|
8 წელიწადი გავიდა მას შემდეგ რაც ქართველ ჟურნალიტთა რიგებს ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის ერთ-ერთი გამორჩეული სახე გიორგი სანაია გამოაკლდა – 2001 წლის 26 ივლისს ის საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს.
ჟურნალისტის მკვლელობისათვის დაკავებულ გიორგი ხურცილავას, მეტსახელად “გრიცკოს” 2003 წელს სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შასამართლოს მასალების თანახმად, გიორგი სანაიას მკვლელობის მიზეზად პირადი მოტივია მიჩნეული, თუმცა საზოგადოების ერთ ნაწილში დანაშაულს პოლიტიკური შეფერილობა აქვს და იგი სანაიას პროფესიულ საქმიანობასთანაა დაკავშირებული. შაზოგადოების ერთ ნაწილს კი მიუხედავად გავლილი დროისა არ სჯერა, რომ დაკავებული გიორგი ხურცილავა ჟურნალისტის რეალური მკვლელია.
გიორგი სანაიას გვარი და სახელი საფრანგეთში, ქალაქ ბეიში აღმართულ პროფესიული მოვალეობის შესრულების დრო დაღუპული ჟურნალისტების მემორიალურ დაფაზეა განთავსებული, სამწუხაროდ, მათი რიცხვი ისევ იზრდება. შარშანდელი აგვისტოს მოვლენების სემდეგ მემორიალზე საქართველოში დაღუპული ჟურნალისტების გვარ - სახელებიც გაჩნდა.
28.07.2009 |