მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
რუსთავში წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი გაიხსნა

   27 იანვარს მართმადიდებლურმა სამყარომ ქართველთა განმანათლებლის, წმინდა მოციქულთასწორი ნინოს ხსენების დღე აღნიშნა.

    ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა. ქართველებისთვის წმ.ნინოს ხსენების დღე ერთი-ერთი უდიდესი დღესასწაულია. მისი საქართველოში შემობრძანების და ჩვენს ქვეყანაში მოღვაწეობის დროიდან ხომ ქართული სახელმწიფო ქრისტიანობის გზას დაადგა.

    წმ.ნინო და მისი ვაზის ჯვარი, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მას ქართველთა გასანათლებლად გადასცა, ჩვენი ცხოვრების უმნიშველოვანესი სიმბოლოებია.

    იგი განსაკუთრებით უყვართ და სწორედ მის პატივსაცემად და მფარველობის იმედად, ქართველები ხშირად არქმევენ შვილებს ნინოს. აღსანიშნავია, რომ ეს სახელი ჩვენს ქვეყანაში ერთი-ერთი ყველაზე გავრცელებულია.

   წმ.ნინოს ცხოვრების შესახებ საუკუნეების მანძილზე უამრავი რელიგიური ნაწარმოები, ლექსი, ფრესკა და ხატი შეიქმნა. მის სახელზე იგებოდა ტაძრები და უფლის ნებით, უკვე რუსთავშიც აშენდა ამ წმინდანის სახელობის ეკლესია.

   თითქმის 10წლიანი მოლოდინის შემდეგ, 27იანვრის თოვლიან დილას სალომე უჯარმელის ქუჩაზე რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემ აკურთხა წმ.ნინოს სახელობის ტაძარი, რომლის წინამძღვარიც დეკანოზი სერგი(კასრაძე) არის.

  ღვითმსახურების დასრულების შემდეგ მეუფე იოანემ მრევლს წინაშეც იქადაგა, რომლის დროსაც მან მამა სერგის მამა, არქიმანდრიტი მიქაელი გაიხსენა. მეუფლე იოანე, რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი: 

  _ სრულიად მართმადიდებლური სამყარო იხსენებს წმ.ნინოს და ლოცვას აღავლენს. დღეს მის სახელზე ეს ულამაზესი ტაძარიც გაიხსნა, რომელიც რუსთავქალაქის ამ კუთხეს კიდევ უფრო გაალამაზებს. როგორც იცით, იგი ერთი კვირის წინ უნდა გვეკურთხა, მაგრამ წმ.ნინომ ინება, რომ მის დღესასწაულზე გახსნილიყო. აქვე მინდა გავიხსენოთ მამა სერგის მამა არქიმანდრიტი მიქაელი. როცა ეკლესია იდევნებოდა, იგი მორწმუნე სწორედ მაშინ იყო და 80-მდე ფსალმუნი ზეპირად იცოდა. სულ გვიკვირდა ხოლმე როგორ ისწავლა. თავისი მოღვაწეობით მან, იმდენი მადლი შეიძინა, რომ შვილსაც გადასცა. მამა სერგიმ გაჭირვების ჟამს აქ საბავშვო ბაღი და სკოლა გახსნა. ახლა კი მათი ღვაწლის გვირგვინად ეს ტაძარიც აიგო. წმ.ნინო ფარავდეს სრულიად საქართველოს..

    მეუფეს ქადაგების შემდეგ, მამა სერგიმ მიმართა მრევლს და დღესასწაული და ტაძრის გახსნის მიულოცა.

       საზეიმო წირვა-ლოცვას ეკლესიის ხუროთმოძღვარი გიორგი დავითულიანიც ესწრებოდა. გთავაზობთ მის კომენტარს:

_ როგორც ცნობილია, მშენებლობას საფუძველი 2002წელს ჩაეყარა, მაგრამ რამდენიმე წლის განმავლობაში შეჩერებული იყო. ბოლო ორი წელია, რაც ტაძრის აგებას აქტიურად შევუდექით. ახლა უკვე ეზოც კეთილმოეწყობა. ღობე, კელიები და განათება გაკეთდება. მნიშვნელოვანია, რომ მშენებლობაში მრევლიც გვეხმარებოდა. რაც მთავარია, უფლის ნებით, ეკლესია დღეს უკვე იკურთხა და ამის შემდეგ წირვა-ლოცვა აღევლინება.  


ნათია ჯიოშვილი
06.02.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
valutis kursebi
22-05-2012
1.6211   -0.0008
2.071   0.0128
2.5649   0.0028
5.2028   0.0362
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 26 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.