მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
"ჩვენი ადგილი აქ არ არის, ჩვენი ადგილი სტუდიაში, კამერებთან, თქვენთანაა" _ გიორგი გაბუნია
ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსთავი2-ის მხარდასაჭერად აქციაზე მოსულ ადამიანებს მიმართა. მან აღნიშნა, რომ სიტყვით გამოსვლამდე, ზაალ უდუმაშვილმა ის გადაამოწმა, რათა რაიმე „ისეთი არ ეთქვა, რაც აქციას დაშლიდა“. „მაგრამ რა დაგშლით თქვენ, იმდენნი ხართ. თქვენ ვერაფერი ვერ დაგშლით და ვერც ჩვენ ვერაფერი ვერ დაგვშლის. მე უნდა ვთქვა, რომ რამდენიმე საათში გადაცემა მაქვს, პირდაპირი ეთერი მაქვს პოსტსკიპტუმის და წესით, ამ დროს აქ არ უნდა ვიყო. მთელი ჩვენი ჯგუფი ამ დროს ძალიან დატვირთულად ვმუშაობთ. იმდენად ბევრი საქმე გვაქვს ამ დროს, რომ ჭამისთვისაც ვერ ვიცლით ხოლმე. მაგრამ ნახეთ, მდგომარეობა ისეთია, რომ გადაცემამდე რამდენიმე საათით ადრე ჩვენ ყველანი ქუჩაში ვდგავართ იმიტომ, რომ ჩვენ იძულებულები ვიყავით, რომ ქუჩაში გამოვსულიყავით თქვენთან ერთად,“ - განაცხადა გიორგი გაბუნიამ. მან აღნიშნა, რომ აქციაზე ისინი დამოუკიდებელი, თავისუფალი და ევროპული საქართველოსთვის იბრძვიან. „ჩვენი ადგილი აქ არ არის, ჩვენი ადგილი არის სტუდიაში, კამერებთან, ჩვენი ადგილი არის თქვენთან, იქ, სადაც თქვენ ყველაზე მეტად გიჭირთ, იქ, სადაც ქვეყნის ყველაზე მნიშნელოვანი მოვლენები ხდება,“ - განაცხადა გიორგი გაბუნიამ. მან დაამატა, რომ ხელისუფლება აუცილებლად დამარცხდება ამ ბრძოლაში. "ჩვენ დავბრუნდით თქვენთან ერთად და თქვენთვის," - განაცხადა გიორგი გაბუნიამ. მან აღნიშნა, რომ რუსთავი2 იქნება ნომერი 1 ტელევიზია საქართველოში. გიორგი გაბუნიამ ასევე წარმატებები და ჯანმრთელობა უსურვა პატიმრობაში მყოფ მამა გიორგი მამალაძეს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. rustavi2.com
წყარო: gurianews.com
gurianews.com
19.02.2017
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
25-09-2017
2.4804   0.0000
2.9708   0.0000
3.3617   0.0000
4.3075   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 29 °C + 28 °C
ღამით + 19 °C + 18 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.