|
ეს იყო ხელისფების ლოგიკური გადაწყვეტილება. გამომდინარე იქედან, რომ
`სოფელს უჭირს~ და შესაბამისად აუცილებელია დახმარება. მაგრამ არის
`მაგრამ~, რომელიც ხელს უშლის ამ ვაუჩერის გამო მადლიერების `ბოლომდე~
გამოხატვას. რადგანაც გლეხმა მშვენივრად იცის ღირებულება მიწის
დამუშავებისა და კარგად უწყის ისიც, რომ გაჭირვებაში `ცოტაც შეიძლება
საკმარისი იყოს.~ ირეალური დახმარება და რეალური ვაუჩერი დღეს უკვე ყველა
ოჯახს დაურიგდა. მავანნი ამ `საჩუქარს~ მომავალ არჩევნებს უკავშირებს, ანუ
წინასაარჩევო მზადების ერთ-ერთ დეტალად მიიჩნევს. ბევრიც კი თვლის, რომ ეს
არც თუ ისე დიდი `მოწყალება~ შეეხიდება გაზაფხულზე და რომ `მეტი ალბათ
ჩვენს მთავრობას არ შეუძლია და რა ქნას~ ბევრიც კიდევ მომავალში მეტის
დახმარების სურვილით იმსჭვალება და სჯერა რომ სოფელს 30 ლარად თუ არა,
ოდესღაც მაინც ეშველება~ უსაშველო ალბათ არც არაფერია. თუკი გლეხი აქამდე
ახერხებდა, მომავალშიც შეძლებს მიწის დამუშავებას.
გასული წელი
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თუ ჰიბრიდული სიმინდით და მასთან
დაკავშირებული პრობლემებით იყო. მიმდინარე წლის ჯერჯერობით მნიშვნელოვანი
მოვლენა სოფლისთვის ვაუჩერია. და სოფლის რწმუნებულების მომატებული
ხელფასები. 2012 წლის 1 იანვრიდან სოფლის რწმუნებულების სახელფასო
ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზარდა და დაახლოებით 750 ლარს შეადგენს. რით
დაეხმარება გლეხობას რწმუნებულის ხელფასი არავინ უწყის. არც ის, რით
დაეხმარება სოფელს მსგავსი ვაუჩერები, თუნდაც გაზრდილი თანხის ოდენობით.
კითხვა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების მაცხოვრებლებთან ერთი იყო: როგორ
გამოიყენებენ 30 ლარს. რა თქმა უნდა, თუ მოახერეხებენ და ჩოხატაურის
`ლიბერთი ბანკის~ ფილიალიდან თავის დროზე, რიგით და რიგიანად აიღებენ
კუთვნილ თანხას. თითქმის ყველას მსგავს სიტუაციაში რა ვითარებაა ბანკში.
ვასიკო
სიხარულიძე სოფელი გოგოლესუბანი: მე მომწონს 30-ლარიანი ვაუჩერი, მაგრამ
კაი იქნებოდა, ორი კომლი რომ ცხოვრობს ერთ ოჯახში, ორივესთვის მიეცათ.
ერეკლე
მუზაშვილი, სოფელი გოგოლესუბანი: ვაუჩერის გამეორება შეიძლება, ვის
ეყოფა ეს? ვარიანტი არ არსებობს, ეყოს, ან რომელი სასუქი უნდა იყიდო?
სოფელში ყველა უკმაყოფილოა, იყიდი 12 ლიტრ `სალიარკას~ და 1000 მეტრს არ
ყოფნის. 3000 თუ მაქვს, რა ვქნა? ან კი საყოფს ვინ მოგცემს რამეს?
მ. ტრაპაიძე სოფელი ერკეთი: საკმარისია? არა, მარა სულ არაობას ხომ ჯობია? 30 ლარი არც 1000 მეტრს მიწას ყოფნის.
ინკოგნიტო,
დაბა ჩოხატაური: ჩემი თქმით არ გამოსწორდება არაფერი, შეაყარე კედელს
ცერცვი, რად მინდა ვაუჩერი, აგერ გვართმევენ პირში სულს. რასაც ვმუშაობ,
მაღაზიაში მაგენს მიაქვს. ამ ქვეყანას ჩემი ლაპარაკი კი არა, ბოლო
გამოშვება ტრაქტორი არ გაასწორებს, ტრაქტორს აამუშავებს მაგ ფულით ნაყიდი
სალიარკა, მარა გაგრძელებას ვერ გეტყვით. ადგილზე ნაბიჯით იარს.
ნ.
ნინიძე, სოფელი ხიდისთავი: ნორმალური ადამიანი ვერ იტყვის, რომ 30 ლარი
ყოფნის, რას ყოფნის? აგია, რომ ხალხი ხარბია, თორემ მაგიც არ უნდა ეიღოს.
ზინა
სიხარულიძე, დაბა ჩოხატაური: რაცხას ყოფნის, ნაჩუქარია, მარა მაინც არ
მიმიღია, არ ვყოფილვარ სიაში, 2000 მეტრი მიწა მაქ აქანე, ჩოხატაურში, მარა
ჯერ არ მოუციათ არც ერთი ვაუჩერი. ან რომ არ მეყოს თუკი მომცენ –
დამიმატებენ? `სალიარკას ჩაასხამ~, გაჩერდება ამუშავებული ტრაქტორი და
შოფერი გეტყვის, რომ მეიტანე მეორე `კანისტრაო~, მეორეს კი ფული უნდა, რაც
სოფელს საერთოდ არ აქვს.
1000 მ მიწის ნაკვეთის დამუშავებას საშუალოდ
10 ლიტრი საწვავი და 10 ლარი სჭირდება. ასე გვითხრეს გლეხებმა, რომლებიც
წლებია მიწასთან მუშაობენ და საუბარში აღნიშნავენ, რომ `ცოტა მეტი რომ
მეცათ, განსჯის საგანი იქნებოდა, ასეთი თანხა კი სალაპარაკოდაც არ ღირს. ~
ინგა გოგიბერიძე
16.01.2012 |