მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
ლაშა იორდაშვილი: სამუშაოებს წლის ბოლომდე დავამთავრებთ

,,ბორჯომი~. ბაკურიანელების ონკანებში სუფთა, გაფილტრული წყალი რომ დროულად გადმოჩუხჩუხდეს, ამისთვის ოთხი სამშენებლო კომპანია: ,,მამისონი~, ,,ნიუ-ენერჯი~, ,,ტაჰილი~ და ,,ფერი~ ერთობლივად უნდა ამოქმედდეს, ანუ მათი შრომა ერთმანეთზე ჯაჭვივითაა გადაბმული, ერთს წყალი მიყავს რეზერვუარამდე, მეორე და მესამე აშენებენ გამწმენდ ნაგებობას, მეოთხეს კი წყლის მაგისტრალი მოყავს წესრიგში. რეზერვუარებისა და საფილტრი ნაგებობების შესახებ ჩვენ უკვე ვწერდით, დღეს კი წყლისა და კანალიზაციის მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ მოგითხრობთ, რისთვისაც ვესაუბრებით შპს სამშენებლო კომპანია ,,ფერი~-ს გენერალური დირექტორის მოადგილეს ბატონ ლაშა იორდაშვილს, რომელსაც ბაკურიანში სამშენებლო ობიექტებზე ყოფნისას შევხვდით.

ბატონო ლაშა, რამ განაპირობა თქვენი კომპანიის შემოსვლა ბაკურიანში?_ მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდთან კონტრაქტებში მოხდა ცვლილებები და იგივე ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით წარმოიშვა აუცილებლობა ჩვენი კომპანიის ჩართვისა და ამ შეთანხმებით ჩვენ შევცვალეთ წინა კომპანია ბაკურიანის სამშენებლო უბანზე. მაისიდან აქ ვმუშაობთ და პირობა დავდეთ, ნოემბრის ბოლომდე სამუშაოები უნდა დავამთავროთ.

რომელი შეუსრულებელი სამუშაოები დაგიტოვათ თქვენმა წინამორბედმა კომპანიამ?_ სამუშაოთა რაღაც ნაწილი, მართალია, შესრულებული იყო, მაგრამ ასევე გასაკეთებელი დარჩა საკმაოდ სოლიდური ნაწილი წყლის და კანალიზაციის მაგისტრალის რეაბილიტაციისთვის. ლოგიკურად, ის ტემპი, რომლითაც ისინი მუშაობდნენ, საკმარისი არ იყო და ვერანაირად ვერ შეძლებდნენ პროექტის დროულად დამთავრებას, ამიტომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ჩვენი ამ პროექტში ჩართვა. კომპანია ,,ფერი~ რაიონის წყალსადენ-კანალიზაციის ტენდერში ისედაც გამარჯვებული იყო და ბორჯომში უკვე გაშლილი ჰქონდა ფართო სამუშაოები. ჩვენ ახლა ვმუშაობთ სამი მიმართულებით _ დავამთავრებთ როგორც წყალსადენის, ასევე კანალიზაციის ცენტრალური კოლექტორების სამუშაოებს, სანამ ამინდები გაფუჭდება უნდა მოვასწროთ ინდივიდუალური ჭების დამონტაჟება, რომელთა რაოდენობა 1600 ერთეულამდეა, ეს გულისხმობს დაახლოებით წყლის რვაასამდე ინდივიდუალურ ჭას და შვიდასამდე კანალიზაციის ჭას.

მრიცხველებსაც თქვენ დააყენებთ?_  ყველა აბონენტს ექნება ინდივიდუალური მრიცხველი და ამას პროექტით ,,ფერი~ გააკეთებს.

მრავალსართულიან სახლებში როგორ მოხდება მრიცხველების დამონტაჟება?

_ კომპანია ,,ფერი~ თითო სადარბაზოში თითო წყლის ჭასთან ერთად თითო საერთო მრიცხველს დააყენებს.

დენის საერთო მრიცხველმა ხალხი ერთმანეთს გადაკიდა, ახლა წყლის საერთო მრიცხველი რას გვიზამს?

_ ეს შეკითხვა ,,ფერს~ არ ეკუთვნის. ჩემი აზრით, სავარაუდოდ, კორპუსში ეს საკითხი წყლის კომპანიამ უნდა გადაწყვიტოს. ეს არის ერთეული შემთხვევები მხოლოდ და მხოლოდ კორპუსებში და ეს ინდივიდუალურად გადაწყდება მუნიციპალური განვითარების ფონდსა და წყლის კომპანიას შორის.

ბატონო ლაშა, ამბობენ პროექტმა მთელი ბაკურიანი არ მოიცვა, ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა უბანში არ შესრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები?

_ დიახ, ბაკურიანის 5-10% ახალი ქსელებით ვერ ისარგებლებს. თუ რატომ მოხდა ასე, ვერ გეტყვით, ეს მუნიციპალიტეტის ფონდს შეუძლია ახსნას, ჩვენ მშენებლები ვართ და იმ პროექტით ვმუშაოებთ, რასაც დამკვეთი გვაძლევს, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გავითვალისწინოთ მოსახლეობის მოთხოვნილებები. ბაკურიანის 90-95%, ახალი ქსელიდან მიიღებს წყალს. მაგრამ, ვფიქრობ, რომ მოსახლეობის 5-10%, რომლებიც არ იქნებიან ჩართული ახალი წყლის მაგისტრალში, სამუშაოები მომავალი წლისთვის იქნება გათვალისწინებული.

ბატონო ლაშა, რამდენი ლარის სამუშაოები უნდა შეასრულოს ,,ფერმა~ ბაკურიანში?_ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 8 მილიონი ლარიდან დღეისათვის შესრულებულია 2,5 მილიონი ლარის სამუშაოები ანუ 30%, დანარჩენ თანხას წლის ბოლომდე ავითვისებთ.

ამჟამად ბაკურიანში 5 ბრიგადა მუშაობს, ბორჯომში 9 ბრიგადაა დასაქმებული. 1 სექტემბრიდან ბაკურიანს ორ ბრიგადას დავამატებთ და მუშაობის ტემპს კიდევ უფრო დავაჩქარებთ.

რაც შეეხება მილების ხარისხს, ეს ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებული მილებია, მის გამძლეობას ამოუწურავი ვადა აქვს. ჩვენ გვაქვს ერთწლიანი საგარანტიო პერიოდი. ნებისმიერი დეფექტი თუ გამოვლინდა, ისევ ჩვენი გასაკეთებელი იქნება.

გმადლობთ ბატონო ლაშა, და ვისურვებდით, ამინდებს მართლაც შეეწყოს ხელი ამ დიდი პროექტის დროულად შესრულებისთვის.


სოფო ხეთაგაშვილი
02.09.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
valutis kursebi
19-05-2012
1.6219   -0.0057
2.0582   -0.0087
2.5621   -0.0198
5.1666   -0.0936
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 26 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.