 |
 |
 |
 |
 |
|
`კალანდობა~ გურიაში |
გურიაში დღემდე შემორჩა ძველით ახალი წლის `კალანდობის~აღნიშვნა.
გურულები უფრთხილდებიან ამ ლამაზ ტრადიციას და ცდილობენ მომავალ თაობებს გადასცენ იგი.
ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში, შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ამ დღეს იმპროვიზირებული `კალანდობა~გაიმართა, რომლის მონაწილენი, ოზურგეთის საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ.
`მაინძელო!~_გაისმა ეზოს ჭიშკართან და `მობრძანდის~Dძახილით დაიძრა ვრცელი ეზოს სიღრმიდან წინსაფრიანი ქალბატონი, რომელსაც თავშალი ეხურა თავს. Mმას გრძელკაბიანი , ჭრელთავსაფრიანი გოგონები მოსდევდნენ.
Oოჯახის დიასახლისმა_`თქვენი ფეხი კეთილი იყოს ამ ოჯახში~-მიმართა სტუმრებს და თითო თაფლის სანთელი გადასცა.
`სტუმრებს~ ანსამბლ `იადონის~წევრები, ტრიო `შალვა ჩემოს~ხელძღვანელი ტრისტან სიხარულიძე შემოყვნენ `მასპინძელსა მხიარულსა~შესრულებით.
თავდაპირველად ნალია მოინახულეს.
N ფუჩეჩით ჩამოკიდებული სიმინდის ტაროებით, ღომის თავთავით, ხაპერებით, ყვითელი ზაფრანის, წითელი, მწარე წიწაკის აცმულებით, ნივრის გალებით, ჩირის აცმულებით `შეემკოთ~ ნალია_ბეღელი. Aიქვე, ხის კალათაში ჩაწყობილი ხეჭეჭური მსხალი (უძველესი მსხალის ჯიშია გურიაში), `დემირა~ვაშლი, მანდარინი იწონებდა თავს.
_აბა ჩემო ნინო (ოჯახის დიასახლისი)დატრიალდი შენებურად_სტუმრების შეხმიანების შემდეგ მიმართა ჩიჩილაკის მთლელმა ბაბუამ.
რას საქმიანობ ბაბუ?_ეკითხებიან სტუმრები. ბაბუა ჩიჩილაკის ისტორიას უხსნის.
_ეს ჩიჩილაკი თხილის ჯოხისგან ითლება. Aასე იქცეოდნენ ჩვენი წინაპრები გურიაში და ჩვენც უნდა მივყვეთ ტრადიციებს.
ჩემო შვილებო, `კალანდობის~ მზის სხივები ჩიჩილაკის ბურბუშელაა. სიმბოლურად წმინდა ბასილის წვერებადაა მიჩნეული. თავად ჩიჩილაკი მზეა.
ჩიჩილაკს ჯვრით ამკობდნენ, ხოლო სუროს ძირში უფენდნენ.გურულებმა იცოდნენ, რომ სურო ოლიმპოს ერთმა ღმერთმა დიონისეს გადააფარა, რათა მტრების ცეცხლში არ დამწვარიყო. ჩიჩილაკზე შემოხვეული სურო სინედლესა და სიცოცხლეს უბედებდა ოჯახს, რომლითაც `მფერხავს~(მეკვლეს) კეთილი გულით გამორჩეულ კაცს ბარაქა შეჰქონდა.
Bბაბუამ თიხის ფიალა შეავსო და ამბობს:
_ბედნიერი კალანდა გაგვითენოს ღმერთმა, ხვავი და ბარაქა არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებს! ბაბუა ფიალებით სტუმრებსაც სთავაზობს ღვინოს.
ახალუხში,Gგალიფე შარვალში და ყაბალახში გამოწყობილი `მაინძელი~(მასპინძელი) სტუმრებს მარანთან მიუძღვება ხის გობით. გობზე აწყვია: მოხარშული ღორის თავი; ნანადირევი ჩიტები(შემწვარი); თიხის ქოთნით ღომის მარცვალი და შიგ ჩადებული კვერცხი; ღვეზელი; თიხის დოქით `ადესა~ღვინო; `ხეჭეჭური~მსხალი; ზამთრის ვაშლი; ჩირები; `ჯანჯუხა~(ჩურჩხელა); გობზე დგას ჩიჩილაკი მორთული კურკანტელით, სუროთი და თავზე ვაშლით. ხოლო გობს გვერდებზე მიკრული აქვს სამი ცალი თაფლის სანთელი.
_აქეთ მობრძანდით ბატონებო_მიმართავს იგი სტუმრებს. ახდის ჭურს თავს, სიმბოლურად ამოიღებს ახალი წლის ღვინოს და შეავსებს თიხის დოქს.
_ეს ჩემი ნამუშევარ-ნაჯაფარია_ამბობს იგი, დადგამს საფერხავ გობთან, დაიჩოქებს და შესთხოვს ღმერთს:
_ღმერთო, მოგვეცი კაცთა მშვიდობა, ჯანმრთელობა, კარგად ყოფნა, ოქრო და ვერცხლი უთვალავი, რქოსანი საქონელი და ღორი ჯოგად, ქათამი, ბატი_გროთი. მარანი ღვინით სავსე, ნაჭუჭი გულით სავსე. შემოაბრუნებს საფერხავ გობს სამჯერ და ცეცხლისკენ მიემართება.
Nნალიასთან ახლოს 3 ადგილასაა დანთებული ცეხლი. დუღდება ფელამუში, იხარშება ღომი. `აკეთურ~ქვის კეცზე ცხვება მჭადი (მას ძირშიც და ზემოთაც `შქერის~ფოთოლს ადებენ).ქვაბში იხარშება `საჯიქიო~ხორცი. ცხვება ღვეზლები, აგრეთვე `მუცლის სალოცავები.~
Dდიასახლისი ეკითხება ოჯახის უფროსს:_ცხემლის შეშა ხომაა მზად? (გურიაში `კალანდის~წინა საღამოს `ცხემლისჭრას~უწოდებდნენ და აუცილებლად ცხემლის შეშა უნდა ჰქონოდათ).
Oოჯახის უფროსს მოაქვს ცხემლის შეშა და ცეცხლს უკეთებს.
Oოჯახის დიასახლისი წარმოთქვამს:- წმინდა ბასილეო, მშვიდობიანი წელიწადი მოგვეცი, ხვავი, ბარაქა მოგვეცი, ისმინე წმინდა ბასილე ჩვენი ლოცვა. Lლოცვასთან ერთად თითო ღერ ცხემლის შეშას შეუკეთებენ და ოჯახის წევრებიც ამბობენ:
_ცეცხლო მრავალ, ახალი წელიწადი გაგვითენე, გაანათე და გააბრდღვიალე.
ცეცხლთან დაბალ მაგიდაზე ტაბლას გაამზადებენ.
ცივად მოხარშული დედალი, მწვანილები_წიწმატი, ბოლოკი, მწვანე ხახვი, ყველი, მჭადი, გოზინაყი აწყვია ტაბლაზე. Aიქვე დგას დოქით ღვინო.Dდიასახლისი საჯიქიოს იღებს ქვაბიდან და ათავსდებს მაგიდაზე. შემოაქვს ღვეზლები, `მუცლის სალოცავები~.
Oოჯახის დიასახლისი ოჯახის წევრებს მიმართვას:
_ახლა კი მინდა ჩემო შვილებო დაგლოცოთ. Dდიასახლისი ოჯახის წევრებს შემოატარებს მუცლებზე ღვეზლებს და ამბობს:- ამის მუცლის ტკივილი აღმა ქარს, დაღმა წყალს...დიასახლისი კი კვლავ ამბობს;_ეს ღვეზლები ახლავე უნდა შეჭამოთ, თორემ თქვენი მუცლის ტკივილი სხვას გაჰყვება.
გურიაში პოპულარული ანსამბლ `იადონის~წევრები `ალილოს~ ასრულებენ.
Aახლა ოჯახის უფროსი ამბობს სადღეგრძელოს ცეცხლო, მრავალ ახალ წელს დაესწარი, შენი პატრონი კარგად გეყოლოს. მშვიდობის წელიწადი გაუთენე შენს ოჯახს, მეიცი უხვი მოსავალი, ღვინის და ყოველგვარი ნამუშევრის.
Oოჯახის უფროსი მიირთმევს სასმისს, ზედ ხაჭაპურს აყოლებს და შესძახებს: _ახლა კი აგუნა დავძახოთ. (აგუნა საახალწლო სიმღერაა, რომელიც ეძღვნება ღვინის დედას და ყურძნის სიუხვეს).
Oოჯახის წევრები და სტუმრები მიდიან საწნახელთან, ჩამწკრივდებიან, ხელში ყურძნის საჭყლეტ კობულს, ცულს, ნაჯახს, ხვედს, მახვილ ყუკს მოიმარჯვებენ. ერთი მათგანი ზურგზე პატარა ბიჭს შემოისვამს და ხმამაღლა გადასძახებს:
`აგუნა, აგუნა გადმეიარე,
ბახვი, ასკანა გადმეიარე,
ჩვენს მამულში ყურძენიო,
სხვის მამულში ფურცელი..~
Aაგუნა უ...უ...
Mმოდიან გობით(ხილი, ჩურჩხელა, ღვეზელია დალაგებული) `აგუნა~ გრძელდება:
...აგუნა, აგუნა გადმეიარე,
Bბახვი, ასკანა გადმეიარე,
ჩვენს მამულში გოდორ-გოდორიო,
სხვის მამულში კომპალ-კომპალიო.
ჩვენს მაულში გოდრითაო,
Mმტრის მამულში გიდლითაო.
`აგუნას~მონაწილენი თან საწნახელს ურახუნებენ ხელში მომარჯვებულ საგანს.
დანარჩენები ბანს აძლევენ: ჰოი, ჰიო...ო
როდესაც მელექსემ დაამთავრა ყველამ ერთად დასძახა:
აგუნა უ...უ...უ.
ოჯახის უფროსი ძველი ოდა-სახლის რიკულებიანი აივნიდან გაისვრის თოფს.
Dდიასახლისი ეპატიჟება სტუმრებს.
_მობრძანდით, სახლში შემობრძანდით!
Dდიასახლისს შეჰყავს სტუმრები და მიუძღვება მაგიდასთან.
ოჯახის უფროსი ამ დღის კიდევ ერთ ტრადიციას აცოცხლებს. `მფერხავი~(მეკვლე აკაკუნებს კარზე;
_მობრძანდება წმინდა ბასილი, კარი გამიღე!(ხელში უჭირავ ხის გობი ზემოთ ჩამონათვალით. ანთია გობის გვერზე მიკრული თაფლის სანთლები).
Dდიასახლისი ეკითხება:_რა მოგაქვს?
`მფერხავი:~_კაცთა მშვიდობა, ჯანმრთელობა, მხიარულება და კარგად ყოფნა, ოქრო-ვერცხლი უთვალავი.
(მეორდება 3-ჯერ, შემდეგ შემოდის ოთახში და ულოცავს სტუმრებს კალანდას).
Mმეკვლე ავსებს სასმისს და ამბობს:
_გილოცავთ კალანდას, ბუნებამ და ძალამ მოგვეცით ჯანი მრთელი, გული მხიარული, ოფლით მოწვეული პური, შრომით მოგებული კაცის გული, ასი წელი მზიანი, ასი წვიმიანი, საღამო გრილი და მშვიდი დილა, ბრდღვიალა და დარიანი. განათებული ფუძე_ჭერი. Nამრავლი ვაჟიან-ქალიანი. Mმარანი_ბეღელ-ნალიები ჭერამდე სავსეხვავიანი.
`მფეხავ~-მეკვლემ თამადის ადგილი დაიკავა. ამ გრძელ რიტუალს კვლავ ლამაზი სადღეგრძელოები და ხალხური სიმღერები მოჰყვა.
`კალანდობა~ წინა წლებშიც მოეწყო, მაგრამ ამჯერად უფრო დახვეწილი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა (დირექტორი გოგა ტრაპაიძე, ფონდების მცველი მანანა ლომაძე, მეცნიერ-მუშაკი გოგა გორდელაძე) დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმთან ერთად (დირექტორი ნინო ჯაველიძე, ზურაბ თავდიშვილი) არა მარტო ორგანიზება, არამედ მათი უშუალო მონაწილეობით ერთი ლამაზი აჩუქეს იმ ადამიანებს, რომლებიც `კალანდობის~სტუმრებს შეადგენდნენ.
`კალანდობა~სამომავლოდ გურიაში ტურიზმის განვითარების შემადგენელი ნაწილი გახდება.
20.01.2012 |
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
| : |
This was so helpful and easy! Do you have any arictels on rehab? |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
|
თბილისი
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
+ 26 °C
|
+ 26 °C
|
|
ღამით |
+ 12 °C
|
+ 13 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
|