მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი



გურიის მოამბე


"გურიის მოამბეს" ტირაჟი დღეისათვის აჭარბებს 2 000- (ორი ათასი), ამათგან მკითხველთა 60 %-ს შეადგენენ ხელმომწერები, რაიონების მიხედვით ხელმომწერთა რაოდენობა შემდეგნაირად არის გადანაწილებული ჩოხატაური-500 (ხუთასი); ლანჩხუთი-200 (ორასი); ოზურგეთი 1 300 (ათასს სამასი).

გაზეთი ვრცელდება საკუთარი დამოუკიდებელი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით, რომლებიც გურიის მხარის მუნიციპალურ ცენტრებში გაზეთის ოფისებში არიან განთავსებული, გაზეთის დაფარვის ზონა მხარის მასშტაბით დღეისათვის შეადგენს, გურიის რეგიონის დასახლებული პუნქტების 70 %-ს

  • გაზეთის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, გვერდების მთლიანი ღირებულებაა დაფინანსებული 200 ლარი; რეკლამა 300 ლარი; პოლიტიკური რეკლამა – 400 ლარი;
  • მეექვსე მეშვიდე გვერდები შესაბამისად დაფინანსებული-100 ლარი; რეკლამა 200 ლარი; პოლიტიკური რეკლამა – 300 ლარი;
  • მერვე გვერდი დაფინანსებული-300 ლარი; რეკლამა 400 ლარი; პოლიტიკური რეკლამა – 500 ლარი;
  • პირველი გვერდის (არ იყიდება მეოთხედზე მეტი) ღირებულებაა: დაფინანსებული - 300 ლარი; რეკლამა 400 ლარი; პოლიტიკური რეკლამა – 500 ლარი.











regionis Sesaxeb

მდებარეობა: გურია მდებარეობს საქართველოს დასავლეთ ნაწილში.  მისი ფართობია: 2,0333კვ. კმ.

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულები:  ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური

ადმინისტრაციული ცენტრი: ოზურგეთი

ადმინისტრაციული მოწყობა: მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: ქალაქის მერია - 1, რაიონის გამგეობა - 3, მუნიციპალიტეტის საკრებულო - 3,  მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული.

მოსახლეობა: 143 000 კაცი, მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა ქართველებია, ასევე ცხოვრობენ თურქი მესხები, სომხები კი მოსახლეობის დაახლოებით 2% შეადგენენ.

ეკონომიკა: ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო რეგიონში ძირითადად განვითარებულია სოფლის მეურნეობა და მასთან დაკავშირებული გადამამუშავებელი მრეწველობა. რეგიონი მდიდარია წყაროს წყლებით, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა ეპიდოლოგიურ და ჰიგიენურ მოთხოვნას, უსაფრთხოა რადიაციული და ქიმიური თვალსაზრისით. რეგიონის წამყვანი დარგებია: მეციტრუსეობა, მარცვლეულის მეურნეობა, მეცხოველეობა. მრეწველობაში წამყვანია კვების და საშენ მასალათა დარგები.

ღირსშესანიშნაობები: გურია გამოირჩევა განსაკუთრებული თვითმყოფადობის მქონე, მდიდარი, შესრულების მხრივ ურთულესი ფოლკლორის ნიმუშებით, რომლის ნათელ მაგალითსაც "კრიმანჭული" წარმოადგენს.

გურიის ტერიტორია მდიდარია არქეოლოგიური ძეგლებითა და უძველესი ნამოსახლარებით, უძველესი მათგანი 250 000 წლის წინანდელია. ძეგლებს შორის აღსანიშნავია: ტაძარი "შემოქმედის ზარზმა"(ოზურგეთის რაიონი, 1577 წ.), ჯიხეთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი - (ამჟამად დედათა მონასტერი, ლანჩხუთის რაიონი, 1896 წ.), ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერი (ოზურგეთის რაიონი), გურიის უდაბნოს სავანე - უძველესი სამონასტრო კომპლექსი, სადაც იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერი მდებარეობს (ჩოხატაურის რაიონი) და სხვ.

აღსანიშნავია გურიის ცნობილი სამკურნალო კურორტი ბახმარო, რომელიც აჭარა-გურიის მთაგრეხილზე, ზღვის დონიდან 2 050 მეტრზე, ჩოხატაურის რაიონში მდებარეობს.

სასარგებლო კონტაქტები:

© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.