მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
ექიმთა უკმაყოფილება გრძელდება
25 იანვარს გავრცელდა ხმები `ავერსის~მიერ აგებულ `მედ-ალფას~კლინიკაში_სამედიცინო ცენტრში ექიმებმა, ხელფასზე დამატებით 20%-იანი `სახარჯო~დაქვითვის გამო ხელმოწერები შეაგროვეს. Aამბობდნენ, ღამით `მეამბოხე~ ექიმებთან შესახვედრად თავად ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე უნდა ჩამოსულიყო...Mმეორე დილით სამედიცინო მომსახურების ცენტრში `მედ-ალფას~კლინიკის გენერალური დირექტორი ზაზა ჯაფარიძე, მისი მოადგილე ეკა ქავთარაძე ჩამოვიდნენ. ისინი 39 ხელმომწერ ექიმსა და ექთანს ცალ-ცალკე შეხვდნენ.
გაზეთი `ალიონი~ დღის განმავლობაში იკვლევდა თუ რა იყო `კურტანიძის კლინიკაში~სამედიცინო პერსონალის მღელვარების მიზეზი, თუმცა ექიმები ყოველგვარ კომენტარისაგან თავს იკავებდნენ. რაც შეეხება პაციენტებს, ისინი ვისაც სადაზღვევო პოლისი არ ჰქონდათ, ექიმთან ვიზიტისას მომატებულ ფასებს აღნიშნავდნენ. ერთ-ერთმა ისიც გვითხრა, რომ სამედიცინო ცენტრში თერაპევტთან ვიზიტისთვის გაორმაგებული ფასი დახვდა და ექიმის მომსახურებით ვერ ისარგებლა...
ერთ-ერთმა ექიმმა მხოლოდ ის გვითხრა, რომ ის ხელფასი მაინც შეგვინარჩუნონ, რაც დაგვინიშნესო...
დღის ბოლოს ცენტრის დირექტორს კლინიკურ დარგში დავით მდინარაძეს შევხვდით.
დავით მდინარაძეს არ უარყვია, რომ ცენტრის თანამშრომლებს ჰქონდათ პრეტენზია ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მაგრამ სპეციალისტებმა მათ დაუანგარიშეს, აუხსნეს და ამჟამად პრეტენზიები აღარ არისო_გვითხრა.
დავით მდინარაძის თქმით, ეს კლინიკა კერძო ინვესტიციით აიგო, კერძოა და ბუნებრივია კერძო იგი მოგებზე უნდა იყოს ორიენტირებული. აქ პირობები გაცილებით უკეთესია, უფრო მოწესრიგებულია, ვიდრე ძველ საავადმყოფოში იყო. მეტია დანახარჯებიც. მაგალითად საავადმყოფოს გახსნიდან ერთ თვეში გაზით გათბობაზე 12 000 ლარი დაიხარჯა. Eნებისმიერი დანახარჯი შემოსავლებიდან უნდა დაიფაროს. ჯერ-ჯერობით კი ყველაფერი არ არის დაბალანსებული. Aარ ჰყავთ ქირურგი ტრამვატოლოგიაში, თვალის, ყელ-ყურის სპეციალიტები, რომლებიც ასევე ოპერაციებსაც გააკეთებენ. Eეს, ბუნებრივია, შემოსავლებზე ახდენს გავლენას. M
დავით მდინარაძე არ ეთანხმება იმ აზრს, რომ აქ მომსახურების ფასები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.
`დასავლეთ საქართველოში ყველაზე დაბალი ფასებია_გვითხრა მან_მაგალითად მშობიარობა 470 ლარი ღირს, საკეისრო კვეთა_870 ლარი..~
დავით მდინარაძის თქმით, კლინიკაში პაციენტების ნაკლებობა არ არის, 26 იანვარს მარტო ამბულატორიულმა სამსახურმა 165 პაციენტი მიიღო. 8-8 პაციენტი წევს ქირურგიულ და თერაპიულ განყოფილებაში, ხოლო სამეაონო ბლოკში_14.
_თუ ასეა, მაშინ რატომ არიან უკმაყოფილო ექიმები ანაზღაურებით? Aამაზე დავით მდინარაძემ გვიპასუხა, რომ არ შეიძლება ექიმი, რომელიც დღის განმავლობაში ათეულობით პაციენტს ღებულობდეს და მეორე მხოლოდ ერთს ან ორს_ერთნაირ ანაზღაურებას იღებდეს. გათვალისწინებული იქნა ადგილობრივი პირობები და იმაზე მეტი სამედიცინო პერსონალია შენარჩუნებული, ვიდრე ეს აუცილებლობით იყო საჭირო...
ჩვენ რამდენიმე ექიმსაც შევხდით, რომლებსაც განცხადებაზე აქვთ ხელი მოწერილი (მათ გვარებს არ ვასახელებთ).
Eექიმებმა დაადასტურეს ანაზღაურებასთან დაკავშირებული პრობლემები. ამასთანავე გვითხრეს, რომ ისინი შეხვდნენ `მედ-ალფას~გენერალურ დირექტორს და გარკვეული განმარტებები მიიღეს. ერთ-ერთმა ექიმმა აღნიშნა, რომ გარდა ხელფასისა, სადაც `ხარჯების~გამო დამატებით 20 პროცენტი უნდა დაექვითათ, ძალზე მნიშვნელოვანია როგორ მოექცევიან მათ, როგორი იქნება მათი შრომის პირობები. მათთვის ასეთი დამაცირებელი დამოკიდებულება, რაც კლინიკაშია, მიუღებელია. ან როგორ შეიძლება ყველა ექიმს, სპეციფიკიდან გამომდინარე, ანაზაღაურება გამომუშავებით ეძლეოდეს? ალტერნატივაც უნდა არსებობდეს და პაციენტმა უნდა გადაწყვიტოს კერძო კლინიკას უნდა მიმართოს თუ მუნიციპალურს. შეეძლოთ ბალტიისპირეთის გამოცდილება გაეზიარებინათ...
ვერ დავაკონკრეტეთ, საერთოთ აღებული ჰქონდათ თუა არა მედიკებს ხელფასი.
Bბუნებრივია, როცა ერთი ბიზნესმენის ხელშია კლინიკა, დაზღვევა და სააფთიაქო ქსელი, იქ კითხვები მუდამ იარსებებს. სახელმწიფომ მხოლოდ ფორმალური კონტროლი დიატოვა, დანარჩენი კურტანიძისა და სხვა ბიზნესმენების სინდის-ნამუსაზეა, რასაც კაპიტალიზმის კანონები, მით უმეტეს, როცა დარგი მონოპოლიზირებულია, არ ცნობს.
ასეთი პრობლემებით საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც არის. მაგ. Lლაგოდეხელები საქართველოს პრეზიდენტს ძველი კლინიკის აღდგენას სთხოვენ...
გაზეთ `ალიონის~რედაქცია `მედ-ალფას~კლინიკაში ექიმთა პრობლემებს კვლავ დაუბრუნდება.
გაზეთი `ალიონი~
29.01.2012
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
valutis kursebi
22-05-2012
1.6211   -0.0008
2.071   0.0128
2.5649   0.0028
5.2028   0.0362
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 26 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.