მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თვითმმართველობის რეფორმას აკრიტიკებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თვითმმართველობის რეფორმას აკრიტიკებენ

სპექტრი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი კონცეფციის თანახმად, თვითმმართველობებში რეფორმა განხორციელდება, რომელიც დეცენტრალიზაციას გულისხმობს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ზურა დანელიშვილს ახალ პროექტთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრებები აქვს და განმარტავს, რომ შესაძლოა, ქვეყნის მასშტაბით, არსებული 200 მუნიციპალიტეტი შეიქმნას, რაც ბევრ გაუგებრობას გამოიწვევს.

“საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის პრინციპები” ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრომ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს გასულ კვირას გააცნო. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა, ახალი კონცეფციის მიზანი ცენტრალიზებული მოდელის დეცენტრალიზებით ჩანაცვლებაა. მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს თვითმმართველობების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობას.

გაირკვა, რომ სისტემა ორდონიანი გახდება. პირველ დონეზე ჩამოყალიბდება სამხარეო საბჭო, რომელიც ოპოზიციური სუბიექტებითა და უპარტიო წარმომადგენლებით დაკომოპლექტდება. მხარის ადმინისტრაციაში შემავალი საკრებულოების წარმომადგენლებისგან სამხარეო საბჭო სამ კანდიდატს შეარჩევს, რომლებსაც საქართველოს მთავრობას წარუდგენს, მთავრობა ერთ-ერთ მათგანს მხარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაამტკიცებს. რაც შეეხება სასოფლო ტიპის დასახლებებს, აქ საზოგადოებრივი თვითმმართველობები ამოქმედდება, რომელიც მოსახლეობით დაკომპლექტებული სოფლის კრებით იქნება წარმოდგენილი. კრებას ეყოლება თავმჯდომარე და წარმომადგენელთა საბჭო, რომელსაც ხალხი აირჩევს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ზურა დანელიშვილს მიაჩნია, რომ რეფორმის გატარება აუცილებელია, თუმცა გარკვეულ ასპექტში სამინისტროს შეხედულებებს არ იზიარებს.

-”ზოგადად მომწონს, მაგრამ ძალიან კრიტიკული შენიშვნებიც მაქვს. ჯერჯერობით მხოლოდ კონცეფციაა, ფორმალურად რა სახეს მიიღებს არავინ იცის, მაგრამ როგორც მე ერთ-ერთს მოვუსმინე, მგონი შერგილაშვილს, პრაქტიკულად ქვეყნის მასშტაბით, არსებული მუნიციპალიტეტები უქმდება და იქმნება, 200 მუნიციპალიტეტი. გამოდის, რომ გურჯაანის რაიონი გაიყოფა სამ-ოთხ მუნიციპალიტეტად. ორდონიანი თვითმმართველობების შექმნა ბევრ გაუგებრობას გამოიწვევს,” – გვითხრა ზურა დანელიშვილმა და აქვე დასძინა:
-”კახეთის მხარეში შეიქმნება სამხარეო მმართველობა, რასაც მივესალმები. სოფლებში იქნება თვითმმართველობები და ჩატარდება კრება, რომელიც აირჩევს სოფლის საბჭოს. გამგებელსაც ალბათ პირდაპირი წესით აირჩევენ. მაგასაც მივესალმები, მაგრამ რამდენადაც ვიცი, შუალედური რგოლი, ამჟამინდელი მუნიციპალიტეტის სახით, უქმდება. ეს არის ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ერთიანი სამეურნეო, ეკონომიკური, კულტურული, სოცილური ერთეული, რომლის ასე ხელაღებით გაუქმება და დანგრევა, ვიმეორებ, ძალიან დიდ გაუგებრობას გამოიწვევს და პრაქტიკულად, ვერც განხორციელდება.”

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც დემოკრატიის განვითარებას უწყობს ხელს.

-”აღნიშნული რეფორმა ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის უფრო მეტ ჩართულობას ითვალისწინებს. რეფორმის შედეგად ის ფუნქციები, რომლებიც დღეს ცენტრალური ხელისუფლების დონეზეა, დროთა განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე გადავა,” _ განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, თვითმმართველობის კონცეფცია კანონმდებლობის სახის მიღებისთანავე _ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.


ლანა გულოშვილი
04.03.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Hey, subtle must be your mildde name. Great post!
: I see, I supospe that would have to be the case.
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
17-12-2017
2.5405   0.0000
2.998   0.0000
3.4073   0.0000
4.3152   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 9 °C + 9 °C
ღამით + 1 °C + 1 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.