 |
 |
 |
 |
 |
|
პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი |
გურიის “თავისუფალი დემოკრატები” კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველა დღესასწაულს, და გისურვებთ მშვიდობიან, ბედნიერ და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას.
გვინდა, საზოგადოების ყურადღება შევაჩეროთ ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე, რაც გურიის აღორძინების ფონდის შექმნის ინიციატივას შეეხება. ადგილობრივი ნაციონალური მოძრაობის მცდელობა, ჩვენ ცილიდაგვწამონ იმაში, თუ როგორ არ გვიხარია რაიმე ახალის შექმნა, აშენება გურიაში, ამის საპასუხოდ ვაცხადებთ:
ჩვენ, ,,თავისუფალი დემოკრატები”, ყოველთვის მივესალმებოდით და მომავალშიც მივესალმებით, ყველა სასიკეთო წამოწყებას რეგიონში და არა ფასადურს, პიარისთვის გამიზნულ აქციას.
ჩვენ დადებითად შევაფასეთ ახალი კლინიკის გახსნა ოზურგეთში და მოვუწოდეთ ხელმძღვანელობას, რომ კლინიკის მომსახურება მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო, არ გამოეწვია სამედიცინო პერსონალისათვის სამუშაო ადგილების დაკარგვა.
“თავისუფალი დემოკრატები”, ისევე როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, გამოვთქვამთ ეჭვს (რისი საფუძველიც გაგვაჩნია) გურიის აღორძინების ფონდის შექმნის მიზნობრიობასთან დაკავშირებით. ჩვენი ვარაუდით, ეს არის ნაციონალური მოძრაობის მორიგი პოლიტიკური ფანდი, რომელიც მოემსახურება არსებული ხელისუფლების პიარ აქციებს, ფინანსების გათეთრებას წინასაარჩევნოდ და გამოყენებული იქნება მოსახლეობის კიდევ ერთხელ შეცდომაში შეყვანის მიზნით.
შევახსენებთ საზოგადოებას, თანხები, რომლებიც ხმარდება მშენებლობებს, ინფრასტრუქტურის მოწყობას და ა.შ. არ განეკუთვნება პრეზიდენტს, მითუმეტეს არც ნაციონალურ მოძრაობას, ეს სახსრები ქართველი ხალხისაა ან კერძო ბიზნესის ფულია. ხშირ შემთხვევაში, არის სახელმწიფოს მიერ აღებული დიდი კრედიტები. ხელისუფლების დამსახურებით კი, ეს თანხები მომავალმა თაობებმა უნდა გადაიხადონ.
ყველასათვის ცალსახად ნათელია, რომ არსებული ხელისუფლების მხრიდან რაიმეს გაკეთების სურვილის გაჩენა, ეს ჩვენი, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის დამსახურებაა. ალტერნატიული ძალის გამოჩენის შიშით დამფრთხალი ხელისუფლების ნაბიჯებია. ჩვენ კი ხელისუფლებაში მოსვლით თითოეულ მოქალაქის თანამონაწილეობით , ურთიერთპატივისცემითა და სიყვარულით დავიწყებთ ქვეყნის აღმშენებლობას. ყველა ადამიანი უნდა გახდეს თანამონაწილე იმ სასიკეთო საქმეებისა, რომლის განხორციელებასაც ჩვენი პოლიტიკური ძალა ჰპირდება მოსახლეობას. განსაკუთრებით მინდა ყურადღება გავამახვილო და ვთქვა, რომ ის ადამიანები , რომლებიც დღესაც მუშაობენ სხვდასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში, გამოირჩევიან თავიანთი პატიოსნებითა და პროფესიონალიზმით, აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.
რეგიონების კეთილდღეობაზე ზრუნვა ეს ხელისუფლების ვალდებულებაა და ამაში განსაკუთრებულს არაფერს არ უნდა ვხედავდეთ. სამწუხარო ის გახლავთ, რომ ეს ვალდებულებები და მოვალეობები პრეზიდენტსა და მმართველ ძალას ახსენდება მხოლოდ წინა საარჩევნოდ ან დაბალი რეიტინგის შემთხვევაში, ეს კი ყველასათვის თვალსაჩინო და ნათელია.
რეალობა სხვა გახლავთ, ჰკითხეთ ნებისმიერ გურულს, წინა არჩევნების შემდეგ გრძნობს თუ არა თავს უკეთესად სოციალურად, მატერიალურად? ხელისუფლებაში ყოფნის მხოლოდ მე-9 წელს გაახსენდათ გურია და გურულობა. გვინდა ყველას შევახსენოთ, რომ გურულებად არ ხდებიან, გურულებად იბადებიან!
ჩვენ, პრინციპულად ვითხოვთ: გურიის აღორძინების ფონდთან შეიქმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება ოპოზიციურ ძალთა მიერ წარდგენილი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით და საზოგადოების მხრიდან ნდობით აღჭურვილი პირებით, რათა გამჭვირვალე და ნათელი გახდეს მოსახლეობისათვის, თუ რა მიზნით, როგორ და რისთვის გაიხარჯება ხალხის კუთვნილი თანხები.
ჩვენ, ,,თავისუფალი დემოკრატები” სხვა შემთხვევაში ჩავთვლით, რომ ჩვენი ეჭვები მართლდება და საქმე გვაქვს მორიგ ფარსთან.
20.01.2012 |
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
| : |
A pleasingly ratinaol answer. Good to hear from you. |
| : |
That's the best answer by far! Thanks for cotnirbuting. |
| : |
I'm not easily imrpsesed. . . but that's impressing me! :) |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
|
თბილისი
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
+ 26 °C
|
+ 26 °C
|
|
ღამით |
+ 12 °C
|
+ 13 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
|