხელს შეუწყობენ მიმდებარე ტერიტორიის ვიზუალურ გაუმჯობესებას.
Uუნდა აღინიშნოს ისიც, რომ იქვე განთავსებულია სავაჭრო დანიშნულების სხვა ობიექტებიც. Mმათი მეპატრონეები აღნიშნავენ, რომ მათ მისცეს ხელშეუხებლობის გარანტია, მაგრამ მაინც უკმაყოფილონი არიან, რადგან იზოლირებულნი არიან და მათ მაღაზიებამდე კლიენტი უკვე ვეღარ მიდის.
_ ჩვენი მაღაზია (რკინეულობის მაღაზია, მეპატრონეები შალვა ზედგინიძე, ომარ ვაშალომიძე) სხვებისგან განსხვავებით მთლიანად ჩიხში მოაქციეს. ვთხოვეთ პატარა ბილიკი დაგვიტოვეთო, მაგრამ არ გააკეთეს. მაღაზიის შენობა ჩვენია, მიწის ნაკვეთი კი ერთწლიანი იჯარით გვაქვს აღებული, ვადა თებერვალში გადის.
Mმერაბ ანთაძე, _ ამ წუთში იზოლირებულნი ვართ. Uგვითხრეს, გზა გექნებათ მას შემდეგ, როცა ეს ადგილი გასხვისდებაო. Eეს იგივეა, კამერაში ჩააგდონ კაცი და უთხრან, არ გიჭერთო. Mმყიდველები ვეღარ ახერხებენ ჩვენამდე მოსვლას, რადგან ბარიერები აქვთ გადასალახავი. თუ ვერაფერი გავყიდეთ, რად გვინდა ასეთი ხელშეუხებლობა.
თეონა ჩხარტიშვილი.
გაზეთი ალიონი
06.09.2010
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
valutis kursebi
09-02-2012
1.6678   -0.0001
2.2122   0.0207
2.6518   0.0147
5.6168   0.0732
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.