მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
კახეთის სამი მუნიციპალიტეტი _ ახალი გამგებლის მოლოდინში

 უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების პირველი პირის თანამდებობა თავისუფალია. "ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის თანახმად (28.12.2009), საკრებულოს თავმჯდომარე, `საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელს (მერს)". თუმცა როგორც აღნიშნულ უწყებაში განმარტავენ, გამგებლის პოზიციაზე, ამ დრომდე კანდიდატი არ ჰყავთ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას გიორგი პეტრუზაშვილი ასრულებს. `კანონმდებლობის მიხედვით, რა თქმა უნდა, საკრებულოს თავმჯდომარე თავად შეარჩევს პიეოვნებას, რომელსაც შემგომ საკრებულოს წევრებს სესიაზე წარუდგენს. სხდომის დასრულების მერე ბრძანება იწერება და ამის შემდეგ ინიშნება გამგებლად. ეს არის სამართლებრივი ფორმა. ხალხში არაერთ პიროვნებაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამგებლად ინიშნება, თუმცა ყველაფერი ჭორის დონეზეა, ამ ეტაპზე კანდიდატი არ გვყავს," _ აღნიშნა `სპექტრთან~ საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ზაქარია იაგანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა შოთა უტიაშვილმა თანამდებობა გასული წლის 16 დეკემბერს დატოვა და რამდენიმე დღეში კახეთის სამაშველო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 14 დეკემბერს სიღნაღის გამგებელი ნოდარ კოჭლამაზაშვილიც პირადი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა ამას წინ უსწრებდა კახეთის საოლქო პროკურატურის მიერ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის კახი ღვინიაშვილის დაკავება. ეს ფაქტი საგზაო სამსახურის თანამშრომლების საქმეს უკავშირდებოდა, რომლებიც უფროსთან, რეზო ტუხაშვილთან ერთად, საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვის ბრალდებით დააპატიმრეს.

ამავე საქმეს უკავშირდებოდა გამგებლის, ნოდარ კოჭლამაზაშვილის მოხსნაც. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის საგზაო სამსახურის ხელმძღვანელთან კორუფციულ გარიგებაში იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, ნოდარ კოჭლამაზაშვილი, სამსახურის გარეშე არ დარჩა და იგი ამჟამად სიღნაღის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსია.

გარდა სიღნაღისა და გურჯაანისა, ამ დროისთვის ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაც ვაკანტურია. როგორც "სპექტრთან" პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის მხარეში-გუბერნატორის პირველი მოადგილე, გიორგი სიბაშვილი აღნიშნავს, მიმდინარე წლის 30 იანვრის განკარგულებით, ყვარლის მინუციპალიტეტის გამგებელი ლევან გამსახურდია, გუბერნატორის მოადგილედ ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის დარგში დაინიშნა. 


ინგა ბიტარაშვილი
06.02.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Just cause it's silmpe doesn't mean it's not super helpful.
: To think, I was confused a mniute ago.
ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
valutis kursebi
22-05-2012
1.6211   -0.0008
2.071   0.0128
2.5649   0.0028
5.2028   0.0362
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 26 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.