 |
მდებარეობა: ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და
სომხეთსა და თურქეთს ესაზღვრება, სამცხე-ჯავახეთი ფართობია 6.414 კმ2, რაც
საქართველოს 9,2%-ს შეადგენს.
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები: ადიგენი, ახალქალაქი, ახალციხე, ასპინძა,
ბორჯომი და ნინოწმინდა.
ადმინისტრაციული
ცენტრი: ახალციხე
ადმინისტრაციული
მოწყობა: მხარის
ადმინისტრაციული ერთეულებია: ქალაქის მერია -1, რაიონის გამგეობა - 6, სადაბო საკრებულოები-
5, სოფლის საკრებულოები - 77. მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს
საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული.
მოსახლეობა: სამცხე-ჯავახეთში 210.000 ადამიანი
ცხოვრობს, აქედან 54.5 პროცენტი სომეხია, 43 პროცენტი - ქართველი. რეგიონში აგრეთვე ცხოვრობენ რუსების, ოსების,
ბერძნების და უკრაინელების მცირერიცხოვანი თემები.
ეკონომიკა: სამცხე-ჯავახეთი ძირითადად
სასოფლო-სამეურნეო რეგიონია, თითქმის მთელი სამრეწველო პროდუქცია ბორჯომში
იწარმოება. აქვეა თავმოყრილი მხარის საკურორტო-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა.
ეკონომიკური თვალსაზრისით დიდად პერსპექტიულია ტურისტული მეურნეობის განვითარება,
ასევე ახალქალაქსა და თურქეთის ქალაქ ყარსს შორის დაგეგმილი რკინიგზის მშენებლობა.
ღირსშესანიშნაობები: მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების,
არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია: ვარძია,
კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII - XIII საუკუნეების ქართული მხატვრული
კულტურის ძეგლი, რომელიც მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის რაიონში
(ასპინძინდან 30 კმ), შუა საუკუნეების ციხესიმაგრე ხერთვისი, ზარზმის მონასტერი -
ქართული ხეროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ზარზმაში, ადიგენის რაიონში, ციხე-ქალაქი
თმოგვი, საფარის მონასტერი - ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა,
ხუროთმოძღვრების ძეგლი, რომელიც დაარსებულია არა უგვიანეს X საუკუნისა და სხვ.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონი განთქმულია თავისი სამკურნალო-დასასვენებელი კურორტებით: ბაკურიანი, ბორჯომი, წაღვერი, აბასთუმანი.
სასარგებლო კონტაქტები:
|
 |