 |
მდებარეობა: აჭარა განლაგებულია საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ის საქართველოს შემადგენლობაში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკაა და მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების - აჭარის და ლაზეთის (ნაწილობრივ) ტერიტორიას, რეგიონის ფართობია 2.900 კმ².
ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულები: ბათუმი, ქედი, ქობულეთი, ხელვაჩაური, შუახევი, ხულო
ადმინისტრაციული ცენტრი: ბათუმი
ადმინისტრაციული მოწყობა: ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით საკანონმდებლო ორგანოა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო (30 წევრი), რომელიც აირჩევა 5 წლით. აღმასრულებელი ორგანო - მინისტრთა საბჭო. აჭარის ავტონომიის ადმინისტრაციული ერთეულებია: ქალაქის მერია - 1, რაიონის გამგეობა - 5, სადაბო საკრებულო - 3, სოფლის საკრებულო - 56.
მოსახლეობა: 376 000 კაცი, ქართველები შეადგენენ მოსახლეობის 93%-ს, მათ გარდა აჭარაში ცხოვრობენ სომხები, ბერძნები, რუსები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები.
ეკონომიკა: აჭარა ძირითადად აგრარული რეგიონია, სადაც მისდევენ სუბტროპიკული კულტურების (ჩაი, ციტრუსები) მოყვანას. მნიშვნელოვანი დარგების აგრეთვე: ნავთობის მრეწველობა, მანქანათ-მშენებლობა და ტურიზმი. ნავთობი მოედინება ბათუმიდან, რომელიც წარმოადგენს გაზსადენის ბოლო პუნქტს. ბათუმის, როგორც საპორტო ქალაქის მნიშვნელობა გაიზარდა თურქეთ-საქართველოს საზღვრის გახსნის შემდეგ სარფთან.
ღირსშესანიშნაობანი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე არქიტექტურისა და კულტურის ძეგლებს შორის უმნიშვნელოვანესია: გონიოს ციხე - ისტორიული ციხესიმაგრეა აჭარაში, შავი ზღვის ნაპირზე, მდინარე ჭოროხის შესართავთან, უძველესი ცნობა მის შესახებ ეკუთვნის რომაელ ავტორ პლინიუს სეკუნდუსს (ახ. წ. I ს.), ხულოს რაიონში მდებარე სხალთის ხუროთმოძღვრული კომპლექსი - კომპლექსის შემადგენლობაში შედის ნანგრევების სახით შემორჩენილი მცირე ეკლესია, რომელიც X-XI საუკუნეების მიჯნაზე უნდა იყოს აგებული, XIII საუკუნის ღვთისმშობლის ტაძარი, მარანი და ფრაგმენტულად დაცული ეზოს გალავანი.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბათუმის ბოტანიკური ბაღი - რომელიც გაშენებულია ბათუმიდან 9 კმ-ის დაშორებით, მწვანე კონცხზე, 111 ჰა ფართობზე. ბაღში სამი დენდროპარკი, კოლხეთის ტყის ნაკრძალი და ლანდშაფტურ-გეოგრაფიული პრინციპით შექმნილი 9 ფლორისტული განყოფილებაა: ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ჰიმალაის, აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკის, მექსიკისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისა. მცენარეთა კოლექცია შეიცავს 5000-ზე მეტ სახეობას.
სასარგებლო კონტაქტები:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
საქართველო, 6010, ქ. ბათუმი, გამსახურდიას, 10
ტელ: (+995 222) 72006
ფაქსი: (+995 222) 77300
info@adjara.gov.ge;
contact@adjara.gov.ge
|
 |