მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
საკრებულოს სხდომამ რეპლიკების ფონზე ჩაიარა
სხდომის განმავლობაში გამუდმებით აპროტესტებდა მიღებულ  ცვლილებებს ოპოზიციის წარმომადგენელი, დავუთ წულაძე და რეპლიკებსაც არ იშურებდა. პირველი საკითხი შესყიდვების გეგმაში ცვლილებას შეეხებოდა. როგორც ითქვა, კანონით შესაძლებელია შესყიდვა ტენდერის დასრულებამდე, ვადაზე ადრე, როცა გადაუდებელი აუცილებლობაა. დაგვა-დასუფთავება, (21941 ლარი) ინტერნეტის (725 ლარი) და სატელეფონო (500 ლარი) მომსახურების შესყიდვა ვადაზე ადრე მოხდა, რამაც დებულებაში ცვლილება გამოიწვია.  
,,ეს არ არის პროგნოზირებადი და დამტკიცებული ბიუჯეტი”, აღნიშნა წულაძემ.
სოციალურ პროგრამებში შევიდა ცვლილება, რომლითაც სტიქიური უბედურების დროს დაზარალებულ ოჯახების დახმარებაა შესაძლებელი. პროგრამისთვის გამოყოფილია 52 ათასი ლარი, რაც ითვალისწინებს დაზარალებულების ერთჯერად დახმარებას და დროებით საცხოვრებელი ფართის ქირაობას, ასევე შპს ,,რეფერალური” სამსახურის ეკიპაჟისთვის ბინის ქირის ხარჯებს. წულაძემ, ესეც გააპროტესტა, აქამდე არ იცოდით ამ პროგრამის არსებობაო?  როგორც გამგებელმა განმარტა, ჩამოსული იყო რეფერალური სამსახური, მიმდინარეობდა მოლაპარაკება, ლანჩხუთის საავადმყოფოს ეყოლება საკუთარი რეანომობილი, რომელიც 30 ათას ლარიანი აპარატურით და მომსახურე პერსონალით აღიჭურვება. ლანჩხუთი ცენტრალურ მაგისტრალზე მდებარეობს და ხშირია კატასტროფული სიტუაციები, დაზარალებულებს აღარ მოუწევთ ლოდინი, სანამ რეანომობილი სხვა ქალაქიდან ჩამოაღწევს. შედგებოდა თუ არა შეთანხმება, არ იყო ცნობილი, სწორედ ამიტომ არ ვიცოდით ამ პროგრამის ხარჯებიო. ,,განმარტება მანამდე რომ გაგეკეთებინათ, ამდენ კითხვას აღარ დავსვამდიო”, _ აღნიშნა წულაძემ.
შემდეგი 14 საკითხი, რომლებშიც იდენტური ცვლილებები შევიდა და ძირითადად აიპ-ებს ეხებოდა, ცალ-ცალკე არ განუხილავთ. ,,თუ ერთნაირი იყო, ერთ საკითხად ჩაგესვათ, კაი ლექსივით კი გამოგივიდათ. სად გეჩქარებათ, ხალხო, მე არ მეჩქარება არსად”, _ არ ცხრებოდა დავით წულაძე.
როგორც მომხსენებელმა, შოთა ჩაგუნავამ აღნიშნა, სოფელ ჯუნეწერის ქუჩების სახელდება და დანომვრაც დასრულდა, პროექტი მზადაა და საკრებულომ უნდა იმსჯელოს.
ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ. ყოველი წლის 1 მარტს დადგენილი უნდა იყოს ფასი.
როგორც სესიაზე ითქვა, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მთავრობის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტებს დამატებით გამოეყოთ თანხა, რომელსაც გუბერნატორები გაუწევენ კოორდინირებას. ლანჩხუთს დამატებით 20 ათასი ლარი გამოეყო. იგეგმება ახალი სამსახურის შექმნა, რომელსაც კოორდინირებას გიორგი ჭყონია გაუწევს.
სხვადასხვა საკითხებში ,,ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერმა მარიკა თურნავამ ლანჩხუთის საავადმყოფოსთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა: ,,სანამდე შეიძლება ,,ადითმა” უხელმძღვანლოს საავადმყოფოს? იმის მაგივრად, რომ წინ წავიდეთ, არაფერი კეთდება, მედპერსონალიც შეამცირეს”. როგორც გამგებელმა აღნიშნა, თვის ბოლოს გაირკვევა კომპანიის ბედი, რომელმაც ანალოგიური პირობები შეუქმნა ჩოხატაურის საავადმყოფოსაც. ან გამოასწორებს პირობებს, ან სხვა სადაზღვევო კომპანია ჩაანაცვლებს მას, რომელი ორიენტირებული იქნება იგივე პერსონალზე და არ მოხდება შემცირება, სავარაუდოდ ალფა შემოვა. როგორც დარბაზში ითქვა, პრობლემა ექმენათ, როცა სხვა კომპანიის დაზღვევა აქვს პაციენტს. მაგრამ, როგორც განმარტეს, სადაზღვევო, რომელიც შემოვა, მისი ინტერესი იქნება ასევე სხვა კომპანიის ზღვეულის მომსახურებაც.
დასასრულს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გია გოგუაძემ განაცხადა, რომ 2012 წელი იქნება გურიის აღმშენებლობის წელი. ბევრი რამ გაკეთდება:  ნიგოითში სოფლის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა დაიწყო, ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო ჩამოსული, იგეგმება სტადიონის რეკონსტრუქცია, ასევე რკინიგზის დეპარტამენტი მოახდენს სადგურის და შემოგარენის რეკონსტრუქციას. შენდება წყლის კომპანიის ახალი გამჭვირვალე ნაგებობა, რომელიც ახალი ტექნიკით აღიჭურვება, ქალაქის 17 ქუჩაზე კი დაიწყება სასმელი წყლის რეაბილიტაცია.

მაია კუპატაძე
16.01.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „გურიის მოამბე“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: A palsenigly rational answer. Good to hear from you.
: It's much eaesir to understand when you put it that way!
ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
valutis kursebi
19-05-2012
1.6219   -0.0057
2.0582   -0.0087
2.5621   -0.0198
5.1666   -0.0936
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 26 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.