 |
 |
 |
 |
 |
|
„დაბალი ხარ და მსუქანიო" |
[ „P.S." („პოსტსკრიპტუმი") ] ჩვენმა პრეზიდენტმა საავანტყოფოების წარამარა გახსნა რო დეიწყო, ახალი ამბავი ხო არაა. ჩადის ასთე რაიონებში და „მიშა, მიშას" ძახილით იჭრება ყოველ კვირაში ლენტები. ბაბულიებო, ახალი სავანტყოფოები კაი ქეა, მარა იქანა მკურნალობა რა დაჯდება, ეგია საკითხავი. მკურნალობას თავი დავანებოთ, ძველ პერსონალს რო ყრიან პანტა-პუნტით და უმუშევარს ტიებენ, ეგეცაა საკითხავი... აგერ ჩემი დიშვილი, საწყალი მარინიე, რაიონში ექთნად მუშაობდა, ექთანი კი არადა მარინეს ექიმად მოქონდა თავი, იმისთანა კვალიფიციური სპეციალისტი იყო. ხოდა, გოუშვეს სახლში: დაბალი ხარ და მსუქანიო, ამიტომ კომპიუტერმა მონაცემთა ბაზაში არ დაგაფიქსირაო! ტირილ-ტირილით გამობრუნებულა უკან საწყალი გოგო (45 წლისაა) - ახლა რაღა დამასუსტებს და სიმაღლეში რაღა გამზრდისო. ასეა, ჩვენს ახალგაზრდა მთავრობას ყველგან და ყველაფერში მაღალფეხებიანი „წიწკვები" უნდათ, მარა საქმეს ვინ გააკეთებს, საქმეს, ეგი თქვით თქვენ! რა ქნას ახლა მარინიემ, პენსია მაგას არ აქვს და სოციალური დახმარება, ის შარშანედლი ნაყიდი სარეცხი მანქანა გააჩუქოს ვინმეზე, სოციალურად დოუცველის სტატუსი მაინც რო მიიღოს?
ქაიხოსრო იმერეტინსკი
23.01.2012 |
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
|
თბილისი
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
+ 5 °C
|
+ 4 °C
|
|
ღამით |
-3 °C
|
-6 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
|