მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
ოზურგეთში ამჯერად ჭანიშვილების ოჯახი დააყაჩაღეს ბეჭდვა ელფოსტა
ოზურგეთში, ლენინგრადის ქუჩის მეორე შესახვევში მცხოვრებ მერაბი ჭანიშვილების ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა, გასული კვირის ხუთშაბათს დილის 6 საათზე მოხდა. მათ თავს ორი შეიარაღებული პირი დაეასხა, რომლებმაც ოჯახიდან დიდძალი ფული და ოქროულობა გაიტაცეს. როგორც დაზარალებული რუსიკო სიმონიშვილი ამბობს, ისინი უკვე რამდენიმე წელია რუსეთში ცხოვრობენ, ოზურგეთში კი ავადმყოფი დედის სანახავად ჩამოვიდნენ.   
რუსიკო სიმონიშვილი, დაზარალებული: `25 დეკემბერს ჩამოვედით ოზურგეთში, ჩემი დედამთილი ცუდად იყო, სახლში რაღაც რემონტიც წამოვიწყეთ, ჩვენი ჩამოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ დედა გარდაიცვალა და დაკრძალვისთვის ვემზადებოდით,  გარდაცვლილი  ჩემს სახლიდან მეხუთე ოჯახში ცხოვრობს, მე და ჩემი მეუღლე მთელი დღის განმავლობაში იქ ვიყავით და სახლში გვიან ღამით დავბრუნდით. უცებ დაგვეძინა, დაღლილები ვიყავით, ძაღლის ყეფამ გაგვაღვიძა, რომ ავდექით, ორი ნიღბიანი და შეიაღაღებული პირი დავინახეთ, რომლებიც სახლში უკანა კარებიდან შემოვიდნენ, მივხვდით, რაშიც იყო საქმე, ერთმა ჩემს მეუღლეს სტაცა ხელი, მეორემ კი მე წამავლო, გვეუბნებოდნენ არაფერი არ თქვათო, მე ვუთხარი, რაც გინდათ ის წაიღეთ-მეთქი, წაიღეს თანხა, რომელიც დაკრძალვისათვის გვქონდა განკუთვნილი და ოქროულობა. თანხის რაოდენობას ვერ დავასახელებ, თუმცა გეტყვით, რომ ის ოზურგეთის პირობაზე დიდი თანხა იყო, ეგონათ, რომ უფრო მეტი გვქონდა. მოვითხოვთ საქმის გამოძიებას~.
მეზობლების საუბრიდანაც ირკვევა, რომ მძარცველებმა დიდძალი თანხა და ოქროულობა წაიღეს:
რეზო კაპანაძე, მეზობელი: `მერაბი და მისი მეუღლე დროებით რუსეთში ცხოვრობენ, ახალი წლის დღეებთან დაკავშირებით ჩამოსული იყვნენ და რემონტს აკეთებდნენ სახლში, როგორც ჩანს, იფიქრა ვინმემ ფული აქვს ჩამოტანილიო და დილის 6 საათზე იარაღით დაადგნენ თავზე, ფულს ითხოვდნენ ძირითადად, ოჯახის კაცს იარაღის კონდახი ჩაარტყეს თავში და ქალს გაუპატიურებას უპირებდნენ, რომ შეიქნა კივილი, მერე ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია, ცოტა ხანში მოვიდნენ, თუმცა მძარცველებმა გაქცევა მოახერხეს, დაწყებულია გამოძიება და ვნახოთ რა მოხდება. ყაჩაღები ორი იყო, ერთი დაბალი და მეორე მაღალიო. პისტოლეტით შეიარაღებული, ერთი მასრა გადატენვაზე დავარდნიათ ოთახში, რომელიც ახლა პოლიციაშია~.  
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიებას გურიის პოლიციის მთავარი სამმართველო აწარმოებს

გურიის მოამბე
16.01.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „გურიის მოამბე“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
valutis kursebi
19-05-2012
1.6219   -0.0057
2.0582   -0.0087
2.5621   -0.0198
5.1666   -0.0936
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 26 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.