მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
დაუსწრებელი და „ელვა" სხდომები საკრებულოში
[ „P.S." („პოსტსკრიპტუმი") ] 27 იანვარს ქუთაისის საკრებულოს რიგით 33-ე, რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა თვითმმართველი ქალაქის, მისი ინფრასტრუქტურისა და ასევე 2012 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ ისაუბრეს. სხდომა ნახევრადცარიელ დარბაზში მიმდინარეობდა (ესწრებოდა მხოლოდ 16 დეპუტატი). როცა საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ხვადაგიანმა ქრისტიან-დემოკრატ გოგი შავგულიძეს ცენტრალური მოედნის მიმდებარე სამუშაოების შეფასება სთხოვა, შავგულიძემ მმართველ გუნდს მადლობა გადაუხადა, ქალაქის ცენტრში, მოედანზე, მეფე დავითის ძეგლის ნაცვლად, კვერცხებიანი „შლოპანცები" რომ არ დადგეს, როგორც ბათუმში. ხვადაგიანმა ქდმ-ს წევრს შეუსწორა და უთხრა, რომ საზღვაო ქალაქში სწორედ მსგავსი ნაკეთობები იზიდავს ტურისტებს.
„მეტად მნიშვნელოვანი სხდომა ჩატარდა, რადგან რეგიონის განვითარების ფონდიდან გამოიყო თანხა, რომელიც ცენტრალურ მოედანს და მიმდებარე ტერიტორიას მოხმარდება," - ასე შეაფასა იმ დღის მუშაობა საკრებულოს თავმჯდომარემ.
რიგით 33-ე, რიგგარეშე სხდომა სულ მცირე ხანს გაგრძელდა: დაიწყო 14ს.15 წუთზე და დასრულდა 14ს.45 წუთზე.
ირაკლი ვაჩიბერაძე
30.01.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
valutis kursebi
22-05-2012
1.6211   -0.0008
2.071   0.0128
2.5649   0.0028
5.2028   0.0362
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 26 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.