მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
„ფრანი" სიურპრიზს გვიმზადებს

[ „P.S." („პოსტსკრიპტუმი") ] ჯგუფი „ფრანი" 2005 წლის 24 დეკემბერს ჩამოყალიბდა თბილისში. დღეს ის ძალიან პოპულარულია, „ფრანმა" უკვე 50 კონცერტი ჩაატარა, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფესტივალებშიც. თავდაპირველად ჯგუფი სამი წევრისგან შედგებოდა: დიტო საკანდელიძე, შოთა ზაქარია და გაგა ჩიხლაძე. დროთა განმავლობაში ჯგუფმა ახალი წევრები მიიღო. დიტო კაკი ჯაფარიძემ ჩაანაცვლა და კაკის შემდეგ ზიკო და პაკო დაემატნენ. ამჟამად ჯგუფი ხუთი წევრისგან შედგება: რითმ-გიტარა და ვოკალისტი - შოთა ზაქარია, ბას-გიტარა - კაკო გუკაროვი, ზვიად ნაზღაიძე (ზიკო), დრამერი - კაკი ჯაფარიძე, კომპოზიტორი, სოლო გიტარა, ვოკალისტი - გაგა ჩიხლაძე.
გაგა წარმოშობით ქუთაისელია, იგი ამ დღეებში მშობლიურ ქალაქში იმყოფებოდა. ჩვენ მას კონცერტის წინ შევხვდით.

- გაგა, რას გვეტყვით თქვენს ქალაქზე?
- მიხარია, რომ ქუთაისელი ვარ და ვამაყობ ჩემი ქალაქით. მე ქუთაისი ძალიან მიყვარს. მირჩევნია ყველა ქალაქს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ქალაქებს პატივს არ ვცემ. ჯგუფში მხოლოდ მე ვარ ქუთაისელი. აქ დავიბადე, გავიზარდე, სკოლა რომ დავამთავრე, სასწავლებლად თბილისში წავედი. ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში, პროფესიით მსახიობი ვარ. იქ გავიცანი შოთა ზაქარია, მე და შოთიკომ ერთობლივად, ფრენა-ფრენით ჩამოვაყალიბეთ ჯგუფი.
- დღეს ჯგუფი პოპულარულია. თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ, რომელმა სიმღერამ მოგიტანათ აღიარება?
- ვერ გეტყვით. ასე მგონია, ჯგუფის არსებობის პერიოდში, რაც შეგვიქმნია ყველა კარგი სიმღერაა. ალბათ, მაინც იმ სიმღერამ მოგვიტანა, რომელიც „ფრანის" შემოქმედებაში დასაწყისი იყო. ეს არის „ნარცისისფერი ქალაქი" და „რა გულიანად."
- ვიცი, რომ საკუთარი სტუდია არა გაქვთ. სად ატარებთ რეპეტიციებს?
- ამჟამად ჯგუფი „ფრანი", ნიაზ დიასამიძის საქველმოქმედო მუსიკალურ კლუბში, 33 ა-ში გადის რეპეტიციებს.
- ქართულ შოუბიზნესზე რას ფიქრობთ?
- ქართულ შოუბიზნესზე ჯგუფი „ფრანი" საერთოდ არ ფიქრობს. იმიტომ, რომ ჩვენ იმ დიდ ოჯახზე ვფიქრობთ, რომელსაც ცოცხალი მუსიკა ჰქვია საქართველოში.
- გეგმავს თუ არა უმოკლეს ხანში ჯგუფი ალბომის შექმნას?
- აი, ალბომზე ვიწყებთ მუშაობას. უკვე ჯგუფს საბოლოო სახე მიეცა. ჩამოვყალიბდით, ვიცით, რა გვინდა, როგორ გვინდა. ვერ გეტყვით, რამდენი სიმღერა შევა ალბომში, ვერც ალბომის სახელს გაგიმხელთ. მოდით, სიურპრიზად დავტოვოთ.
- გვაინტერესებს „ფრანის" სამომავლო გეგმები.
- ალბომი...

 


ნოდარ ჯოჯუა
09.01.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: You mean I don't have to pay for expert advice like this aynomre?!
: 20
: 20
: 20
: 20
ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
valutis kursebi
19-05-2012
1.6219   -0.0057
2.0582   -0.0087
2.5621   -0.0198
5.1666   -0.0936
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 26 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.