მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
გვეამაყება სასიკეთო საქმეების კეთება
როგორც იქნა, შარშან, წლის ბოლოს, ბორჯომსა და ბაკურიანში დამთავრდა ,,საუკუნის მშენებლობად~ წოდებული წყალსადენ-კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოსახლეობამ შვებით ამოისუნთქა და ახლა ნამდვილად ხარბად დაეწაფა ანკარა და კამკამა წყალს. თუ ეს პროცესი ბაკურიანში შედარებით სრულყოფილად დასრულდა, ბორჯომში გაზაფხულამდე დამთავრდება გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა და საბოლოოდ დასრულდება ბორჯომელთა ტანჯვა-წამება, _ 24 საათიანი წყალი ახლაც კი გვაქვს, მაგრამ გამწმენდის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება.
მართალია, ბორჯომელებმა სუფთა წყალი მიიღეს, მაგრამ ინდივიდუალური მრიცხველები ყველა ოჯახს ჯერ კიდევ ვერ დაუმონტაჟეს, ასე რომ, ახალ წყალსადენთან დაკავშირებული პრობლემები ბოლომდე გადაწყვეტილი მაინც არაა.
სწორედ მოსახლეობის გამრიცხველიანებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სასაუბროდ მოვიწვიეთ შპს ,,ლიკანი-2000~-ის დირექტორი ბატონი გენადი ტყემალაძე, პიროვნება, რომელმაც განახორციელა ბორჯომში ძველი ქსელის ახალ ქსელებზე გადართვის სამუშაოები და ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟება.

დოსიე: გენადი ტყემალაძე პროფესიონალი ინჟინერ-მშენებელია. 1973 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სხვადასხვა წლებში მუშაობდა გორის #9 სამშენებლო ტრესტში მთავარ ინჟინრად, რვა წელი რუსეთში სამშენებლო სამმართველოს ედგა სათავეში. მშენებლობებზე მუშაობის 38 წლის სტაჟი აქვს. მისი ხელმძღვანელობით არაერთი ობიექტი ჩადგა მწყობრში. მათ შორის ქვაბისხევის, ყვიბისის, რველის, ახალდაბის, დვირის წყალსადენები, დვირის სპორტული მოედანი, საყრდენი კედლების მოპირკეთება, ღამის განათების სამუშაოები რაიონის დაბა-სოფლებში, გადაიხურა მაღალსართულიანი სახლები და სხვა.
ბატონო გენადი, როდის დაიწყო ქალაქში ახალი წყალსადენის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
_ შარშან ტენდერში, გამარჯვების შემდეგ, 6 ივნისიდან დაიწყეთ და ოქტომბრის დასაწყისში დავამთავრეთ. სულ ქალაქში დამონტაჟდა 2433 ინდივიდუალური მრიცხველი, ამასთან, 100-მდე მაღალსართულიანი სახლების ძველი ქსელი ახალ ქსელებში გადაირთო. გარდა ამისა, დამატებით გამოცხადებულ ტენდერში კვლავ გავიმარჯვეთ და დამატებით 350 ინდივიდუალური მრიცხველი დავამონტაჟეთ.
რამდენი ადამიანი იყო დასაქმებული ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოებში?
_ სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა რაოდენობის მუშახელი იყო საჭირო, სულ დასაქმებული იყო 48 ადგილობრივი მუშახელი. მინდა გულწრფელად აღვნიშნო მალხაზ ჯაფიაშვილის, ილია ბლიაძის და თემურ კევლიშვილის ბრიგადების დაკისრებული მოვალეობისადმი მაღალორგანიზებული და კეთილსინდისიერი მუშაობის შესახებ, რომლებმაც მეტად შემჭიდროებულ ვადებში შეძლეს დიდი მოცულობის სამუშაოების შესრულება.
ხომ არ დარჩა ოჯახი ან უბანი, რომელიც ახალი წყალსადენით ვერ ისარგებლებს?
_ პრაქტიკულად ქალაქის მოსახლეობის 98 პროცენტი ახალი წყალსადენით სარგებლობს, თუმცა რამდენიმე ოჯახი მაინც დარჩა ახალი წყალსადენის გარეშე, ეს ის უბნები და ოჯახებია, სადაც ფირმა ,,ფერმამ~ ვერ უზრუნველყო ახალი ქსელის მიყვანა, რთული რელიეფური პირობების გამო. ასე მაგალითად, ნიკოლაძის ქუჩაზე, დაახლოებით 20 ოჯახია დარჩენილი, თუმცა ეს ოჯახები სასმელი წყლის დეფიციტს ნამდვილად არ განიცდიან. ისინი ძველი ქსელით სარგებლობენ.
ბატონო გენადი, როგორც ცნობილია, მრავალსართულიანი სახლების მცხოვრებლები ახალ წყალს შეუფერხებლად იღებენ, მაგრამ არ გადაწყვეტილა აქ მცხოვრებთა ინდივიდუალური გამრიცხველიანება, როგორ გადაწყდება ეს პრობლემა?
_ ამ სახლებისთვის გამოცხადდა ტენდერი, მაგრამ მასში არავინ მიიღო მონაწილეობა, რადგან ამ სახლებში ინდივიდუალური გამრიცხველიანების სატენდერო პირობები მეტად რთული შესასრულებელია. ვადებიც შეზღუდული იყო, კონკრეტულად გადაწყვეტილი არ იყო ინდივიდუალური მრიცხველების კვანძების სქემა და ყველაფერი დამოკიდებული იყო შემსრულებელზე.
დასამონტაჟებელია დაახლოებით 2500 მრიცხველი, მეტად დიდ სირთულეს წარმოადგენს მრავალსართულიან ბინებში წყალსადენის მილების შეყვანის პროცესი, ბევრი ბინა დაკეტილია, ამასთან, მეტად რთული გადასაწყვეტია, სად დადგეს მრიცხველი და სხვა.
ამჟამად, ე.წ. კომუნალურ ბინებში, ახალ წყალს ყველა ოჯახი იღებს, გადასახადს კი სულადობის მიხედვით იხდიან, ახალ წყალსადენს დავუმონტაჟეთ ფილტრი და უკუსარქველი.
რა პრობლემებს წააწყდით ქსელების გადართვის და მრიცხვეების დამონტაჟების დროს?
_ სერიოზული ხარვეზები იყო თვით წყალსადენის პროექტში, დაზუსტებული არ იყო ინდივიდუალურ მომხმარებელთა რაოდენობა, ამიტომაც იყო, რომ ჭების რაოდენობა არ ემთხვეოდა ოჯახების რაოდენობას. ამიტომ ზოგიერთ ჭაში გვიწევდა 2-4 მრიცხველის, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში, 5-6 მრიცხველის დამონტაჟება.
სერიოზული პრობლემა აღმოჩნდა მოაგარაკეთა ბინებთან დაკავშირებით და სხვა.
ჩვენი ძალებით გავამრიცხველიანეთ ქალაქის სკოლები, საბავშვო ბაღები, მუსიკალური სკოლა და სხვადასხვა დაწესებულებები.
მინდა აღვნიშნო, რომ თუ სადმე დაზიანება ან ხარვეზი გამოვლინდა, ისიც ჩვენი ძალებით აღვადგინეთ.
ასე რომ, ერთობ დაძაბული, საპასუხისმგებლო, ამასთან, მეტად საპატიო მოვალეობა შევასრულეთ და ნამდვილად გვეამაყება, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს შესანიშნავი წინა საახალწლო საჩუქარი ვუსახსოვრეთ. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. 

ვალერიან ლომიძე
20.01.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: I was drawn by the honetsy of what you write
: Dude, right on there brtoehr.
ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
valutis kursebi
19-05-2012
1.6219   -0.0057
2.0582   -0.0087
2.5621   -0.0198
5.1666   -0.0936
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 26 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.