მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
„ნაგავსაყრელები" რიონის პირას
[ „P.S." („პოსტსკრიპტუმი") ] რიონი ქუთაისს, მოგეხსენებათ, ორ ნაწილად - მარჯვენა და მარცხენა დასახლებად ჰყოფს, ორი დასახლება კი ერთმანეთს რამდენიმე ისტორიული ხიდით (თეთრი ხიდი, რუსთაველის ხიდი, წითელი ხიდი, ჯაჭვის ხიდი...) უკავშირდება ერთმანეთს. ამ ხიდებიდან სანაპიროზე გადაშლილი ხედი, წლებია, არცთუ სახარბიელოდ გამოიყურება: პოლიეთილენის ცარიელი ბოთლები, ცელოფნის პარკები, კონსერვის ქილები, სიგარეტის კოლოფები, დასახლებაში დაგროვილი ნაგავი - მთლიანად რიონის პირას იყრის თავს.

უამრავი ტურისტი, რომელიც ქალაქში ჩამოდის და, ვთქვათ, თეთრ ხიდზე გადამდგარი, თეთრი ქვების სილამაზით ტკბება, იქვე თვეობით დაგროვილ ნაგავსაც მოავლებს თვალს... დაუდევრად ექცევიან გარემოს თავად ის მეწარმეებიც, რომელთაც სანაპიროზე რესტორნები აქვთ გახსნილი. მაგალითისათვის ავიღოთ თუნდაც ჯაჭვის ხიდთან აგებული რესტორანი „ჯაჭვის ხიდი", რომლის სამზარეულო უშუალოდ რიონის სანაპიროს გადმოჰყურებს. სამზარეულოს ნიჟარაში ქიმიური სარეცხი საშუალებებით გარეცხილი ჭურჭლის წყალი პირდაპირ მდინარეში ჩაედინება. არადა, გაფილტვრის შემდეგ ხომ ამ წყალს ქუთაისისა და მისი შემოგარენის მოსახლეობის უმეტესობა სვამს! საინტერესოა, რას ფიქრობენ თემასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის კუთხით მომუშავე პირები და როგორ შეაფასებენ ისინი მდინარე რიონის სანაპიროზე არსებულ ნაგავსაყრელს.
„ცელოფანი და პოლიეთილენის ბოთლები რომ ბუნების მტერია, ეს მსოფლიომ რამდენიმე წელია გააცნობიერა. უნდა ითქვას, რომ ქუთაისში დასუფთავების სამსახურის მუშაობა ბოლო წლებში საგრძნობლად გაუმჯობესდა, თუმცა ახლა საქმე გვაქვს მოსახლეობის დაუდევრობასთან. ხშირად, როცა ხიდზე გადავდივარ, შემიხედავს, თუ როგორ აგდებენ, პოლიეთილენის ბოთლს, სიგარეტის კოლოფებს მდინარე რიონში, როცა იქვე, რამდენიმე მეტრში, ურნა დგას. არადა, მოგეხსენებათ, პოლიეთილენს საუკუნეები სჭირდება, რომ გაიხრწნას. მდინარეში ჩაყრილი ცელოფნებით, რა თქმა უნდა, დაიღუპებიან თევზები და წყლის სხვა ბინადრები," - გვითხრა საქართველოს მწვანეთა ორგანიზაციის ქუთაისის კოორდინატორმა თეიმურაზ კეპულაძემ.
რატომ არ ინტერესდება აღნიშნული „ნაგავსაყრელებით" დასუფთავების სამსახური და იგეგმება თუ არა მდინარის ნაპირების გაწმენდა, ამ შეკითხვით დასუფთავების სამსახურის უფროსს, ფრიდონ ბეშკენაძეს მივმართეთ.
„ჩვენს სამსახურს არ ევალება, მდინარე რიონის სანაპიროზე მდებარე სკვერების გაწმენდა, მასზე მოვლასა და პატრონობაზე გამოცხადებული იყო ტენდერი, რომელშიც გაიმარჯვა ქეთინო შენგელიამ და მას მიმართეთ," - გვითხრა ბატონმა ფრიდონ ბეშკენაძემ.
სამწუხაროდ, ჩვენთვის შეუძლებელი გახდა ამ პიროვნებასთან - ქეთინო შენგელიასთან დაკავშირება, რადგან მასზე დასუფთავების სამსახურს არანაირი ინფორმაცია, ან საკონტაქტო ტელეფონის ნომერი არ აქვს. მდინარე რიონის სანაპიროს კი უახლოეს მომავალში, როგორც ვხვდებით, დასუფთავება არ შეეხება.
მივმართავთ ქუთაისის ხელმძღვანელობას, მოსახლეობას - თუ უცხოელებისათვის ისტორიული ქალაქის იერსახის ჩვენება, ტრადიციული ფასეულობების გაცნობა გვინდა, რიონის სანაპიროს უნდა მივხედოთ!
ადრე ნებისმიერი დიასახლისი კარმიდამოს დასუფთავებას ჭიშკრიდან და კოინდრიდან იწყებდა... ქუთაისის „ჭიშკარი" და მისი მთავარი სავიზიტო ბარათი კი სწორედ რიონი, თეთრი ქვები და ისტორიული ხიდებია, ის წარმტაცი ხედია, რომელსაც, დაუდევარი ადამიანების წყალობით, ასე ვაუშნოებთ.

 


ირაკლი ვაჩიბერაძე
23.01.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
valutis kursebi
22-05-2012
1.6211   -0.0008
2.071   0.0128
2.5649   0.0028
5.2028   0.0362
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 26 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.