 |
 |
 |
 |
 |
|
გურულებმა შარმანაშვილი გადარიეს? |
უკვე პარლამენტის დონეზეა დაწყებული საქართველოს ახალი კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვის პროცესი.
ერთ-ერთი ასეთი განხილვა ოზურგეთში, სამხარეო ადმინისტრაციის დარბაზში გაიმართა.
ამ შეხვედრაში ძირითადად საჯარო მოხელეები, ასევე პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები იღებდნენ მონაწილეობას.
თბილისიდან საკონსტიტუციო განხილვაში მონაწილეობდნენ ამ პროექტის ერთ-ერთი ავტორი ავთანდილ დემეტრაშვილი, პარლამენტარი დავით დარჩიაშვილი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი თემურ შარმანაშვილი და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე.
ბატონი ავთანდილ დემეტრაშვილი აუდიტორიას უხსნიდა ახალი კონსტიტუციის პროექტის მთავარ არსს, რომ ეს არის შერეული მმართველობის ფორმა. იყო საუბარი პრემიერ-მინისტრის ახალ უფლებებზე, პრეზიდენტის მიძინებულ უფლებამოსილებაზე, პალამენტის ახალ უფლებამოსილებაზე, მოსამართლის უვადოდ არჩევის წესზე და ა.შ.
დარბაზის სიჩუმემ რატომღაც საქართველოს 1978 წლის კონსტიტუციის პროექტის `სახალხო~ განხილვები მომაგონა, როდესაც აქა იქ თუ გაიჟღერა, თუ რატომ აპირებდნენ რუსები ქართული ენისათვის სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამოერთმიათ.
მას შემდეგ, რაც ამჟამინდელი კონსტიტუციის პროექტის შემომქმედებმა დარბაზს შეკითხვებისაკენ მოუწოდეს, პირველი ვინც შეკითხვა დასვა შემთხვევით დარბაზში შემოსული ოზურგეთელი მოქალაქე ლევან მეგრელაძე იყო. მან შეკითხვა კონსტიტუციის პროექტის 43-ე მუხლის გარშემო დასვა, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის უფლება-მოვალეობებს შეხებოდა.
შემდეგი შეკითხვები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამაზ ტრაპაიძემ დასვა, რომელიც კონსტიტუციის პროექტიდან ორგანული კანონის დასმას შეეხებოდა.
გაზეთ `ალიონის~ შეკითხვა, კონსტიტუციის პროექტის 81-3 მუხლს შეეხებოდა, სადაც სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. დღეს მოქმედი კანონმდებლობით კი სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, რომელსაც პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
ეს საკითხი `საქართველოს მთავრობის სტრუქტურების, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ~ კანონით არის დარეგულირებული.
ახალი პროექტით კი გუბერნატორის დანიშვნა-გათავისუფლება კონსტიტუციით დარეგულირდება. მას პრემიერ მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს.
ახალი პროექტით გუბერნატორი მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება.
ამ საკითხს ეძღვნებოდა ჩვენი მოკრძალებული შეკითხვა, რაზედაც გვიპასუხეს.
დარბაზის ინერტულობის გამო ზემოთ გაჟღერებული 1978 წლის განხილვების გრძნობა წამომყვა.
4 სექტემბერს პრესა.გე-ზე ინტერნეტმასალას რომ გავეცანი `გურულებმა შარმანაშვილი გადარიეს,~ გაოგნებული დავრჩი. მოგვყავს ამონარიდი:
~როგორც ჩანს, გურულები მაინც გურულები არიან, შარმანაშვილის გაკვირვება იმას გამოუწვევია, რამდენად საინტერესო და გამართულ კითხვებს სვამდნენ ოზურგეთელები მთავრობისა და პარლამენტის ურთიერთდამოკიდებულებაზე, უფლებამოსილების დაბალანსებაზე, გუბერნატორის ინსტიტუტის შესახებ. თანაც კომისიის მდივნის თქმით, ამ კითხვებს გურულები თავიანთი გუბერნატორის თანდასწრებით სვამდნენ.
სამწუხაროდ, შარმანაშვილმა არ დაგვიკონკრეტა გულადი გურულების კითხვების შინაარსი.~
როგორც ჩანს სხვა რეგიონებში ისე მდუმარედ მიმდინარეობს კონსტიტუციის პროექტის განხილვა, ოზურგეთში დასმულ რამდენიმე კითხვას მათი აღფრთოვანება გამოუწვევია.
ჩვენ კი დარბაზიდან მეტ აქტიურობა მოველოდით.
ნუგზარ ასათიანი.
გაზეთი ალიონი
06.09.2010 |
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
|