 |
 |
 |
 |
 |
|
შენდება წყალკანალის ოფისი |
ბოლო პერიოდში ბორჯომში რამდენიმე მნიშვნელოვან მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ახალი უბნის ტერიტორიაზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე უკვე დამთავრდა ვეტერინარიისა და სურსათის უვნებლობის რეგიონალური სამსახურის ოფისის მშენებლობა. მის გვერდით კი დამთავრების ფაზაშია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბორჯომის ოფისის ახალი შენობა.
ახალი ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით გვესაუბრა სამშენებლო ფირმის დირექტორი თემურ სტეფნაძე.
_ წყალკანალის ოფისს აშენებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,საინჟინრო-სამშენებლო ჯგუფი~. ობიექტზე უმეტესობა ბორჯომელი და ხაშურელი მუშებია დასაქმებული, რომლებიც ამ ზამთრის სუსხიან ამინდში წუთითაც არ შეჩერებულან. მშენებლობა ოქტომბრის დასაწყისში დაიწყეს და იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში დამთავრდება. შენობის ასაშენებლად 91 ათასი ლარია გამოყოფილი. სამშენებლო მასალებს უმეტესად თბილისიდან და ბორჯომიდან გვაწვდიან. შიდა სამუUშაოები თითქმის დასრულებულია. დამთავრდა განათების სისტემის დამონტაჟება. შესასრულებელია გარეფასადის და მოპირკეთების სამუშაოები.
შენობა 125 კვმ-ზეა გადაჭიმული, მეტალოპლასტმასის ფანჯრებით გალამაზებული საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბორჯომის სერვის ცენტრის ოფისი კიდევ ერთი შენაძენია ბორჯომისთვის და იგი საკმაოდ დაამშვენებს ქალაქის იერ-სახეს.
ირინა კუჭუხიძე
26.01.2012 |
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
| : |
I told my kids we'd play after I found what I ndeeed. Damnit. |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
|
თბილისი
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
+ 5 °C
|
+ 4 °C
|
|
ღამით |
-3 °C
|
-6 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
|