 |
 |
 |
 |
 |
|
რას მოგვიტანს `ბახვი ჰესი?~ |
რამდენიმე წელია არსებობს მდინარე ბახვისწყალზე კასაკადური ელექტროსადგურების აშენების პროექტი. შევარდნაძის დროს იგი აკაკი ჩხაიძეს უნდა აეგო, `ვარდების რევოლუციის~შემდეგ_ესტონელებს. ამჟამად მართლა დაიწყო `ბახვი-ჰესის~მშენებლობა. როგორც ამბობენ, აქ ამჟამად თურქული ინვესტიცია ხორციელდება.
Hჰესების მშენებლობას დიდი ეკონომიკური მოგება მოაქვს სახელმწიფოსათვის, მაგრამ ყოველთვის დგას საკითხი, დადებითთან ერთად, თუ რა უაროფითი შედეგი შეიძლება მოიტანოს ბუნებაზე აქტიურმა ზემოქმედებამ. Aამან განაპირობა გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ხალხის მძლავრი საპროტესტო ტალღა და ხუდონჰესის მშენებლობის შეჩერება, თუმცა ხუდონჰესის თემა კვლავ აქტუალური გახდა დღეს.
Bმდინარე ბახვზე ასაგები ელექტოსადგურების თავდაპირველი პროექტი არ ითვალისწინებდა ბუნებაში უხეშ ჩარევას, მაგრამ ახლახან `ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერის~და `ქეიჯი ენერგოს~წარმომადგენლებთან შეხვედრამ დადებით ემოციებთან ერთად ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გააჩინა.
როგორც `ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერის~გენერალურმა დირექტორმა შამილ ბირკაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეხვედრისას საზოგადოებას გააცნო, მდინარე ბახვზე 5 კასკადური ჰესი უნდა აშენდეს, აქედან `ბახვი 3-ის~მშენებლობა უკვე დაიწყო. Mმისი თქმით, მდინარე ბახვისწყალი უაღრესად ეფექტურია ენერგეტიკული თვალსაზრისით და აქ ხუთივე ჰესის აგების შემდეგ ამ ჰესების საერთო სიმძლავრე 57 მეგავატი იქნება, რომელიც შემდეგ 110 კილოვატიანი ხაზით გატანილი იქნება ძირითადად საზღვარგარეთ. Eენერგეტიკის სამინისტროს გაჰყავს ენერგეტიკული ახალი გზა თურქეთში.
Pპროექტის მიხედვით, მდინარეში თევზის შენარჩუნებისათვის გაკეთდება ძვირადღირებული თევზსავალები, რათა მათ ბუნებრივ რეჟიმში ჰქონდეთ მიგრაციის საშუალება.
Pპარალელურად მდინარე ნატანების ხეობაშიც აიგება 20-25 მეგავატის სიმძლავრის ჰესები.
დარბაზში შეკითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც `ბახვი I~ პროექტზე დაიწყეს საუბარი. როგორც პროექტი ითვალისწინებს, 2017 წლამდე უნდა აშენდეს 25 მეგავატი სიმძლავრის `ბახვი I~ჰესი. Bბახმაროს ქვემოთ, ზღვის დონიდან 1125 მეტრ სიმაღლეზე უნდა აიგოს 80 მეტრი სიმაღლის კაშხალი, ხოლო 500 მეტრ სიმაღლეზე დაიდგმება ჰესი. Pპროექტის ავტორების თქმით, ეს იქნება ყველაზე მაღალი დაწნევის ჰესი საქართველოში. როგორც გაზეთ `ალიონის~ შეკითხვის შემდეგ გაირკვა, ხელოვნური ტბის სიგრძე 3 კილომეტრი იქნება, ხოლო ტბის ზედაპირის ფართობი არ დააკონკრეტეს...(?!)
Gგივი ყაზაიშვილი: _ბახმაროს ქვემოთ, სათიკნიაზე მეწყერი ჩამოწვა, ხომ არ შეგიშლით ეს ხელს პროექტის განხორციელებაში?
შამილ ბირკაძე:_ჩვენ თავს ვარიდებთ მეწყერულ ზონას.
Gგიგა ხარაბაძე:_ამ კაშხალის აგებით შეიქმნება დიდი ტბა, ბახმარო უნიკალური კურორტია. რამდენად იმოქმედებს ეს ტბა კლიმატზე. რამდენადაა დასაბუთებული ამ მხრივ ეს პროექტი?
შამილ ბირკაძე;_ჩვენ ორი რეჟიმი გვაქვს_ბუნებრივ კასაკდზეც და ხელოვნურზე. თუ გარემოსდაცვითი პრობლემები შეთანხმდა, იმ შემთხვევაში გაკეთდება რეზერვუარი. თუ შეიქმნა ეკოლოგიური პრობლემები,_მაშინ მეორე პროექტი განხორციელდება.
Gგურამ ბერძენიშვილი:_ბოლო წლებია აქტიურად მიმდინარეობს მდინარე ნატანების ქვედა წელიდან ინერტული მასალის ამოღება. ამით არაერთი ფირმაა დაკავებული. 1,5 მილიონი კუბ.მეტრი ქვაღორღი უკვე ამოიღეს ბათუმთან დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობისათვის და ამდენივეს ამოღებას კიდევ გეგმავენ. ეს ბუნებაზე აქტიური ზემოქმედებაა. ჰესების მშენებლობისათვის სად იგეგმება ინერტული მასალის მიღება?
შამილ ბირკაძემ უპასუხა, რომ ჰესის მშენებლობისათვის საჭირო ინერტული მასალის რაოდენობა არ იქნება იმ რაოდენობის, რომ მან რაიმე ეკოლოგიური ბალანსის დარღვევა გამოიწვიოს...
Aამირან გირკელიძეს გაუჩნდა კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაპირველი შეთანხმებით, პროექტის განხორციელების გარკვეული ნაწილი მოსახლეობაში გაყიდული აქციების ხარჯზე უნდა მომხდარიყო.
Aეს კითხვა უპასუხოდ დარჩა.
როგორც ითქვა, თურმე `ზოტიჰესის~მშენებლობის დაწყებისას, გაკეთდა პროექტი, რომლითაც მდინარე ბახვისწყალი გვირაბით მდინარე გუბაზეულს უნდა შეერთებოდა და ამით მდინარე გუბაზეული `გაეძლიერებიათ.~ ამ შემთხვევაში გონიერებამ იმარჯვა, მაგრამ როდესაც ასეთ პროექტებს საზოგადოება საფუძვლიანად არ იცნობს, ასეთი აბსურდული იდეა კვლავ შეიძლება გაჩნდეს, არასასურველი შედეგი ყოველთვის შეიძლება დადგეს.
09.01.2012 |
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
| : |
I'm not easily impressed but you've done it with that posntig. |
| : |
20 |
| : |
20 |
| : |
20 |
| : |
20 |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | | 28 | 29 | 30 | 31 | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
|
თბილისი
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
+ 26 °C
|
+ 26 °C
|
|
ღამით |
+ 12 °C
|
+ 13 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
|