|
გომარდულის სპორტულ - ტურისტულ ბაზაზე თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია. მშრალი და ყინვიანი ამინდები ხელსაყრელია სპორტული ასპარეზობებისა და ტურისტული ექსკურსიებისათვის. აქ პირველი ტურისტული ექსპედიცია 2005 წლის თებერვალში მოეწყო. 2007 წელს იგი ისევ განახლდა და უკვე წმინდა მეფის დავიტ აღმაშენებლის ხსენების დღეს ტრადიციულად იმართება.
წლევანდელი ”დავითობის” სამზადისზე “ აჭარა’ შუახევის რაიონის ბარათაულის თემის რწმუნებულს ნევრიზ ქარცივაძეს ესაუბრა. მისი თქმით ყველა გომარდულელის ოჯახში ინახება წმინდა მეფის ხატი. დავითობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები შეტანილია შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის კალენდარულ გეგმაში. არის სიახლეებიც ღონისძიებები ღამითაც გაიმართება. უკვე მოეწყო ღამის განათება გომარდულის ცენტრიდან სპორტულ ბაზამდე. Mმობილიზებულია ტექნიკაც ვინიცობაა გაავდრდეს.
დღეისათვის გომარდულში 30- მდე ოჯახია სადაც ტურისტებს დასვენება და დანაყრება შეუძლიათ. ტურისტის მენიუში ადგილობრივი სამზარეულოსათვის ჩვეული მაღალკალორიული ( ბორანო, სინორი, ნაღები, ყაისაფე) კერძებია.
გომარდული თავისი არაჩვეულებრივი თოვლის საფარით და ბუნებრივი პროდუქტით ტურისტების მოლოდიანშია.
08.02.2010 |