მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
`საქართველოში ახალი ეპოქა დაიწყო და ქართული ოცნება აუცილებლად ახდება! ~
_`აბსურდული ბრალდებების წამოყენების ნაცვლად, ნაციონალური მოძრაობის მესვეურთ ვურჩევთ, პასუხი გასცენ საზოგადოებაში არსებულ საჭირბოროტო კითხვებს:
- რატომ მიჰყავთ უმძიმესი ავადმყოფები ძველ საავადმყოფოში და არა, პრეზიდენტის მიერ გახსნილ თანამედროვე სტანდარტების მქონე კლინიკაში? რა ღირს ექიმთან კონსულტაცია ახალ კლინიკაში?
- რატომ შეექმნათ იმ მოქალაქეებს სამსახურში პრობლემები, რომლებმაც ვერ შეძლეს პრეზიდენტთან შეხვედრაზე მისვლა?
ასევე, თავისუფალი დემოკრატები აღშფოთებულია ამ პროცესში სკოლის მოსწავლეების ჩართვით და დადგმულ სპექტაკლში თანამონაწილეობით~, _ აღნიშნა პრესკონფერენციაზე გურიის `თავისუფალი დემოკრატების~ პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ზედგინიძემ, ლია კილაძის ბრიფინგის პასუხად. სადაც ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერი აკრიტიკებდა გურიის `თავისუფალი დემოკრატების~ ლიდერის თემურ სალუქვაძის უარყოფით პოზიციას, გურიაში პრეზიდენტის ვიზიტის გამო და ოპოზიციურ პარტიათა დამოკიდებულებებს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან. _`ბატონმა თემურმა გააკრიტიკა მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მოსახლეობის იძულებით მიყვანა და ოზურგეთის ქუჩებში ხელოვნურად შექმნილი აურზაური.~ მისი თქმით, ხელისუფლების გააქტიურება მათ წინააღმდეგ, გამოწვეულია ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატებისა და რესპუბლიკური პარტიის პარტნიორობით და საზოგადოებრივი ორგანიზაცია; "ქართული ოცნების" დაფუძნებით. რის შედეგადაც გაჩნდა ხელისუფლების რეალური ალტერნატივა და მათი ლიდერების დისკრედიტაციისათვის ხელისუფლებამ აქტიურად აამუშავა მედიასაშუალებები. _`მივმართავთ საზოგადოებას: თავად შეაფასოს ის ქმედებები და გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები, თუ როგორ უზნეოდ ებრძვის ნაციოანალური მოძრაობა დიდ ქველმოქმედსა და სამების ამშენებელ ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს, როგორ ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს, 2008 წლის ომის დროს გაეროში საქართველოს ინტერესების დამცველ ბ-ნ ირაკლი ალასანიაზე... არც გურიის რეგიონი აღმოჩნდა გამონაკლისი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი თემურ სალუქვაძე შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებების თავდასხმის ობიექტი გახდა.~
ნათია ზედგინიძემ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ორ ჯგუფად დაჰყო, დაქირავებული ადამიანებით, რომელთაც სურთ, თავისებურად გადაწერონ ჩვენი ქვეყნის ისტორია და მოდელირებულ რეალობაში ამყოფონ საზოგადოება, და მეორე _ გონიერი ნაწილი, რომლებიც რეალურად შეაფასებენ მოვლენებს. _` გამოვთქვამთ იმედს, რომ პოლიტიკური რეალობის სწორად შეფასებისა და ქვეყნის კეთილდღეობიდან გამომდინარე ისინი საკუთარ გონიერებას ეჭვის ქვეშ არ დააყენებენ~. მან ასევე გამოთქვა მზადყოფნა `ჩვენ თავისუფალი დემოკრატები, პარტნიორებთან და საზოგადოებასთან ერთად მზად ვართ ამ პოლიტიკური ბრძოლისათვის... ნაციონალურ მოძრაობას, გვსურს დარწმუნებით ვუთხრათ, რომ საქართველოში ახალი ეპოქა დაიწყო და ქართული ოცნება აუცილებლად ახდება!~


09.01.2012
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: What's it take to become a subimle expounder of prose like yourself?
: 20
: 20
: 20
: 20
ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
valutis kursebi
19-05-2012
1.6219   -0.0057
2.0582   -0.0087
2.5621   -0.0198
5.1666   -0.0936
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 26 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.