 |
 |
 |
 |
 |
|
ჩრდილის კითხვით ათვლილი კომპოზიციები |
,,ბორჯომი~. _ მხატვრობის ნიჭით ვერ დავიკვეხნი, ისე კი თითქმის ყველა გამოფენებზე დავდივარ თბილისში და დიდ სიამოვნებას ვიღებ იქ გამოფენილი ნამუშევრებისაგან. ბოლო პერიოდში მშრალ ხიდზეც დავდივარ, იქნებ რაიმე საინტერესოს წავაწყდე და შევიძინო, _ გვეუბნება ყვიბისელი დავით ხაჩიძე, რომლის ნამუშევრებმა ახლახან ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების სახლში დიდი ყურადღება მიიქცია.
დავით ხაჩიძემ დაამთავრა ბორჯომის #2 საშუალო სკოლა, შემდეგ თბილისის ელმავალმშენებლობის ტექნიკუმი, 23 წელი იმუშავა თბომავლის მემანქანედ ბორჯომის #2 ჩამომსხმელ ქარხანაში. 29 აგვისტოს 49 წელი შეუსრულდა. ამჟამად უმუშევარია.
მხატვარიაო, ვერ ვიტყვით, არც თვითონ უწოდებს თავის თავს მხატვარს, არც ის, რომ ბავშვობიდანვე იყო გატაცებული ხელოვნებით, მაგრამ ის, რომ ბავშვობიდან ადვილად კითხულობს ჩრდილს და თავისებურად არჩევს კომპოზიციებს, არ უარყოფს. არც იმას უარყოფს, რომ ადამიანებში აღმოჩნდება ღვთისგან ბოძებული ნიჭი, დავითსაც მოგვიანებით აღმოაჩნდა მხატვრული აღქმის ნიჭი, რომელმაც მისი სამყარო შეცვალა. ესეც შემთხვევით ორი წლის წინ მოხდა, როცა პატარა მაგიდისთვის ფეხების გაკეთება გადაწყვიტა ყოველგვარი სახელოსნო დანადგარის გარეშე. მტკვრის სანაპიროზე გავიდა და მდინარისგან გამორიყულ ხის ფესვებს არჩევდა. წყალში უმშვენიერესი ფესვი აღმოაჩინა, მას შემდეგ მტკვრის ნაპირს დაყვება. ბორჯომიდან ხაშურამდე სანაპირო უკვე ფეხით აქვს გათელილი, მალე ბორჯომიდან ახალციხის გზას ავუყვებიო.
მდინარეში მრავალ კოლექციას აგროვებს ფესვების სახით, მოაქვს, სახლში წმენდს, ასუფთავებს, ხეხავს, აპრიალებს, ერთ ნაწილს მეორესთან ამაგრებს, მეორეს მესამესთან, საათობით ფიქრობს, რა შეიძლება გაკეთდეს და ასე იქმნება საინტერესო კომპოზიციები, რომელთა აღქმა და წაკითხვა ყველას ერთნაირად, ცხადია, არ შეუძლია. ზოგისგან თევზია შექმნილი, ზოგისგან ირმის რქები. თუთის ფესვებისგან შექმნილ ერთ-ერთ კომპოზიციაზე უკან მთა, აბსტრაქციაა, სხვადასხვანაირადაა, ვინ როგორ წარმოიდგენს და აღიქვამს. დავითი არა მარტო ხის გამხმარი ფესვებით და ხავსებით, არამედ ქვებითაც ინტერესდება. ბუნებაში ლამაზ და საინტერესო ქვებს რა გამოლევს. დავითმა ჭიათურიდანაც კი ჩამოიტანა ქვები, სადაც საინტერესო ჩრდილი ამოიკითხა და მეტად ლამაზი, ორიგინალური კომპოზიციები შექმნა.
ზოგჯერ წებოსაც ხმარობს ურთიერთდასაკავშირებლად და ფერებსაც არჩევს შესახამებლად. ცურვის ცოდნაც ეხმარება და ცდილობს წყალში საინტერესოს წააწყდეს. სახლში უამრავი მისი კომპოზიციური ნამუშევარი აწყვია, ის რაც ამ ორი წლის მანძილზე შექმნა და მოიპოვა.
_ ხვალ რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ ის, რასაც ვაკეთებ, დიდ სიამოვნებას მანიჭებს, გვეუბნება შემოქმედი და აქვე დასძენს _ მეგობრების დიდი თხოვნით და მათივე აქტიურობით მოხდა ჩემი ნაკეთობების გამოფენაზე მოტანა. ასევე შემთხვევით დაინტერესდნენ დედაქალაქიდანაც და ვნახოთ რა იქნება ხვალო... ისე კი მტკვარში თუ ვინმე შენიშნავს მოხეტიალე ადამიანს ჩვეული ქუდით და წვერით, ბრაკონიერი არ გეგონოთ, იგი უნიკალური კომპოზიციების მქონე ფესვების და ქვების ძიებით დაკავებული დავით ხაჩიძეა.
სოფიკო ხეთაგაშვილი
02.09.2010 |
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
| : |
TYVM you've solved all my prolmbes |
| : |
Got it! Thanks a lot again for hlepnig me out! |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | | 28 | 29 | 30 | 31 | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
|
თბილისი
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
+ 26 °C
|
+ 26 °C
|
|
ღამით |
+ 12 °C
|
+ 13 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
|