მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
uaxlesi ambebi
სიხარული, რომელიც ჯერ ცოტა შორსაა
,,ბორჯომი~. კაცმა სიმართლე უნდა თქვას, მართლაც სასიხარულო, საშვილიშვილო საქმე კეთდება, როგორც იქნა სრულდება მრავალი წლის დანაპირები და ბორჯომში მთლიანად იცვლება წყალ-კანალიზაციის ქსელი. მართლაც სწრაფად და როგორც სპეციალისტები ამბობენ, ხარისხიანად გაკეთდა ეს რთული საქმე ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე.
ბორჯომელები რაიონის ხელმძღვანელობას, აქ დასაქმებულ და რიგით მუშაკებსაც მადლიერებით მოიხსენიებენ.
სამწუხაროდ, პერიფერიულ ქუჩებზე მშენებლობის ტემპი არასახარბიელოა და ხარვეზებიც საკმაოდაა.
სურათზე ასახული ეს თხრილი პეტრიწის ჩიხშია გადაღებული. ამ პატარა ქუჩის მცხოვრებთა უმეტესობას საცხოვრებელი ქუჩის ერთ მხარეს აქვს, სამზარეულო და სხვა სათავსოები მეორე მხარეს. უკვე 12 დღეზე მეტია, ვინ მოთვლის, რამდენჯერ კალიებივით (ბოდიში) უხდებათ ხტუნვა აქეთ-იქით.
აქ მიმდინარე სამუშაოებს რომ ვუყურებ, ერთი საბჭოური ანეკდოტი მაგონდება: სამი ბრიგადა მილების ჩაწყობაზე მუშაობდა _ ერთი თხრიდა, მეორე მილებს აწყობდა, მესამე მიწას აყრიდა. ერთ დღეს ერთი ბრიგადა მიწას თხრიდა, მეორე კი მაშინვე აყრიდა, გაკვირვებულ გამვლელს აუხსნეს, მილების ჩამწყობი ბრიგადა არ გამოვიდა, მერე ჩააწყობენო. მთლად ასე არაა, მაგრამ მაინც ჰგავს დღევანდელ მშენებელთა საქმიანობას, ერთხელ მთელი ჩიხი გადათხარეს _ ჭებისთვის, მერე ამოავსეს, რომ ვიფიქრეთ, ამოვისუნთქეთო, ახლა მილების ჩაწყობისთვის გაიყვანეს თხრილები, მილები ჩააწყვეს, მერე ისევ ამოიღეს და სხვაგან, უფრო საჩქაროდ გასაკეთებელ ქუჩაზე წაიღეს. რამდენიმე დღე პირდაღებული თხრილი მილებს ელოდა, მერე, როგორც იქნა, თხრილი ამოივსო, მაგრამ იქაურობა დევების ნაბრძოლს დაემსგავსა და ნაწვიმარზე ლაფსა და ტალახში გავლა შეუძლებელია. ახლა პეტრიწის ქუჩის ზედა მხარეს ხდება მსგავსი ამბავი. ერთი მტკაველი ვიწრო ქუჩაა და ალაგ-ალაგაა თხრილები. რამდენიმე ბრიგადა მუშაობსო. 7 სექტემბერს, როგორც ჩანს, ყველა ისვენებდა.
არც პარალელური _ გამარჯვების ქუჩაა უკეთეს დღეში, წყალგაყვანილობის სამუშაოებს რომ მორჩნენ, ახლა გაზის მილების ჩასაყრელად გადათხარეს. დავუშვათ, ასეა საჭირო, მაგრამ, ცოტა ფრთხილად ხომ უნდა აკეთებდნენ საქმეს. დაუდევრობით, ახლახან, არჩევნების წინ გაკეთებული კიბეები დაამსხვრიეს. ახლა ,,ბორჯომიგაზის~ სამსახურის მუშაკები გვპირდებიან, კიბეებს შეგიკეთებთო, მეორენი კი _ ქუჩას მოვაწესრიგებთ და ასფალტს დაგიგებთო. ეს ყოველივე ძალიან კარგი და სასიხარულოა. სასიხარულოა, ისიც რომ, ბევრი რამ კეთდება ჩვენს ქალაქში ხალხისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს ბორჯომს სუფთა წყალიც ექნება, მაგრამ ეს სიხარული ჯერჯერობით შორსაა. ხალხი დაიღალა ამდენი ხმაურით, მტვრით და გაჭიანურებული მშენებლობით.

იზა სანიკიძე
02.09.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
valutis kursebi
19-05-2012
1.6219   -0.0057
2.0582   -0.0087
2.5621   -0.0198
5.1666   -0.0936
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 26 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.