მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
`მეორე ვადის მეცხრე წელს გაახსენდათ გურია~
_ `ჩვენთან მოდიან შეწუხებული ადამიანები, რამლებიც თავიანთ პრობლემებზე საუბრობენ. მათ შორის დაბა ლაითურიდან. შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ ასეთი დაბა, ან სოფელი არსებობს და მას მხარდაჭერა სჭირდება,~ _ აღნიშნა გურიის `თავისუფალი დემოკრატების~ ლიდერმა თემურ სალუქვაძემ ჟურნალისტებისათვის გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობა აღნიშნული დაბის მოსახლეობის წარმომადგენლებმაც მიიღეს. Gგამომსვლელმა აღნიშნა ისიც, რომ დაბის, და საერთოდ ჩვენს რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარების იმედი ხელისუფლებისაგან, მათ არ გააჩნიათ, რადგან ყველაფერი, რაც კეთდება, ხელისუფლების პიარკამპანიაა და შიშით გამოწვეული ქმედება.
_` განცდა იმისა, რომ ხელისუფლება გამოიჩენს გულისხმიერებას, ჩვენ არ გაგვაჩნია. რასაც ნაციონალური მოძრაობა აკეთებს, ეს მხოლოდ პიარკამპანიაა, და არა მათი კეთილი ნება. მეორე ვადის მეცხრე წელს გაახსენდათ გურია. ეს არის შიშით გამოწვეული ქმედება, ბიძინა ივანიშვილისა და მისი პარტნიორების გამოჩენის შემდეგ, რომლებიც აუცილებლად მოვლენ ხელისუფლებაში.~
საერთო ფონის აღწერის შემდეგ, თემურ სალუქვაძემ დაბის პრობლემები ჩამოთვალა. რომელიც მსგავსია ყველა სხვა სოფლისა და არის ასევე ყოფითიც. _ `ჩვენ გვახსოვს, როგორი განვითარებული, ძლიერი იყო ლაითური. ხელისუფლებამ ელემენტარული პრობლემების გადაჭრაც კი არ ინება.~ გამომსვლელმა პატიმრების ოჯახებზე ზეწოლა დაასახელა, რომელიც მიმდინარეობდა გასული არჩევნების დროსაც. _` უკვე მიმდინარეობს პატიმართა ოჯახებზე მუშაობა _პატიმარი იქნება გათავისუფლებული, თუ გაიმარჯვებს ნაციონალური მოძრაობა. მათ უკვე დაწყებული აქვთ წინასაარჩევნო პერიოდი. ადრეც ჰპირდებოდნენ აქ პატიმრის გათავისუფლებას, თუმცა მხოლოდ პატრიარქის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს~.
გამომსვლელი მიწის უკანონო პრივატიზებისა და სოფლის განვითარების პროგრამით დახარჯულ თანხებსაც შეეხო. 14 ჭა გაკეთდა დაბა ლაითურში სოფლის განვითარების პროგრამით, თითო 1400 ლარის ღირებულების. პროგრამით კი 100 000 ლარი იყო გამოყოფილი.
ამ საკითხებზე უფრო დაწვრილებით ისაუბრა ლაითურელმა ლევან დუმბაძემ:
_ `ლაითურში საერთოდ არ გაკეთებულა არაფერი, ამომრჩეველთა რაოდენობა და არჩევნების შედეგებიც გაყალბებული იყო. ამჟამად, ჭეიშვილის ქუჩაზე ორ პატიმარზე მიმდინარეობს ვაჭრობა. არ გვაქვს გზა. ავარიულია მისასვლელი ხიდი. 2007 წელს, ფარული აუქციონის შედეგად, ჩვენი მიწები `გეოპლანტს~ მიჰყიდეს კვადრატული მეტრი 10 თეთრად და ახლა თვითონ ძვირად ჰყიდის. ჩვენ რომ შევიძინოთ, კვადრატული მეტრი 60 თეთრი გვიჯდება გაფორმებიანად.
ისაუბრა ასევე მერიის რკინიგზის სადგურის აღდგენაზე, სადაც უნდა ხდებოდეს მატარებლის ბილეთების გაყიდვა, რადგან ქალაქში ჩამოსვლა იქაურთათვის დამატებით პრობლემებს ქმნის.
კამათი მოჰყვა გამოსვლას პრესის შესახებ. როცა მედიასაშუალებების ნაწილს გამომსვლელმა სახელისუფლებო და ნაწილს ოპოზიციური უწოდა (როგორც აღინიშნა, გარკვეულ პრობლემას დისტრიბუციაც წარმოადგენს), ჟურნალისტებს მოსთხოვეს, ადგილზე მივიდნენ და ნახონ იქაური პრობლემები და რეალურად გააშუქონ ის. რაც დამსწრეთა დანარჩენმა ნაწილმაც დაადასტურა.
შეკითხვაზე, როგორ უყურებს ადგილობრივი მოსახლეობა ლაითურში ციხის მშენებლობის საკითხს, მათ უარყოფითი პასუხი გასცეს. ჩვენ, არ გვჭირდება ციხის მშენებლობა, ჩვენ წარმოებების გახსნა და სოფლის განვითარების სწორი პროგრამა გვჭირდება რათა შეიქმნას სამუშაო ადგილები_თქვეს მათ.
გაზეთი `ალიონი~
05.02.2012
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
valutis kursebi
22-05-2012
1.6211   -0.0008
2.071   0.0128
2.5649   0.0028
5.2028   0.0362
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 26 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.