|
`მოკლედ, ახლა ურეკიდან მოვდივართ, დაპროექტება უკვე სრულდება და მალე
დავიწყებთ ამ პროექტის რეალიზაციას, ვაკეთებთ 1,8 კილომეტრი სიგრძის
ბულვარს. იცით, რომ კეთდება წყალი და კანალიზაცია, ეგაც ჩასმულია ედბ-ში
(აზიის განვითარების ფონდი). ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია
ქალაქ ოზურგეთის ცენტრის თავიდან ბოლომდე რეაბილიტაცია. ამის პროექტიც
კეთდება. დავიწყებთ, რკინიგზის სადგურიდან, მოხდება მისი მთლიანი
რეაბილიტაცია, გამოვყვებით ჭავჭავაძის გამზირს, ამ უძველესი,
არქიტექტურულად საინტერესო ოთხსართულიანი სახლის ჩათვლით, ვაპირებთ ქალაქის
ცენტრალური მოედნის მთლიან რეაბილიტაციას, გადავაკეთებთ მოედნის მიმდებარე
ტეროტორიებსაც. ლანჩხუთის სტადიონის რეაბილიტაციას ვიწყებთ. მიგვაჩნია,
რომ სტადიონი ლანჩხუთს უნდა ჰქონდეს, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია არსებული
სტადიონი, ალბათ, ერთ-ერთი ნაწილის დემონტაჟს მოვახდენთ, ხვალიდან უკვე
ჩამოვლენ სპეციალისტები და დაიწყებენ ტრიბუნების მედეგობის შესწავლას, მერე
მოვყვებით ოზურგეთის სტადიონსაც. რაც შეეხება ბახმაროს, ბახმაროში უკვე
მოქმედებაზე გადავდივართ.
ეს არქიტექტორთა ჯგუფია, რომელმაც გააკეთა
კახეთში ყვარლის ტბა, თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირი და სხვა. სწორედ
ამ გამოცდილმა ადამიანებმა დააპროექტეს, ჩემი აზრით, გურიის
აღორძინებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი ობიექტები~. _ ინფორმაციის
მოწოდებასთან ერთად, მის გვერდით მდგომი არქიტექტორები გაგვაცნო ბატონმა
რამაზ ნიკოლაიშვილმა.
არქიტექტორთა ჯგუფს თბილისის განვითარების ფონდის
მთავარი არქიტექტორი და `ქალაქპროექტის~ დირექტორი მანუჩარ მახათაძე
ხელმძღვანელობს:
`ფაქტობრივად მოვრჩით ბახმაროს, დავდეთ კურორტის
განვითარების კონცეფცია და ცენტრის რეაბილიტაციის პროექტი, ახლა ვიწყებთ
ოზურგეთს, ამ მოედნის კეთილმოწყობის პროექტი მუშავდება, ასევე მოწესრიგდება
რკინიგზის სადგურის ფასადი, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ყველა შენობა,
სკვერი, ისევე, როგორც თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირზე. ეს გამზირი
ოზურგეთისთვის პატარა `შარდენი~ იქნება.
მოხდება არსებული დასასვენებელი
სახლის გადაკეთება, შევისწავლეთ მისი კონსტრუქციული მდგრადობა,
გადამაგრდება, მიეცემა იერსახე, მის წინ მოეწყობა კინოთეატრი, კაფე,
პირველადი დახმარების სამედიცინო ცენტრი, აფთიაქი, სუპერმარკეტი.
დაგეგმილია რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ხის კოტეჯის მოწყობა, რომლის
პროექტირება უკვე დამთავრებულია და შესაძლებელია ახლო მომავალში დავუკვეთოთ
დამამზადებელ კომპანიებს. ურეკში ეწყობა 1,8 კილომეტრი სიგრძისა და 6
მეტრი სიგანის ბულვარი, პრომენადე, უკვე შევთანხმდით რა ტიპისა იქნება და
დავიწყეთ პროექტირება
ლანჩხუთში თავიდან ბოლომდე მოხდება სტადიონის
რეაბილიტაცია, თვითონ ტრიბუნები უკიდურესად ავარიულ მდგომარეობაშია, რაღაც
ნაწილი უნდა ჩაიხსნას, გადამაგრდეს და შესაბამისად სულ ახალი
ინფრასტრუქტურა მოეწყოს. ყოველივე ამის პროექტირებას `ქალაქპროექტი~
მოახდენს~. _ გვითხრა მანუჩარ მახათაძემ.
გურიის მოამბე
16.01.2012 |