 |
 |
 |
 |
 |
|
შეხვედრამ ურთიერთგაგების ატმოსფეროში ჩაიარა |
20 იანვარს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საზოგადოებრივი აზრის დარბაზის გამგეობის წევრები შეხვდნენ რაიონის ხელმძღვანელებს.
შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა საკრებულოს თავმჯდომარემ ბატონმა ბესიკ ქურდაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მიესალმება დარბაზის გამგეობის წევრების ინიციატივას, მჭიდროდ ითანამშრომლონ რაიონის ხელმძღვანელობასთან, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ ერთობლივად და ოპერატიულად გადაწყდეს რაიონის წინაშე არსებული პრობლემები. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, ასეთმა შეხვედრებმა ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივი მმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ურთიერთმხარდაჭერას, რაც საერთო ჯამში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების საფუძველი გახდება და წინგადადგმული ნაბიჯი იქნება დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში.
შეხვედრაზე დარბაზის გამგეობის წევრებმა ვალერიან ლომიძემ, ლევან გოცირიძემ, ომაზ ჩხეიძემ, როინ ბოლქვაძემ, ზაურ ლაზარაშვილმა, თამაზ ჩიკვაიძემ, უშანგი ჯანგირაშვილმა, გოდერძი კურტანიძემ და სხვებმა თავიანთ გამოსვლებში ყურადღება გაამახვილეს რაიონის და კერძოდ, ქალაქის ინფრასტრუქტურის საქმეში არსებულ სერიოზულ ნაკლოვანებებზე.
საუბარი შეეხო სოფელ თორის განათების, გოგიას ციხის ისტორიული ძეგლის რესტავრაციის, ბორჯომ-ხაშურის სარკინიგზო მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამUუშაოების, რაიონში ელექტრომომარაგების გაუმჯობესების, ქალაქში სანიტარიული წესრიგის სრულყოფის, პლატოს ტყე-პარკის სავალალო მდგომარეობის და სხვა აქტუალური საკითხების დადებითად გადაწყვეტის აუცილებლობას.
შეხვედრაზე დარბაზის წევრების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს ბატონებმა ბესიკ ქურდაძემ, გამგებელმა არჩილ მიქელაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ქალბატონმა ნათელა გოგოლაძემ.
ნიშანდობლივია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრა ნაყოფიერი გამოდგა და მან ურთიერთგაგებისა და პრობლემათა თანხვედრის ვითარებაში ჩაიარა.
გადაწყდა, მსგავსი შეხვედრები თვეში ერთხელ გაიმართება და განსაკუთრებული ყურადღეEბა დაეთმობა არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზების ძიებას, ამასთან, შეხვედრებზე წამოჭრილი საკითხები იქნება საჯარო და გამჭვირვალე.
ვ. დავითაძე
26.01.2012 |
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
| : |
Wow, this is in every reespct what I needed to know. |
| : |
That's rlealy shrewd! Good to see the logic set out so well. |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
|
თბილისი
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
+ 26 °C
|
+ 26 °C
|
|
ღამით |
+ 12 °C
|
+ 13 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
|