მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
შალვა მამაცაშვილი და ლევან კირთაძე წლის საუკეთესო მებრძოლებად დაასახელეს

     15 ბრძოლა და არცერთი მარცხი _ ეს რუსთაველი სპორტსმენების შალვა მამაცაშვილისა და ლევან კირთაძის გასული წლის შედეგია.

    ახალგაზრდა წარმატებული მებრძოლების გამარჯვებების სერია კვლავ გრძელდება. მათ 2011 წელსაც არაერთ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა და პრიზებთა მრავალფეროვან კოლექციას კიდევ რამდენიმე თასიც შემატეს.

  თავისუფალ ორთაბრძოლებში მოასპარეზე შალვა მამაცაშვილი საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციამ გასული წლის საუკეთესო მებრძოლადაც დაასახელა, ხოლო ლევანს კი ეს ტიტული კლუბმა ”მეომარმა” მიანიჭა.

    ცერემონია სასტუმრო “ამბასადორში” გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდული კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე ესწრებოდნენ.

   შეგირდების ასპარეზობით კმაყოფილია მწვრთნელი ბესიკ ასლამაზიშვილიც. როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ამ შედეგით არ დაკმაყოფილდებიან და 2012წელსაც უმაღლესი მიზნებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას.

  შალვა მამაცაშვილი: 

  _ გასულ წელს ეროვნულ პირველობაზე, თბილისის ღია ჩემპიონატზე, პროფესიონალურ ორთაბრძოლებში ჩატარებულ ტურნირებში მივიღე მონაწილეობა და საბედნიეროდ ყველგან საუკეთესო შედეგი ვაჩვენე. რის შედეგადაც კონფედერაციამ საუკეთესო მებრძოლად დამასახელა. ვეცდები, ეს ტიტული მომავალ წლებშიც შევინარჩუნო.

   ლევან კირთაძე:

_ მოხარული ვარ, რომ კლუბმა საუკეთესო სპორტსმენად დამასახელა, რისთვისაც მის ხელმძღვანელობას დიდ მადლობას ვუხდი. ვფიქრობ, მათ იმედებს გავამართლებ და 2012 წელი ჩემთვის უფრო წარმატებული იქნება. შეგახსენებთ, რომ შალვა და ლევანი რამდენიმე თვეში ხორვატიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზეც გეგმავენ ასპარეზობას. 


ნათია ჯიოშვილი
06.02.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
valutis kursebi
22-05-2012
1.6211   -0.0008
2.071   0.0128
2.5649   0.0028
5.2028   0.0362
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 26 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.