მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
„ნაგავი რომ გაიტანონ ყოველ თვეში, ამისთვის სტატიები თქვენს გაზეთში უნდა გამოქვეყნდეს?"
[ „P.S." („პოსტსკრიპტუმი") ] მეორე დედაქალაქსა და საპარლამენტო ქალაქში, პარლამენტის წინ, ირაკლი აბაშიძის ქუჩის №29 და ?31 სახლებში მცხოვრებნი, ერთი თვეა, კვლავ გაუსაძლის მდგომარეობაში არიან. ცხრასართულიანი კორპუსის ბუნკერები ნაგვით არის სავსე.
ამ პრობლემაზე სტატია „P.S."-ში, 35-ე ნომერში დაიბეჭდა, საუბარი იმ გაუსაძლის მდგომარეობაზე იყო, რაც ამ კორპუსებში სუფევს კვირაობით გაუტანელი ნაგვის გამო. ჩვენს გაზეთში აღნიშნული პრობლემის გამოტანის შემდეგ, კორპუსები ნაგვისაგან გაიწმინდა, თუმცა მოსახლეობა პარასკევს გაზეთ „P.S."-ს კვლავ დაუკავშირდა და სთხოვა, იქნებ კიდევ დაინტერესებულიყო ამ თემით, რადგან, მათი თქმით, მხოლოდ გაზეთში დაბეჭდვის შემდეგ არიან იძულებულნი გაწმინდონ პარლამენტის წინ ცხრასართულიანი კორპუსები.
„ერთი თვის წინ, როცა გაზეთმა ჩვენს კორპუსებში ნაგვით სავსე ბუნკერებზე დაწერა, მეორე დღესვე მობრძანდნენ და ბუნკერი გაასუფთავეს. იმის შემდეგ კვლავ ერთი თვე გავიდა, თუმცა ნაგავი კვლავ არ გააქვთ. ძალიან გთხოვთ, კვლავ გააშუქეთ ეს პრობლემა, რადგან, ალბათ, ყოველ თვეში გაზეთში უნდა გავწეროთ და შევახსენოთ დასუფთავების სამსახურს ჩვენი თავი, რათა ნაგავი გაიტანონ!" - გვითხრა ირაკლი აბაშიძის ქუჩის მცხოვრებმა ქალბატონმა მანანა ვაშაკიძემ.
კეთილმოწყობის სამსახურის, დასუფთავების განყოფილების უფროსმა ფრიდონ ბეშკენაძემ ჩვენს სატელეფონო ზარს ასე უპასუხა:
„ჩვენ რამდენიმე თვის წინ დაგვიზიანდა 10-მდე ნაგვის გამტანი მანქანა, თუმცა ახლა შევიძინეთ უახლესი სტანდარტების მქონე რამდენიმე „როტოპრესი". მე ძალიან ვწუხვარ აღნიშნული ფაქტის გამო, უახლოეს დღეებში ზემოთ აღნიშნული კორპუსები ნაგვისაგან გაიწმინდება."
ირაკლი აბაშიძის ქუჩის მცხოვრებლები, ალბათ, სულმოუთქმელად დაელოდებიან ჩვენს გაზეთში მათი პრობლების შესახებ გამოქვეყნებული მასალას და მასზე დასუფთავების სამსახურის რეაგირებასაც...

 


ირაკლი ვაჩიბერაძე
09.01.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: 20
: 20
: 20
: 20
ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
valutis kursebi
19-05-2012
1.6219   -0.0057
2.0582   -0.0087
2.5621   -0.0198
5.1666   -0.0936
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 26 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.