მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
ამომრჩეველთა სიებს საგანგებოდ შექმნილი კომისია აზუსტებს
[ „P.S." („პოსტსკრიპტუმი") ] საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლებამ წინასაარჩევნო სამზადისიც დაიწყო. ამ მზადებაში შედის იმ საკომისიო ჯგუფების შექმნა, რომლებმაც უნდა მოაგვარონ საარჩევნო სიებთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა. ამასთან დაკავშირებით ყველა რეგიონულ ცენტრში იქმნება კომისია, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო სიების სიზუსტეს.
ჩვენ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის იმერეთის რეგიონალური წარმომადგენლობის უფროსს, ივანე კაპანაძეს გავესაუბრეთ.

- ბატონო ივანე, რა ევალება ამ კომისიას?
- ჩვენი მიზანი არის, მუშაობა გამჭვირვალე იყოს. ეს იქნება რეგიონალური განყოფილება, ეყოლება 9-10 კაციანი ჯგუფი. ესენი იქნებიან სპეციალისტები, რომლებიც რეგიონებზე იმუშავებენ და გვეყოლება სამი ოპერატორი, რომელიც ატვირთავს ინფორმაციის ელექტრონულ ვერსიას. ამასთან ერთად, იმერეთის მასშტაბით იმუშავებს „კარდაკარ"-ის პროგრამა, რომელიც უნდა დაიწყოს აპრილის თვიდან. აქ იმუშავებს 904 ორკაციანი ჯგუფი. შესაბამისად, კომისიამ და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ტრეინერებმა უნდა უზრუნველვყოთ ამ ხალხის გადამზადება. ეს, ძირითადად, მოხდება თებერვალ-მარტში და საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა. რეალურად, ეს ადამიანები ხელცარიელები არ მივლენ ოჯახებში, - მათ ექნებათ მოქმედი სია, რომელსაც პირველ თებერვალს მივიღებთ საოლქო კომისიიდან და ასევე - სხვადასხვა დოკუმენტაცია, რომლის საშუალებითაც ამ სიებში შევა ცვლილებები. მაგალითად: ოჯახში მისვლისას თუ აღმოჩნდება, რომ ადამიანი არის გარდაცვლილი, ან კიდევ - სიაში აღნიშნული პიროვნება კონკრეტულ ადგილზე არ ცხოვრობს, შედგება შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც დასჭირდება ამ ბინაში მცხოვრები ორი ადამიანის ხელმოწერა და, ამის საფუძველზე, ადგილზევე მოხდება საარჩევნო სიაში ცვლილებების შეტანა. თუ ადამიანი პატიმრობაშია და მოგვცემენ ამის შესახებ ინფორმაციას, გადამოწმდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტში და ამას მოჰყვება შესაბამისი მოქმედება.
იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი საზღვარგარეთ არის წასული, ჩვენ მას სიიდან ვერ ამოვიღებთ, მაგრამ აუცილებლად მივაწერთ, რომ ის იმყოფება საზღვარგარეთ. დამკვირვებლებს უფრო მეტი საშუალება ექნებათ, მიაქციონ ყურადღება, რათა ხმის მიცემა შემთხვევით არ მოხდეს. ამასთან ერთად, ქუთაისში, საარჩევნო სიებში, შეტანილია კორპუსები და მათში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც, ფაქტობრივად, არ არსებობს. მოხდება, რა თქმა უნდა, ამ კორპუსების და ამ ხალხის დაკონკრეტება. შემდეგ კომისია გადაწყვეტს, თუ როგორი მიმართულებით იმუშაოს მათთან. იმიტომ, რომ, რეალურად, აქ არიან ადამიანები, რომლებიც, სახელმწიფოს, ანუ საჯარო რეესტრის შეცდომებით, არასწორად არიან დამისამართებული. პირადად მე ვიცი ასეთი მაგალითი, რომ ნეკრასოვის ქუჩაზე მცხოვრებს ეწერა ნიკეას ქუჩა! ამაზეც უნდა ვიზრუნოთ და, თუკი სხვა მსგავსი შეცდომებიც იქნება, ამასაც გამოვასწორებთ. როდესაც უკვე სრულ მონაცემებს მივიღებთ, მედიას მივაწვდით.
აღნიშნულ კომისიაში 4 სპეციალისტი იქნება, რომლებსაც სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა გაუკეთეს რეკომენდაცია და მათთან ერთად - სამი ოპერატორი. ოფიციალურად, კომისია მუშაობას პირველი თებერვლიდან დაიწყებს და საბოლოო დასკვნები პირველ აგვისტოს უნდა დადოს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებამდე ვინმეს შეუსრულდება 18 წელი, ან ვინმე გარდაიცვლება, კომისიას აქვს უფლებამოსილება, ეს ცვლილება განახორციელოს არჩევნებამდე ათი დღით ადრე.
ეს მონაცემები საუბნო კომისიებმა უნდა გადმოგვაწოდონ, ამის შემდეგ მხოლოდ ჩვენ გვაქვს უფლებამოსილება, რომ პიროვნება შევიტანოთ, ან ამოვიღოთ სიიდან. არჩევნებამდე ათი დღით ადრე გვაქვს ცვლილებების შეტანის უფლება.
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის იმერეთის რეგიონალურმა წარმომადგენლობამ მუშაობა უნდა დაიწყოს 1 თებერვალს.
საქართველოს პრეზიდენტის ?791 ბრძანებულებით, კომისია უფლებამოსილია, მიმართოს ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს კომისიის საქმიანობისათვის აუცილებელი ფართის გამოსაყოფად. შეხვედრა გვქონდა გუბერნატორის მოადგილესთან გიგა შუშანიასთან და ქალაქის მერთან გიორგი თევდორაძესთან. იმედი გვაქვს, 1 თებერვალს კომისიას არ მოუწევს ღია ცის ქვეშ მუშაობის დაწყება.

***
ამ პროექტისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 5 მილიონი ლარია გამოყოფილი, აქედან ორნახევარი-სამი მილიონი ლარი, ძირითადად, სახელფასო თანხებში დაიხარჯება - იმ ჯგუფებზე, რომლებიც აპრილი-მაისის თვეში იმუშავებენ.


ნინო ჩიტიაშვილი
23.01.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: If not for your wriintg this topic could be very convoluted and oblique.
ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
valutis kursebi
22-05-2012
1.6211   -0.0008
2.071   0.0128
2.5649   0.0028
5.2028   0.0362
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 26 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.