მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
ოთხი პროგრამა- დადებითი და უარყოფითი მხარეებით

გუშინ, სასტუმრო “ ინტურისტ პალასში” ქალაქ ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის 2009 წლის მიზნობრივი პროგრამების მონიტორინგის შედეგებზე იმსჯელეს და იგი
მონიტორინგი ითვალისწინებდა პროგრამების ეფექტიანობისა და მიზნობრიობის ხარისხის დადგენას. იგი დაეფუძნა იმ ოფიციალურ დოკუმენტებისა და ინფორმაციების შესწავლას, რომელიც პროგრამის დაგეგმისა და მისი Gგანვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის კავშირმა “პროგრეს” - მა განახორციელა საქართველოს გაეროს ბავშვთა ფონდის  “ იუნიცეფის” ფინანსური მხარდაწერით.
 Pპროექტის შედეგად შესწაცლილია  2009 წლის  ოთხი  მიზნობრივი პროგრამა ( სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება, ბათუმის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ავადობის აქტიური გამოვლენის,  ბათუმში რეგისტრირებული ყოველი მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება და  ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვთა მედიკამენტით უზრუნველყოფის პროგრამები).
 -  პროექზე 5 თვე ვმუშაობდით, თვეში ერთხელ ტელეარხ 25 _ზე გადიოდა გადაცემა, რომელიც მოსახლეობას აწვდიდა შესაბამის ინფორმაციას. ბენეფიციარებმა უნდა იცოდნენ თუ რა პროგრამაში შეუძლიათ მონაწილეობა. გამოკვლევის შედეგებმა გვაჩვენა, რომ მოსახლეობა ნაკლებადაა ინფორმირებული.
გამოვლინდა, რომ იმ პიროვნებებსა თუ ორგანიზაციებს შორის რომლებიც პირდაპირ იყვნენ დაკავშირებული პროგრამის შედგენა – დაგეგმასა , შესრულებასა თუ მოხმარებასთან, არ იცვლებოდა სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ერთსა და იმავე საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა წყაროდან ვიღებდით ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ან მონაცემს.
ოთხივე პროგრამის მიზნობრიობის და ეფექტიანობის მონიტორინგის შემდეგ  შეიძლება ითქვას, რომ პროგრამების ერთ – ერთი სუსტი მხარე მისი დაგეგმარების პროცესია. სწორი დაგეგმარება კი პროგრამის წარმატების მნიშვნელოვანი ელემენტია, - გვითხრა განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის Kკავშირის “პროგრესი” – ის ხელმძღვანელმა ნინო გაბუნიამ.
GGგუშინ გამართულ შეხვედრას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი წევრები, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, ჟურნალისტები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები  ეწრებოდნენ.
_  კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქალაქ ბათუმის მერიაში მოქმედი პროგრამები შეესაბამება იმ მოსახლეობის მოთხოვნილებებს და აუცილებელია მათთვის  ამ პროგრამების შემუშავება. მოსახლეობის  მხრიდან ძალიან მაღალია ნდობის ფაქტორი. დღეს მოვისმინეთ პროგრამების როგორც დადებითი მხარეები  ასევე შენიშვნებიც, იყო რეკომენდაციებიც, რომლებიც 2010 წლის ბიუჯეტში გავითვალისწინეთ. რეკომენდაციების მიღების შემდეგ ჩვენ გავზარდეთ დახმარება ყოველ მესამე ახალშობილზე და 300 ლარის ოდენობის ნაცვლად ის  ახლა 500 ლარია, მეოთხეზე 700,  მეხუთეზე შვილზე კი თანხა 900 ლარით განისაზღვრა . A რიგ შენიშვნებზე  რომელებიც  თითიდანაა გამოწოვილი და არც ვეთანხმებით - საუბარი პირდაპირ ეთერში ხშირად მიწევდა. რაც შეეხება მოსახლეობის ინფორმირებას ვფიქრობ, რომ ეს მათი პრობლემაა, რადგან ბენეფიციარები არ ინტერესდებიან ამ პროგრამების არსებობით,  არადა  აღნიშნულ პროგრამებზე ხშირად ვსაურობთ სატელევიზიო ეთერში თუ საგაზეთო მასალებში, - გვითხრა  ქალაქ ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა სოფიო მიქელაძემ.
Gგუშინდელი შეხვედრა თითქმის სამ საათს გაგრძელდა. თითოეულ სტუმარს  გადაეცა  წიგნი, რომელშიც ასახულია კვლევის  შედეგები რაც 5 თვის განმავლობაში გამოიკვეთა.
                                                           
 

 



12.02.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი "აჭარა"
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: 20
: It's much eaiser to understand when you put it that way!
ukan
amindis prognozi
ბათუმი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 4 °C + 3 °C
ღამით -2 °C -1 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.