შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ყველას მოუწევს პასუხისგება თავის ვალდებულებებსა და სიტყვებზე - გახარია ხაზარაძეს

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 04 მარტი 2019
შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ყველას მოუწევს პასუხი აგოს, როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე. ამ სიტყვებით გამოეხმაურა ის „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძეს, რომლის თქმითაც გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო.

შს მინისტრის განმარტებით, ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების.

„მე წერილებს არ ვწერ, სათქმელს პირდაპირ ვეუბნები პირში ყველას, მათ შორის იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ბიზნესში. საჯარო პოლიტიკიდან შანტაჟის ენით საუბარი უნდა გაქრეს და მიუხედავად ამ შანტაჟით ენის საუბრისა, ყველას მოუწევს პასუხი აგოს როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შს მინისტრი მზადაა „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტშიც მივიდეს.

მამუკა ხაზარაძის თქმით, მუქარის წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ და ვიცე პრემიერ გიორგი გახარიასგან მიიღო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, სადაც მათი რეპუტაციის დანგრევაზე იყო საუბარი.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები