მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
ნაპოვნია რადიაციული ნივთიერება
რამდენიმე დღის წინ ქუთაისი-სამტრედიის გზის მარცხენა დასახლებაზე (კოპიტნარის ტერიტორია) რადიაციული ნივთიერება ცეზიუმი აღმოაჩინეს. გზად მიმავალმა ფოთის საბაჟოს თანამშრომლებმა, რომლებიც სპეციალური პორტატული პეიჯერებით იყვნენ აღჭურვილი, მაღალი რადიაციული ფონი დააფიქსირეს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რადიაციისა და ბირთვული იარაღების დეპარტამენტმა შეტყობინება საბაჟოს თანამშრომლებისგან მიიღო. სამინისტროდან ჩამოსულმა სპეციალისტებმა შესაბამისი ხელსაწყოებით დაადგინეს, რომ არის ცეზიუმის წყარო.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსი თეიმურაზ კეპულაძე აცხადებს:      „ეს ადგილი დღეს შემოღობილი და დანიშნულია. 10 სანტიმეტრის რადიუსით ვიცით, ცეზიუმი სადაც დევს. ამ ეტაპზე მიდის მეცნიერული დამუშავება, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი გატანა. ეს უკვე საგანგებო სიტუაციათა სამსახურის პრეროგატივაა. გამაფრთხილებელი წარწერებიც გაკეთებულია." 

ადგილი, სადაც ცეზიუმის წყარო აღმოაჩინეს, საცხოვრებელი არ არის. როგორც სპეციალისტები ამბობენ, დაახლოებით 50 მეტრის რადიუსის შემდეგ რადიაციის ფონი ნორმაში ჯდება. მათივე მტკიცებით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. თუმცა დღემდე გაურკვეველია, თუ საიდან და რა გზით შეიძლებოდა მოხვედრილიყო ცეზიუმი კოპიტნარის ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდებია. „ჩემი ვარაუდით, ეს არის შემთხვევით გზაზე დადებული ცეზიუმი. აქამდე რაც ვნახეთ, ყველა ცეზიუმი, შემთხვევით იყო ნაპოვნი და შემდეგ ამოღებული - იგი ხელსაწყოს დაშლის შემდეგ უცოდინარობის გამო გადააგდეს. როგორც ჩანს, ასეთივე სახის ხელსაწყო ვიღაცამ მოიპარა და დაშლის შემდეგ მოხვდა იქ. გარდა რუსული ბაზისა, აეროპორტიც ჩვენ გადმოგვეცა და ძნელი სათქმელია ეს სამხედრო ნაწილიდან არის მოპარული, თუ სამოქალაქო აეროპორტიდან," - აცხადებს თემურ კეპულაძე.

თუმცა სამხედრო ბაზები, რომლებიც რუსებმა დატოვეს, როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, თავის დროზე შესაბამისმა სამსახურებმა შეამოწმეს. კოპიტნარის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ცეზიუმს, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გაიტანს საგანგებო სიტუაციათა სამსახური სპეციალური კონტეინერით, სპეციალისტების ერთობლივი მუშაობის შემდეგ. თუმცა, სად იქნება ახლადაღმოჩენილი ცეზიუმის ახალი ბინა, კვლავ სახელმწიფო საიდუმლოებაა.

P.S. აქამდე აღმოჩენილი (ხონის რაიონის სოფელ მათხოჯისა და საღორიის ტერიტორიაზე) „ცეზიუმ 137"-ის შენახვის ადგილი დღემდე გასაიდუმლოებულია.


მარიკა ვაჭარაძე
26.02.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
valutis kursebi
19-05-2012
1.6219   -0.0057
2.0582   -0.0087
2.5621   -0.0198
5.1666   -0.0936
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 26 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.