|
ბათუმში სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლების ერთობლივი პროექტისპრეზენტაცია გაიმართა, რომლითაც ჩვენს ქალაქში ფორმულა-3 –ის ტრასა გაკეთდება.
მედიისათვის გამართულ ბრიფინგში მონაწილეობდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე , გუნდი სტრომოს –ის ხელმძღვანელი, ჩვენითანაქალაქელი, ინჟინერი შოთა აფხაზავა და უკრაინის ოთხზის ჩემპიონი და უკრაინის თასის ხუთგზის მფლობელი კარტინგში, წლევანდელი გერმანიის ჩემპიონატის გამარჯვებული ტროპჰიეს ჩათვლაში სერგეი ჩუკანოვი.
ამ რამდენიმე დღის წინათ ჩვენი თანაქალაქელები უჩვეულო შეჯიბრის მოწმეები გახდნენ- ბათუმში პირველად ჩატარდა შეჯიბრება დრაგ- რეისინგში, სადაც სხვებთან ერთად ვიხილეთ 12 წლის ქართველი მრბოლელი ნიკა სურგულაძე, რომელიც ამჟამად აფრიკაში ცხოვრობს. შეჯიბრება ხიმშიაშვილის ქუჩაზე გაიმართა. წვიმიანი ამინდს მისთვის ხელი არ შეუშლია.
30.11.2009 |