მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
იმერეთის გუბერნატორმა საჩხერეში იჩხუბა
[ „P.S." („პოსტსკრიპტუმი") ] ჩვენი საკუთარი წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, 13 იანვარს, საჩხერეში, საახალწლო კონცერტის დასრულების შემდეგ, ინციდენტი რესტორან „მევენახის სახლში" გაგრძელდა (წყაროს თხოვნით, მის ვინაობას არ ვასახელებთ).
მისი თქმით, კონცერტის დასრულების შემდეგ, იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ, ქუთაისის და საჩხერის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რესტორან „მევენახის სახლში" გადაინაცვლეს. რესტორნის ორივე სართულზე სუფრა იყო გაშლილი და ჩინოვნიკები ლხინს მიეცნენ. ქეიფის პროცესში მთვრალმა ახალგაზრდა ქუთაისელმა მოხელემ ხმამაღლა შეიგინა: „ბიძინას დედა მოვტ..." იქვე, სუფრასთან მჯდომი, საჩხერელი კაცი თანამემამულეს გამოესარჩლა: „ბიძია, ნუ აგინებ ბიძინა ივანიშვილს, მაგ კაცმა საჩხერისთვის ბევრი სიკეთე გააკეთა." ნაციონალმა დაუღრიალა: „ვის ეტლიკინები, შენი დედაც მოვტ..." და მუშტი დაუშინა. ნაცემი საჩხერელი ადგილობრივებმა დაიცვეს და რესტორანში ინციდენტი მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა.
წყაროს თქმით, იმერეთის გუბერნატორი ხმამაღლა გაჰყვიროდა, მომაშორეთ ბიძინას ხალხი რესტორნიდანო, თავადაც ხელები დაიკაპიწა და ჩხუბში გაერია. ვინ ვის ურტყამდა, ვერ გაიგებდი. როგორც იქნა, ჩინოვნიკებმა ჩხუბი დაამთავრეს და გართობაზე გადავიდნენ. ჩემი თვალებით ვნახე, მაქაცარია რესტორნის თანამშრომელ გოგონებს, ბოდიშით და, ტუჩებში კოცნიდა. ასე მოგვილოცა საჩხერლებს მთავრობამ ძველით ახალი წელი. კიდევ ერთხელ გთხოვთ, ჩემი სახელი და გვარი წერილში არ ახსენოთო, - დასძინა წყარომ.

***
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსმა, ზეინაბ ხაჩიძემ რესტორან „მევენახის სახლში" მომხდარი ინციდენტი უარყო და ჩვენთან სატელეფონო საუბარში თქვა:
ზეინაბ ხაჩიძე: „არა, ჩემო კარგო! არა, გენაცვალე! პირველად მესმის მსგავსი რამ, არა ვარ საქმის კურსში და კომენტარს ვერ გავაკეთებ."

 


ნოდარ ჯოჯუა
23.01.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: The expertise shines through. Thanks for taking the time to asnewr.
ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
valutis kursebi
22-05-2012
1.6211   -0.0008
2.071   0.0128
2.5649   0.0028
5.2028   0.0362
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 26 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.