 |
 |
 |
 |
 |
|
ჩინოვნიკების ნაძვის ხე |
[ „P.S." („პოსტსკრიპტუმი") ] ენაცვალოს ბაბულიე ჩემ გიორგის, უმცროს შვილიშვილს: იმისთანა მარჯვეა და საყვარელი, გიჟდებიენ იმის გულობიზა კურსელები. საახალწლოდ, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობაა, თუ კომკავშირის კომიტეტი, დიდი კარნავალი გაუკეთებია, მასკებით უნდა მისულიყო თურმე ხალხი, მარა ყველას კი არ უშობდენ თურმე: რაცხა ფურცელიც უნდა გეჩვენებია კარებში, მოსაწვევიო, თუ საშვებიო. ხოდა, ჩემ გიორგისაც ერგო ეს პატივი.
ამ კარნავალზე ქუთაისის მერიის ხალხიც ყოფილა, ზოგს რა ფორმა ეცვა თურმე და ზოგს - რა, სტუდენტებს რო არ ეცნოთ, ალბათ. მარა ჩემ გიორგის მაინც ქე უცვნია სტუდენტური თვითმმართველობიდან მერიაში დაწინაურებული ყოჩაღი ბიჭები: თემურ ცამციშვილი, ლევან ჭანჭალეიშვილი და კიდო სხვები. არ გასულა ცოტა ხანი თურმე და ვინცხას დოურეკია ამ ჩინოვნიკებიზა: გრიგალი ამოვარდა და, არიქა, ეს თქვენი მთავარი ნაძვის ხე ქარს მიაქვს და მოით, რაცხა უშველეთო. გაქცეულარიენ თურმე, თავქუდმოგლეჯით, და ზოგი ნაძვის ხეზე ავარდნილა და ტროსებით ამაგრებდა, ზოგი კიდე - ამ ნაძვის ხის სათამაშოებს ხიკავდა ავტოქარხანაში - ეზო-ეზო და პადიეზ-პადიეზ, თან თურმე შიშში ყოფილან, პრეზიდენტი არ დადგომოდათ თავზე და არ ენახა, ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე ასე მოქანჯული რო იყო ქარისგან, თვარა, ამათ უარესად მოქანჯავდა! მარა გაუმართლათ, თურმე: მიშას ქუთაისი აღარ უკადრებია და სხვაგან წაბრძანებულა. გიორგი ამ ამბავს რო მიყობოდა, დაფიქრებით მითხრა - კაი კი ყოფილა, ბაბუა, ჩინოვნიკობა, მარა თლა უმფროსის გულობიზა ხეზე პოტიალს, იგი მირჩევნია, საცხა, ბანკში დევიწყო მუშაობაო.
ქაიხოსრო იმერეტინსკი
09.01.2012 |
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
| : |
Kudos! What a neat way of tihnking about it. |
| : |
Great hammer of Thor, that is powerfully hefplul! |
| : |
20 |
| : |
20 |
| : |
20 |
| : |
20 |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | | 28 | 29 | 30 | 31 | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
|
თბილისი
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
+ 26 °C
|
+ 26 °C
|
|
ღამით |
+ 12 °C
|
+ 13 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
|