მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
ჭავჭავაძის გამზირზე აჩიჩქნილი ტროტუარი

[ „P.S." („პოსტსკრიპტუმი") ]    რაც მთავარია, კომუნისტების დაგებული ასფალტი ავყაროთ, ქვაფენილს კი როდესმე დავაგებთ!..

რეგიონალური განვითარების სამინისტრომ შარშან 190 000 ლარამდე თანხა გამოყო იმისათვის, რომ ლია ჭავჭავაძის გამზირის მარჯვენა და მარცხენა დასახლების ტროტუარებზე ქვაფენილი მოეგოთ. ჭავჭავაძის მარცხენა დასახლებაში აღნიშნული სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია. თუმცა მარჯვენა მხარეზე ჯერ არც კი დაუწყიათ.

მოსახლეობას გზაზე გამოსვლა და გზის გადაკვეთა შემოვლითი გზებით უწევს, რამდენიმე კვირის წინ მარჯვენა მხარის დასახლებაში ტროტუარის საფარი სპეციალური ტექნიკით აყარეს, რადგან ქვაფენილი დაეგოთ და დაემუშავებინათ. თუმცა იმის შემდეგ იქ არცერთი მუშა არ გამოჩენილა, რამდენიმე ასეული მეტრი სიგრძის ტროტუარზე გავლა კი შეუძლებელია. პრობლემას პრობლემა ემატება - დაზიანებული ტროტუარის გამო ადამიანებს სამანქანო გზაზე უწევთ სიარული, რაც ავტომანქანების მოძრაობას აფერხებს. როგორც მოსახლეობამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რამდენიმე ავტოავარიის შემთხვევაც კი დაფიქსირდა. საზოგადოების თხოვნაა, აღნიშნულ ტროტუარზე, რომლის საფარი სპეციალური ტექნიკით აყარეს, ქვაფილები დროულად დაიგოს.

„უკმაყოფილო ვარ იმით, რომ ჭავჭავაძის გამზირზე აყრილია ტროტუარი. აქ ისედაც რთული იყო სიარული, რადგან ყოველ ფეხის ნაბიჯზე წყალი გუბდებოდა. ახლა კი განსაკუთრებით გართულდა იმის გამო, რომ ქვაფენილისთვის მიწა დაყარეს და აქაურობა ატალახებულია. კარგია, რომ ეს ყველაფერი კეთდება, მაგრამ, თუ ჯერ არ აპირებდნენ ქვაფენილის დაგებას, არც ის ასფალტი აეყარათ რამდენიმე კვირით ადრე. გზის გადაჭრა რომ გვსურს, არ ვიცით, სად გავდივართ, რომ გზაზე მოვხვდეთ. ვთხოვთ აღნიშნულ სამსახურებს, მოგვაქციონ ყურადღება." - უკმაყოფილება გამოხატა ჩვენთან საუბრისას ჭავჭავაძის გამზირზე მცხოვრებმა გიგა სვანაძემ.

„ამ ხალხის გამკვირვებია, თუ არ აკეთებდნენ, რატომ აყარეს ეს ტროტუარები და სილა რატომ დაყარეს? ალბათ, გონიათ, რომ მაიას ტომების წინასწარმეტყველება ახდება და ყველაფერი ქვესკნელში ჩაინთქმევა და ამიტომ ელოდებიან ამ წლის გასვლას და თუ გადავრჩით, მომავალ წელს გააკეთებენ. მანამდე კი, ალბათ მოგვიწევს ხტუნვა-ხტუნვით სამსახურებსა და სასწავლებლებში სიარული. ალბათ, რამდენიმე  წყვილი ფეხსაცმელი უნდა გამოიცვალო ადამიანმა, რომ სადმე დაგპატიჟონ და წახვიდე." - გვითხრა ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებმა ნა გოგიშვილმა.

შეწუხებული მოსახლეობის ჩაწერის შემდეგ კეთილმოწყობის სამსახურში გავეშურე, რათა გამეგო, თუ როდის დასრულდება ჭავჭავაძის გამზირის მარჯვენა დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები.

„მოგეხსენება, ჭავჭავაძის გამზირის ორივე მხარეზე დაგეგმილი იყო ქვაფენილის დაგება, რომელ სამუშაოებშიც შპს „გეგი"-მ გაიმარჯვა. შეამჩნევდით, რომ მარცხენა მხარეზე აღნიშნული სამუშაოები უკვე დასრულებულია, ხოლო მარჯვენა  მხარეზე  ახლა  დაიწყო,  ასევე  ჭავჭავაძეზე  ველობილიკის გაკეთებაც იგეგმება. ასე რომ, ორივე ტროტუარები და  ველობილიკიც იანვრის ბოლოსათვის დასრულდება." - დაგვაიმედა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ლევან ჭანჭალეიშვილმა.

საკითხავი კი ის არის, როგორი იქნება  წვიმასა და თოვლში დაგებული  და მოსწრებული ქვაფენილი. სწორედ იმიტომ, რომ კონკრეტულ თარიღებში ჩაეტიონ, ხომ არ იქნება ის ხელმეორედ გასაკეთებელი თუ არა, შესაკეთებელი მაინც?! ხომ არ ჰგავს ეს იმ პოზიციას, რასაც ჰქვია: „ანგრიეთ და აშენეთ, მუშებო, არ გაგაჩერებთ!"

 

 


ირაკლი ვაჩიბერაძე
09.01.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: We need more iinsgths like this in this thread.
: At last some rationality in our little dbeate.
: 20
: 20
: 20
: 20
ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
valutis kursebi
19-05-2012
1.6219   -0.0057
2.0582   -0.0087
2.5621   -0.0198
5.1666   -0.0936
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 26 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.