მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
,,ლანჩხუთი აღარც პრეზიდენტს ახსოვს”, აცხადებენ განაწყენებული ლანჩხუთელები
გიორგი ძიმისტარიშვილი, 73 წლის: ალბათ, რეალური დაპირებაა, რომ ააღორძინებს გურიას. ბახმარო და ურეკი კი გაკეთდება, მაგრამ რატომ არ ახსენა ლანჩხუთი? ყველგან რაღაცას აკეთებს, ლანჩხუთიც უნდა ეხსენებია. ჩაის ფაბრიკა გახსნას, რაცხა გააკეთოს, გაჭირვებული ხალხი უნდა დაასაქმოს. აგერ ავტობუსს ველოდებით და დასაჯდომი არ არის.
შურა, 46 წლის: ბახმაროს და ურეკს იმიტომ აკეთებენ, რომ საკურორტო ადგილებია, სხვა არ აინტერესებთ მაგათ. ერთხელ თუ ჩამოვიდა ლანჩხუთში? სულ გაასწორეს ლანჩხუთი მიწასთან, ყველაზე დამცირებული ჩვენი რაიონია. ლანჩხუთში გემშენი იყო, იმხელა ქარხანა, რომ ქალი და კაცი, ყველა დასაქმებული იყო. სუფსას იმხელა შემოსავალი აქვს და ამ სოფელს რა ხმარდება მისი შემოსავლებიდან?
გური ლომაძე, 83 წლის: ვინცხა უნდა მევიდეს, მაქფერი იქნება ყველა. ლანჩხუთი არ უნდა მაგ კაცს, ოზურგეთი და ჩოხატაური უნდა. ლანჩხუთი სირისტიანიაო და არაფერს აკეთებს. საკონსერვო, ან რამე საწარმო გაეკეთებინა კარგი იქნებოდა.
ზეინაბ მდინარაძე, 71 წლის: ყურადღების ცენტრშია ის, რაც თვალში მოჩანს, ზღვა და მთა მოუჩანს ჩვენს პრეზიდენტს თვალში, ახალგაზრდა კაცია და უყვარს აღმა-დაღმა სიარული, ცურვა და სირბილი. ახალგაზრდა ბრძენი ვერ იქნება, სიბრძნეს იძლევა ასაკი და გამოცდილება. ახლა ალბათ იმიტომ გავახსენდით, არჩევნებია მოახლოებული. კანონებს როგორც უნდათ და როცა უნდათ, ყველას დაუკითხავად ღებულობენ, ხალხსაც ხომ უნდა შეეკითხონ? ან საკითხი მემორანდუმზე გაიტანონ, ბოლოს და ბოლოს ჩვენც ჩაგვაგდონ რამედ.
ხომ უნდა მომაქციონ ყურადღება? 22 წლის ბიჭი აფხაზეთის ომში დამეღუპა. სექტემბერში იმიტომ გვიმატებს პენსიას, ოქტომბერში არჩევნები აქვს, რატომ 8 და 10 თვით ადრე არ მოგვიმატა? რაც შეეხება გურიას, ფასადურად კეთდება ყველაფერი. ნაციონალების მუშაობა არის  მოჩვენებითი, თვალის ასახვევად გაკეთებული. ბახმარო და ურეკიც გაკეთდება ასე, გამვლელმა რომ გაიაროს და თქვას, კარგად არის გაკეთებულიო. საყანე ფართობი მაქვს, რომელსაც ვთესავდი, ისე ძვირია საწვავი, სიმინდი, ლობიო, რომ პენსიით ვეღარ ვთესავთ. ამ სიძვირემ ხელ-ფეხი შეგვიკრა. მაღაზიებში, ბაზარში ყელამდე ვართ ვალებში. რატომ ვბრაზობ იცით? განათლებულ ხალხს ყურადღებას არ აქცევს, ჩვენს პენსიებზე ასჯერ მეტი უნდა ჰქონდეს მას ხელფასი?
უშანგი ძიმისტარიშვილი, 75 წლის: მივესალმები, თუკი რამე გაკეთდება. წინააღმდეგი ვინ იქნება? აქამდე ნაკლები ყურადღება გვქონდა. ვუყურე პრეზიდენტის ჩამოსვლას და გამიკვირდა, რატომ ლანჩხუთს არ ახსენებს? ყველგან რაღაცა გააკეთა, აქ ელემენტარულად საავადმყოფოში ვერ მიხვალ. ფორმა ასი მქონდა გასაკეთებელი, იმასთან მივედი, 20 ლარი უნდა, იმასთან 15 და თუ არ გაქ, უნდა წამოხვიდე უკან. მოსახლეობა რომ გაძლიერდეს, ამისთვის არაფერი გაკეთებულა. რამდენი ხანია პრეზიდენტია და არასდროს არ უხსენებია ჩვენი რაიონი. ყველა ლანჩხუთელი ამ საკითხს ალბათ გულისტკივილით უყურებს.  
მირანდა, 45 წლის: ვის ახსოვს ლანჩხუთი, პრეზიდენტს რომ ახსოვდეს? ყველა მისი ჯიბეებისთვის ზრუნავს. ხალხი უნდა დაასაქმონ პირველ რიგში, რა უნდა გახსნან, ჩაი მოგვისპეს, ტუნგო აღარავის უნდა, ციტრუსსაც ვეღარ უვლიან.
ნუნუ სალუქვაძე, 45 წლის: გურიის წელიწადს რატომ ეძახის, ბოლო წელია საპრეზიდენტო არჩევნებამდე და მაგიტომ? გურიიდან ყოველთვის ცოტა ხმა მიაქვს, პიარისთვის ჭირდება ალბათ. ლანჩხუთი რამ დაავიწყა, ტერმინალი აქ აქვს და ამხელა ბაზაა. გასაკეთებელის მეტი რა არის რაღაც ფაბრიკა ან საწარმო უნდა გაიხსნას, არაფერი არ ფუნქციონირებს და რით დასაქმდება ხალხი?

აია კუპატაძე
16.01.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „გურიის მოამბე“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: You've got to be kidding me-it's so tarnsparnetly clear now!
ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
valutis kursebi
19-05-2012
1.6219   -0.0057
2.0582   -0.0087
2.5621   -0.0198
5.1666   -0.0936
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 26 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.