 |
 |
 |
 |
 |
|
კვლავ... უშრეტი ენერგიით |
ახალდაბის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი სკოლის ხანდაზმულ პედაგოგებს, ალბათ, კარგად ახსოვთ ხორბლისფერი სახის თაფლისფერთვალება ლამაზი გოგო, რომელიც ზედმიწევნით კარგად სწავლობდა ყველა საგანს და წარმატებული და მონდომებული იყო. ის გოგო დედისერთა მედეა გოგოლაძე იყო, რომელმაც 1968 წელს ახალდაბის საშუალო სკოლა, შემდეგ კი გორის პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა ფილოლოგიის განხრით. ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებთან ერთად იტალიური ენის შესწავლის წყურვილიც გაუჩნდა.
ახალდაბის სკოლა-ინტერნატის დირექტორმა თორნიკე სირაძემ იგი ამავე სკოლის პიონერთხელმძღვანელად მიიწვია. აქ მაშინ საინტერესო მUუშაობა მიმდინარეობდა. დიდი ყურადღეEბა ექცეოდა მოსწავლე-ახალგაზრდობის ზნეობრივ აღზრდას.
ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში ქალბატონმა მედიკომ გამოავლინა თავისი ორგანიზატორული ნიჭი და უნარი, მონაწილეობდა სტუდენტთა სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებში. ამის დასტურია მის მიერ მოპოვებული მრავალი სიგელი. შესანიშნავმა თემამ კი _ ,,მხატვრული სახეები~ ,,ვეფხისტყაოსანში~ მთელ სასწავლებელში სახელი გაუთქვა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მას სამუშაოდ იწვევენ თბილისში ლიტერატურის ინსტიტუტში სამეცნიერო კანდიდატის მაძიებლად, სადაც მასზე დიდი გავლენა იქონიეს პროფესორებმა დავით თევზაძEMემ და გიორგი მერკვილაძემ.
ქალბატონ მედიკოს თავისი კარიერა კომუნისტურ საზოგადოებაში მოუწია. ქალაქ ბორჯომში მოსვლის შემდეგ, მან კომკავშირის რაიკომში თითქმის ყველა რანგი გაიარა. იგი დროის შესაფერისად მოქმედი აქტიური ადამიანია, ამიტომ 1976-78 წლებში მოსკოვში ორწელიწადნახევარი ისწავლა და უმაღლესი კომკავშირული სკოლა დაამთავრა. ქალბატონი მედიკო სიამაყით აღნიშნავს მაშინდელი საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანთან ბატონ ჟიული შარტავასთან მუშაობას. მედიკო მაშინ საქართველოს კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტში საორგანიზაციო განყოფილებაში მუშაობდა. როგორც თვითონ თქვა, იმდროინდელ კომუნისტურ საზოგადოებას ბევრი ფორმალური მიდგომა გააჩნდა ცხოვრებისეულ საკითხებზე, რაც შეინიშნებოდა კომკავშირული აღზრდის პრინციპებშიც, ამიტომ ბატონი ჟიული შარტავა ის პიროვნება გახლდათ, რომელიც ამხელდა და აკრიტიკებდა ამ ფორმალურ გზებს და კომუნისტური მუშაობის ჩრდილოვან საკითხებს. ქალბატონ მედიკოს 80-იან წლებში მოუწია ბორჯომში კომკავშირის რაიკომის პირველ მდივნად და პარტიის რაიკომის მესამე მდივნად მუშაობა. ალბათ, მავანთათვის მიუღებელია წარსული იდეოლოგიის გახსენებაზე წერა, მაგრამ წარსული ჩვენი ისტორიაა, ჩვენი ფესვებია და მას ვერსად გავექცევით.
ოცი წელია ქალბატონი მედეა #1 საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის და იმ ბრწყინვალე პედაგოგთა რიგშია, რომელიც სწორედ წარსულის გამოცდილებით ცდილობს ქართველი ახალგაზრდების აღზრდას, მათში სპეტაკი ზნეობის, მრწამსის, მამულის უანგარო სიყვარულის ჩანერგვასა და განმტკიცებას, ამიტომ უთვლიან მადლობას მისი აღზრდილები ყოვლისმჭვრეტ, ყოვლისმცოდნე პედაგოგს.
ჯერ კიდევ სკოლაში მოსვლამდე მუშაობდა თბილისში კულტურის საერთაშორისო ასოციაცია ,,პეგასში~, სადაც კურატორობდა კულტურის იდეებს და იმ პერიოდში მისი თაოსნობით მოეწყო არგენტინელი მხატვრების გამოფენა. ეს პიროვნება ხომ ჩვენი ცხოვრების ყოველ დიდმნიშვნელოვან მოვლენებს ეხმაურება უშრეტი ენერგიითა და ძალისხმევით, იგი ყოველთვის საზრუნავით არის დატვირთული.
,,დრომ დაგვაყენა ახალი გამოწვევების წინაშე. მოდის ახალგაზრდობის ნაკადი სრულიად სხვადასხვა ხედვით, განსაკუთრებული შეფასებებით, ცუფრული, ახალი, უზარმაზარი ინფორმაციით დატვირთული და შენ, დღევანდელი მასწავლებელი _ ხვდები ძველი ტრადიციული იდეებით. მასწავლებელმა დროს ფეხი უნდა აუწყოს, ხომ ხედავთ, რომ ქვეყანაც ახლებური, სხვანაირი ღირებულების მქონეა. დღეს თავისუფალი პიროვნების აღზრდას დიდი ყურადღება ექცევა. ჩვენ ბავშვთან გვაქვს საქმე და უნდა ვეცადოთ, არაფერი შეგვეშალოს მის აღზრდაში, ახალი ადამიანის ფორმირებისა და ჩამოყალიბებისთვის~, _ ასე ფიქრობს მედიკო მასწავლებელი. ზაფხულში სასერთიფიკაციო გამოცდაზე თბილისში ორი გამოცდა _ ლიტერატურასა და პროფესიულ უნარებში ჩააბარა, ბარიერი გადალახა და მასწავლებლობის უფლება მოიპოვა.
_ ,,მისი მოწაფეთაგანი გახლავარ და ვამაყობ ამით. მისმა გაკვეთილებმა შთამინერგა ქართული მწერლობის, ქართული სიტყვის სიყვარული, მან გადამიშალა მწერლობის ოქროს ფურცელი, გამიღვივა და ამინაპერწკლა პატარა გულში ჩამალული ძარღვი ლექსისა, გამაქეზა და დამლოცა. და, ვინ მოთვლის, რამდენი ჩემნაირი მადლიერი ჰყავს ამ შესანიშნავ აღმზრდელს. ახალ ბედნიერ წელს გისურვებთ, სულ ჯანმრთელად და კარგად ბრძანდებოდეთ, მედეა მასწავლებელო~, ამ სიტყვებით შეამკო ქალბატონი მედიკო ყოფილმა მოსწავლემ ნატო მელიქიძემ.
მედიკო გოგოლაძეს შესანიშნავი ოჯახი აქვს, მეუღლე ნიკოლოზ გიუაშვილი და ქალ-ვაჟი მარინა და ლაშა. მარინა გათხოვდა, თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ფაკულტეტი დაამთავრა. ლაშამ კი კავშირგაბმულობის პროფესია აირჩია და დღეს კომპანია ,,გუდვილში~ მუშაობს.
ახალ წელს გილოცავთ, მედეა მასწავლებელო, მუდამ შეგძლებოდეთ სიბრძნის, ცოდნის მოსწავლეთა სულამდე მიტანა, იდღეგრძელეთ და იხარეთ, მრავალჟამიერ...
ირინა კუჭუხიძე
05.01.2012 |
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
| : |
Super eixcted to see more of this kind of stuff online. |
| : |
20 |
| : |
20 |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | | 28 | 29 | 30 | 31 | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
|
თბილისი
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
+ 26 °C
|
+ 26 °C
|
|
ღამით |
+ 12 °C
|
+ 13 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
|