|
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალმა მოსახლეობას კონსტიტუციის მიღების დღე ფერადი საჰაერო ბუშტებითა და ფლაიერებით მიულოცა და მათ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები კიდევ ერთხელ შეახსენა.
საქართველოს კონსტიტუცია 1995 წლის 24 აგვისტოს იქნა მიღებული.
ბათუმის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კონსტიტუციის მე-14 წლისთავთან დაკავშირებული აქცია აჭარის სანაპირო ზოლში მოაწყო.
ახალგაზრდა იურისტებმა სარფიდან ბათუმის სანაპირომდე საქართველოს კონსტიტუციის შესახებ ფლაერები და წიგნები დაარიგეს.
მოგვიანებით კი ზღვაში ფერადი ბუშტები გაუშვეს, რომლებზეც ადამიანის უფლებების შესახებ ამონარიდები იყო გამოსახული.
25.08.2009 |