 |
 |
 |
 |
 |
|
| 2010.09.02
ტყის ხანძარსაწინააღმდეგო სტრატეგია მოშლილია |
,,ბორჯომი~. ბორჯომის რაიონში ყოველთვის პრესტიჟული იყო ტყისმცველის თანამდებობა. ტყის მუშაკთა თაობათა ცვლა ხდებოდა ძირითადად იმ ადამიანებით, ვისაც ჰქონდა ტყის დაცვის სათანადო გამოცდილება. ესენი იყვნენ ყოფილი სეზონური თანამშრომლები _ ტყისმცველი-მეხანძრეები. ასეთი შტატი ყველა სატყეოში იყო მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით.  |
|
 |
|
| 2010.09.02
ვუძლებთ, მაგრამ როდემდე? |
,,ბორჯომი~. პარადოქსია პირდაპირ, აბა, რა არის, ტელევიზიით ათასგვარ ლოზუნგებს ვისმენთ ჩვენი წარმატებული, ლაღი ცხოვრების, თვალში საცემი ეკონომიკის აღმავლობის შესახებ, მაშინ, როცა ქვეყანა უმუშევრობას მიაქვს, უმეტესობა ათასგვარი ჩალიჩით ირჩენს თავს, ვინც მუშაობს, (სახელისუფლებო ორგანოების გარდა) ხელფასი მიზერული აქვს და ასეთი ხელფასების და ასევე მიზერული პენსიების პატრონს თვიდან თვემდე ძლივს გააქვს თავი.  |
|
 |
|
| 2010.09.02
ლაშა იორდაშვილი: სამუშაოებს წლის ბოლომდე დავამთავრებთ |
,,ბორჯომი~. ბაკურიანელების ონკანებში სუფთა, გაფილტრული წყალი რომ დროულად გადმოჩუხჩუხდეს, ამისთვის ოთხი სამშენებლო კომპანია: ,,მამისონი~, ,,ნიუ-ენერჯი~, ,,ტაჰილი~ და ,,ფერი~ ერთობლივად უნდა ამოქმედდეს, ანუ მათი შრომა ერთმანეთზე ჯაჭვივითაა გადაბმული, ერთს წყალი მიყავს რეზერვუარამდე, მეორე და მესამე აშენებენ გამწმენდ ნაგებობას, მეოთხეს კი წყლის მაგისტრალი მოყავს წესრიგში.  |
|
 |
|
| 2010.09.02
თელავის აკვაპარკში მეორადი ატრაქციონები დამონტაჟდა? |
სპექტრი. აგვისტოს ბოლოს თელავში აკვაპარკის მშენებლობის მხოლოდ პირველი ეტაპი დასრულდა, რომელიც 27 აგვისტოს გრანდიოზული კონცერტით გაიხსნა. პროექტის ინიციატორი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილია. სამუშაოებს შპს "ევროპარკი" ასრულებს.  |
|
 |
|
| 2010.09.02
შპს "ფაუნას" დაცვის უფროსს შვლის თავი და მუქარის წერილი გაუგზავნეს |
შ.პ.ს. "ფაუნას" სამონადირეო მეურნეობაში, რომელიც ჭიაურის ტყის ტერიტორიაზეა განთავსებული, მორიგი შემოვლის დროს ტომარაში ჩადებული შვლის თავი, ფეხები და ტყავი იპოვეს. აქვე იდო წერილი, სადაც დაცვის უფროსის, ზურა გოგოლაძის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ.
"სპექტრი" ადგილზე მივიდა და თვითმხილველებს გაესაუბრა. შ.პ.ს. "ფაუნას" თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ სამონადირეო მეურნეობას ყოველდღე ათვალიერებენ და წინა დღეებში საეჭვო არაფერი უნახავთ.  |
|
 |
|
| 2010.09.02
გამოგონილი მიზეზების ფონზე ხელოვნურად გაზრდილი ფასები |
სპექტრი. ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც სამომხმარებლო კალათა მნიშვნელოვნად გაძვირდა, თუმცა მოსახლეობა ფასების მომატებას ყველაზე მტკივნეულად მაინც პურ-პროდუქტებზე განიცდის. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეს არ არის ტრაგედია, რადგან ანალოგიური სიტუაციაა მსოფლიოში. ეკონომიკის ექსპერტის აზრით კი საქართველოში ფასებზე ზედამხედველობა (კონტროლი) არ არსებობს, ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთმა იმპორტიორმა იმაზე მეტად გააძვირა შემოტანილი ხორბლის ღირებულება, ვიდრე ეს საერთაშორისო ბირჟებზე მოხდა  |
|
 |
|
| 2010.09.02
"ჯუგაანის სკოლა არასრულყოფილი პროექტის მიხედვით აშენდა" |
სპექტრი. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის საჯარო სკოლას, რომლის ასაშენებლად მსოფლიო ბანკმა 3,871,554.55 ლარი გამოყო, სხვადასხვა სახის ხარვეზები ჯერ კიდევ შენობის ექსპლოატაციამდე აღენიშნა. ძვირადღირებული სამუშაოების ფონზე წარმოქნილი ნაკლოვანებების მიზეზად, სამშენებლო კომპანია არასრულყოფილად შედგენილ პროექტს ასახელებს. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ვადები არასწორად იყო გათვლილი და სამშენებლო პროცესი გარკვეულწილად ნაჩქარევად შესრულდა.  |
|
 |
|
| 2010.09.02
მეტყევეების თვითნებური საქციელი მოსახლეობას პრობლემებს უქმნის |
სპექტრი. ხელისუფლების წარმომადგენლები დღემდე გვარწმუნებენ, რომ პრეზიდენტის მითითება "გაზი და წყალი ყველა სოფელს" წარმატებით სრულდება, თუმცა, კახეთის რეგიონში მრავლადაა სოფლები, სადაც აღნიშნული საკითხი ჯერ კიდევ გადასაჭრელია. სწორედ ამის გამო მოსახლეობის გარკვეული ნაწილი იძულებულია ზამთრისთვის შეშა მოიმარაგოს, მაგრამ რეინჯერების (მეტყევეების) თვითნებური საქციელის გამო მათ არაერთი პრობლემა ექმნებათ.  |
|
 |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
|
თბილისი
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
+ 2 °C
|
-1 °C
|
|
ღამით |
-10 °C
|
-7 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
|