 |
 |
 |
 |
 |
|
რეგიონის საუკეთესო მკლავჭიდელები |
,,გზებ ნატოსკენ” – ამ სახელწოდებით შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი დასავლეთ საქართველოს ღია ჩემპიონატი გაიმართა მკლავჭიდში. ტურნირს უმაღლესი სასწავლებელი მასპინძლობდა და მასში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. პირველობისათვის ოთხ წონით კატეგორიაში, ვაჟებთან ერთად გოგონებიც იბრძოდნენ. მათ მსაჯობას მსოფლიოსა და ევროპის რამდენიმე გზის ჩემპიონი თემურ ლიპარტაშვილი უწევდა. როგორც აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა გოჩა შავაძემ აღნიშნა, ჩემპიონატი მონაწილეთა სიმრავლითა და სიძლიერით გამოირჩეოდა.
_ სიამოვნებით მინდა გითხრათ, რომ შეჯიბრი მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. ეს მონაწილეთა სიმრავლემ და ფიზიკურმა მომზადებამაც განსაღვრა. დასავლეთ საქართველოს ღია პირველობაში მონაწილეობის მისაღებად ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონები და პრიზიორები ჩამოვიდნენ. დაახლოებით 70 მკლავჭიდელი გამოვიდა სააპარეზოდ. ოთხივე წონით კატეგორიაში პრიველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები საკუთარ ძალებს აპრილის ბოლოს საქართველოს ღია პირველობაში გამოცდიან. ყველა მონაწილეს წარმატებას ვუსურვებ. ვისარგებლებ შემთხვევით და ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ შევახსენებს _ ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ამ ტურნირის დევიზიც ესაა. _ აღნიშნა გოჩა შავაძემ ჩვენთან საუბრისას.
საპრიზო ადგილზე გასულთ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობას უფლება მიეცათ. 60 კილოგრამ წონაში პირველობა ჭიათურელ ნიკა წერეთელს ერგო, 70 კილოგრამ წონაში ვაჟებს შორის ასევე ჭიათურელ ზაზა თაბაგარს და გოგონებს შორის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტს რუსდან დუმბაძეს. 80 და 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს ქედელმა მირზა აბუსერიძემ და ხელვაჩაურელმა რუსლან ქავთარაძემ.
29.03.2010 |
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი "აჭარა"
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
|