 |
 |
 |
 |
 |
|
ტყის ხანძარსაწინააღმდეგო სტრატეგია მოშლილია |
,,ბორჯომი~. ბორჯომის რაიონში ყოველთვის პრესტიჟული იყო ტყისმცველის თანამდებობა. ტყის მუშაკთა თაობათა ცვლა ხდებოდა ძირითადად იმ ადამიანებით, ვისაც ჰქონდა ტყის დაცვის სათანადო გამოცდილება. ესენი იყვნენ ყოფილი სეზონური თანამშრომლები _ ტყისმცველი-მეხანძრეები. ასეთი შტატი ყველა სატყეოში იყო მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით.
ტყის მცველი-მეხანძრის მოვალეობაში შედიოდა ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის მოწესრიგება (შესაბამისი სტენდები იყო ყველა სატყეოში), მოსახლეობაში აგიტაციის ჩატარება ტყის ხანძრებთან დაკავშირებით და ტყეში მომუშავე პირთათათვის (მწყემსი, მთიბავი და ა.შ.) ხანძარსაწინააღმდეგო წესების გაცნობა და შესაბამისი ხელწერილების ჩამორთმევა, რომ ისინი დაიცავდნენ შესაბამის წესებს და საჭიროების შემთხვევაში აქტიურად იმოქმედებდნენ ხანძრის ჩაქრობაში.
სატყეო მეურნეობაში იყო შემოღებული სადღეღამისო მორიგეობა. ხანძრის გაჩენის სიგნალის მიღებისთანავე ხდებოდა მთელი სატყეო მეურნეობის კოლექტივის მობილიზაცია ხანძრის ჩასაქრობად. შემდგომში მათ უერთდებოდა რაიონის ხელმძღვანელობა შესაბამისი სტრუქტურებით.
ჩემი ერთ-ერთი მასწავლებელი პროფესორი ნ. მარგველაშვილი თავის პირველ ლექციაზე სტუდენტებს გვიყვებოდა, რომ, როდესაც იგი დაინიშნა ბორჯომის სატყეო მეურნეობის დირექტორად, მან შეძლო მთის მთავარ მწვერვალებზე (ლომის მთა, გვირგვინა და სხვა) ხანძრის საწინააღმდეგო საგუშაგოების მოწყობა, სატელეფონო კაბელის გაყვანა და მათთან კავშირის დასამყარებლად 10-ნომრიანი კომუტატორის დამონტაჟება, სადაც იყო სადღეღამისო მორიგეობა.
დარწმუნებული ვარ, რომ ტყის დარგში რეფორმები გაგრძელდება დიდხანს, სანამ არ ჩამოყალიბდება სისტემის მართვის ოპტიმალური სტრუქტურა და აუცილებლად გათვალისწინებული იქნება წარსულში ტყის ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გამოცდილება.
დღეს ჩვენი ტყეები უპატრონოდაა მიტოვებული, მეხანძრე კი არა, კვალიფიციური ტყისმცველებიც ენატრებათ. ერთ რეინჯერს მოსავლელად და საპატრონოდ აქვს გამოყოფილი 4-7 ათასი ჰექტარი ტყე, ასეთ პირობებში როგორ შეძილება ტყის უპრობლემოდ დაცვა, ეს შეუძლებელია. ამიტომაცაა, რომ ასე გახშირდა ჩვენს ტყეებში ხანძრები.
მიხეილ ზედელაშვილი,ყოფილი ტყის მცველი-მეხანძრე
02.09.2010 |
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
| : |
sashinelebaa vinmem rame unda igonos saqartvelos buneba nadgurdeba, me daviwyeb mexandzred mushaobas |
| : |
sashinelebaa vinmem rame unda igonos saqartvelos buneba nadgurdeba, me daviwyeb mexandzred mushaobas |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | | 28 | 29 | 30 | 31 | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
|
თბილისი
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
+ 26 °C
|
+ 26 °C
|
|
ღამით |
+ 12 °C
|
+ 13 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
|