მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
სეზონი საქართველოს პირველობით გაიხსნა
ახალი წლის წინა დღეებში ბაკურიანში საქართველოს პირველობის სეზონი სამთო-მოთხილამურეებმა გახსნეს. ტატრაპომაზე თავი მოიყარა აჭარის, სვანეთის, გუდაურის, თბილისის, აბუ-ს და ბაკურიანის მოთხილამურეებმა. შეჯიბრება 1500 მეტრიან დისტანციაზე გიგანტურ სლალომში ორ დღეს მიმდინარეობდა.
სტარტზე სულ 56 მონაწილე დადგა (შეჯიბრების მთავარი მსაჯი დათო ნათაძე).
როგორც პირველ, ასევე მეორე დღეს, უფროსი ასაკის ქალთა შორის საუკეთესო იყო სუსანა გავვა. ასევე სტაბილურად იასპარეზა თაკო ბაქრაძემ, ორივეჯერ მესამე ადგილები დაისაკუთრა. ერთი მეორე ადგილი დაისაკუთრა ნატაშა ბანდურმა. უფროსი ასაკის ვაჟთა შორის ორივეჯერ იასონ აბრამაშვილმა იმარჯვა. პირველ დღეს მეორე ადგილებზე კოტე ვახტანგიშვილი, ხოლო მეორე დღეს ნიკოლოზ კოზანაშვილი გავიდა. ერთი მესამე ადგილი კახა კურტანიძემ დაიკავა.
1997-1998 წლებში დაბადებულთა შორის ორჯერ პირველობა გიორგი კურტანიძეს ხვდა წილად. ვიტალი ფერაძემ მესამე და მეორე საპრიზო ადგილები მოიპოვა.
უმცროსი ასაკის გოგონათა შორის (1999-2000წ.წ.) ყველა დაჯაბნა თამარ ბარბარიანმა, ქეთი მიქაბერიძემ მეორე ადგილი დაიკავა. ამავე ასაკის ვაჟებში ორივეჯერ ლაშა კურტანიძემ გაიმარჯვა, ერთი მეორე და ერთი მესამე ადგილები გიორგი ქურდოღლიანმა დაისაკუთრა, ხოლო ლაშას ბიძაშვილმა გიორგი კურტანიძემ მხოლოდ ერთხელ შეძლო მეორე ადგილზე გამოსვლა.
_ ორდღიანმა შეჯიბრებამ ნათლად დაგვანახვა, რომ ბაკურიანელი მოთხილამურეების შედეგი ბევრად უკეთესია, ისინი შეჯიბრებამდე სწორედ რომ ტატრაპომას ტრასაზე გადიოდნენ ვარჯიშს, რაშიც ხელს უწყობდა ყოფილი ვეტერანი მწვრთნელი ბატონი ოთარ გოცირიძე (სასტუმრო ,,თრიალეთის~ დირექტორი), რომელსაც ბაკურიანელ მწვრთნელებთან ერთად მადლობას უხდის შეჯიბრების მთავარი მსაჯი დათო ნათაძეც, _ განაცხადა ჩვენთან საუბარში საქართველოს ნაკრების უფროსმა მწვრთნელმა ვახტანგ თედიაშვილმა და დასძინა, რომ ბაკურიანელ მოთხილამურეთა წარმატებაში ლომის წილი უძევთ უფროს მწვრთნელს გრიშა ასლანიანს, მწვრთნელებს ლაშა გავვას, დათო ნასყიდაშვილს, იბრაჰიმ ჯანიძეს.
საქართველოს პირველობაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ნაკრების ყველა წევრმა მოიყარა თავი, აქ იყვნენ ავსტრიაში სავარჯიშოდ წასული სპორტსმენები კახა კურტანიძე, ნიკოლოზ კოზანაშვილი, ნოდარ ჩუბკო, სოსო ბაკაევი, სუსანა გავვა, რომლებიც პარალელურად საერთაშორისო შეჯიბრებებში ასპარეზობდნენ.
საქართველოს პირველობის შემდეგი ეტაპის მასპინძელი კვლავ ბაკურიანი იქნება (15-16 იანვარი), მანამდე კი, 15 იანვარს ავსტრიის თეთრი ოლიმპიური ქალაქი ინსბრუკი ბავშვთა (15-16 წლის ასაკის მონაწილეთა შორის) მსოფლიო მცირე ოლიმპიადის მასპინძელი იქნება, სადაც საქართველოს ღირსებას დაიცავენ ბაკურიანელები სუსანა გავვა და ნიკოლოზ კოზანაშვილი, ისინი ვახტანგ თედიაშვილთან ერთად ავსტრიაში გაემგზავრნენ.
წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მოთხილამურეებს.
  
სოფიკო ხეთაგაშვილი
05.01.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: 20
: 20
ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
valutis kursebi
19-05-2012
1.6219   -0.0057
2.0582   -0.0087
2.5621   -0.0198
5.1666   -0.0936
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 26 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.