 |
 |
 |
 |
 |
|
გურიის თავისუფალი დემოკრატების ლიდერის თემურ სალუქვაძის განცხადება |
გურიაში ვერცერთი პროექტი ან ფონდი ვერ გადაფარავს თავისუფლებისა და დემოკრატიის წყურვილს.
ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები ვაპროტესტებთ ოზურგეთსა და მთლიანად გურიაში ბოლო პერიოდში რამაზ ნიკოლაიშვილის პიროვნული კონტროლის გაძლიერებას, რაც პირდაპირ უკავშირდება არჩევნების მოახლოებას.
ნიკოლაიშვილის კონტროლის სფერო ვრცელდება არა მარტო პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, განათლების სფეროსა თუ სხვა საჯარო სამსახურებზე, არამედ გადავიდა კერძო სექტორშიც. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ასეთი ტოტალური კონტროლი წარმოადგენს უკიდურსად არასასურველ და საშიშ გარემოს სამართლიანი არჩევნების ჩატარებისათვის
პირდაპირ მინდა ვუთხრა, თავისუფალი დემოკრატების სახელით ბატონ რამაზ ნიკოლაიშვილს: თავი დაანებოს გურულების დაშინებასა, რადგან ამით არაფერი გამოუვა და ეს ყველაფერი მას ბუმერანგივით უკან დაუბრუნდება. თქვენ, თქვენი გარემოცვის ძალისხმევით, არასწორი შეხედულება გაგაჩნიათ გურიასა და გურულობის მიმართ. გულწრფელად მინდა განვაცხადო ბატონ რამაზ ნიკოლაიშვილის საყურადღებოდ: რეალურად, რომ იცოდეთ გურულების დამოკიდებულება, ასეთი ქმედებებისაგან თავს შეიკავებდით.
ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი პოლიტიკური პარტნიორების გაერთიანებამ, რასაც მოყვა ძალაუფლების დაკარგვის პანიკური შიში, ხელისუფლება ჰიპერაქტიური გახადა და ეს ტემპიც ამითაა გამოწვეული. ხელისუფლებაში ყოფნის მეცხრე წელს, გურიაზე მზრუნველობის სურვილის გაჩენაც ამას უკავშირდება, რასაც მოსახლეობა ბრწინვალედ ხვდება.
ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები ვაცხადებთ, რომ გურიაში ვერცერთი პროექტი ან ფონდი ვერ გადაფარავს თავისუფლებისა და დემოკრატიის წყურვილს.
ვპირდებით საზოგადოებას, რომ სულ მალე სრულიად ახალ პოლიტიკურ რეალობაში განვახორციელებთ თითოეული ჩვენგანის ოცნების ახდენას.
27.01.2012 |
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
|
თბილისი
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
+ 5 °C
|
+ 4 °C
|
|
ღამით |
-3 °C
|
-6 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
|