|
იოანე არაბული - ვოკალი, გიტარა
თორნიკე ოდიშელიძე - სოლო გიტარა
გიორგი წერეთელი - კლავაში
დათო თხელიძე - ბას გიტარა
უჩა არჩვაძე - დრამი
სახეზეა მუსიკალური ბენდის shelby-ის ხუთივე წევრი.
ყველამ მათგანმა ერთმანეთი ქუჩაში გაიცნო და ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებს – მუსიკა.
ერთი წლის განმავლობაში თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელში უკრავდნენ, გამოცდილება დააგროვეს და ხალხთან, მსენელთან ურთიერთობას შეეჩვივნენ. მოგვიანებით კი როცა საქმე თანხის საჭიროებამდე მივიდა, ბიჭებმა საქმიანობის მიტოვება გადაწყვიტეს.
იოანე: - ერთი წლის განმავლობაში ვუკრავდით მიწისქვეშა გადასასვლელში თავისუფლებაზე, საბოლოოდ როგორც ყველგან ხდება, ჩვენი საქმეც ფინანსებამდე მივიდა და ჰაერში აღმოვჩნდით. უკვე მუსიკისთვის თავის დანებებას ვაპირებდით, როცა გეგი ლიპარტელიანი გამოჩნდა და “ბრავოში” სარეპეტიციო ადგილი და აპარატურა შემოგვთავაზა. აქედან დავიწყეთ სერიოზული მუშაობა და ნელ-ნელა დავესმგავსეთ ბენდს.
რამდენიმეთვიანი ინტენსიიური მუშაობის შემდეგ, 2011 წლის ნოებრის ბოლოს ახალგაზრდულ ცენტრ "ბრავოში" shelby-ის საღამო მოეწყო. ბენდის ცოცხალმა შესრულებამ და რეპერტუარმა მსმენელის დიდი მოწენება დაიმსახურა. ქალქში ხმა მალე გავრცელდა და თაყვანისმცემლების რიცხვიც სწრაფად გაიზარდა.
იოანე: - ძალიან ვნერვიულობდით, რადგან ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა მსენელთან. არ ვიცოდით მოეწონებოდათ თუ არა ჩვენი ნამუშევარი. თუმცა ჩვენვე მივხვდით, რომ ძალიან კარგი საღამო შედგა და მსენელმაც მიგვიღო. პირადად ჩემთვის, ეს დღე ყველაზე დასამახსოვრებელია.
ბენდმა მალევე სხვადასხვა შემოთავაზებაც მიიღო და თბილისში რამდენიმე საახლწლო ივენთზე დაუკრა.
მსნელთა რაოდენობის სწრაფმა ზრდამ ბენდის წევრებს კიდევ მეტი სტუმული მისცა უკეთესად მუშაობისთვის. დღეისთვის რეპერტუარში 10-12 საკუთარი სიმღერა აქვთ.
გასულ კვირას სარეპეტიოციოდ შეკრებილ ბენდის ბიჭებს ვესტუმრე და რამოდენიმე შეკითხვა დავუსვი.
- რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც საკუთარი მსნელები შეიძინეთ?
დათო: - პირველ რიგში, პასუხისმგებლობა გაიზრდა. როცა საკუთარი მსენელი გყავს, უკვე ვალდებული ხარ ისე დაუკრა, რომ მათ მოეწონოთ. სწორედ ამიტომ, კვირაში 4-5 დღე სრული შემადგენლობით ვიკრიბებით და მაქსიმალურად ვიხარჯებით.
- როგორ წერთ სიმღერას?
იოანე: - დაგეგმილი არასდროს გვაქვს, როდის დავწერთ სიმღერას. ხშირად შემთხვევით და უცებ იწერება. ბოლო სიმღერაც მასევე შეიქმნა, სხვა სიმღერაზე ვმუშაობდით და შემთხვევით ავიღე რამდენიმე აკორდი და წავიღიღინე, მერე ყველამ პატარ-პატარა დაამატა და უკვე შეიკრა. ამის შედეგ იხვეწება მუსიკა და ტექსტი იწერება.
- საინტერესოა ჯგუფის შემადგენლობა, ბენდის ყველა წევრს სხვადასხვა მუსიკალურ გემოვნება გაქვთ, როგორ თანხმდებით?
დათო: - ზოგი ბლუზს უსმენს, ზოგი როკს, ზოგი მძიმე როკს, ზოგი ალტერნატიულ როკს და ჩემი აზრით, ეს ძალიან კარგია. როცა სიმღერაზე ვმუშაობთ ყველა თავის ხედვას ამბობს და საინტერესო გამოდის. ცოტა რთულია მუშაობის პროცესი, ხშირად კამათშიც გადადის, მაგრამ საბოლოოდ საუკეთესო ვარიანტზე ვთანხმდებით. ჩვენ მუსიკას ვერ მიაკუთვნებთ კონკრეტულ ჟანრს და ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მოსწონთ ხალხს ჩვენი სიმღერები.
- რა არის ის, რაზეც არასდროს იმღერებს shelby ?
იოანე: - ძალიან დავიბენი...ამაზე არასდროს მიფიქრია....
დათო: - პასუხს ვერ გაგცემთ... ჩვენ ვმღერით იმაზე, რასაც ვგრძნობთ და ხვალ როგორ განწყობაზე ვიქნებით და როგორი გრძნობები გვექნება არ ვიცით.
- თქვენი უახლოესი გეგმები როგორია?
იოანე: - დღეისთვის მხოლოდ 4 სიმღერა გვაქვს ჩაწერილი, რეპერტუარში კი გაცილებით მეტი გვაქვს, გვინდა, რომ ამ მხრივ ვიმუშაოთ და ალბომზე ვიფიქროთ. ჩვენი მთავარი მიზანი კი ხარისხიანი მუსიკის დაკვრაა. მოხარული ვიქნები, თუ რუსთავში "ჩვენნაირი" ბენდები იქნებიან, კონკურენციაც გაიზრდება და ხალხიც მიეჩვევა გემოვნებიანი და ცოცხალი მუსიკის მოსმენას.
shelby-ის facebook -ის გვერდზე Facebook/ShelbyBandGerogia რეიტინგი ყოველდღიურად მატულობს. 3 თვის განმავლობაში ბენდის რეპერტუარს 9000-მდე მსენელმა მოუსმინა.
მათი ცოცხლად მოსმენა კი უახლოეს მომავალში, 14 თებერვალს, "ბრავოში" გამართულ საღამოზე იქნება შესაძლებელი.
ანი ციცქიშვილი
23.01.2012 |